Tuesday, December 7, 2010

გაუღეთ კარი

მე დღეს ამ მუსიკამ გამაგიჟა. არაბული ღამეები რა მოსატანია, მთელმა "ვეფხისტყაოსანმა" თვალწინ ჩამიქროლა. შეიშლები ადამიანი, რომ დაფიქრდე რა დღეშია ჩვენი ფსიქიკა; რამხელა გავლენას განიცდის ლიტერატურისგან და საერთოდ, ხელოვნების ნებისმიერი მიმართულებისგან. უსმენ მუსიკას და გახსენდება სხვადასხვა ისტორიები, ფილმები, ადამიანები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ, მაგრამ ისე არიან შენში გაბნეული, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ამოშლი. მერე იტყვიან, რატომ იბრძვის ადამიანში ორი არსებაო. ჩემში ორზე მეტი იბრძვის, სიმართლე გითხრათ.

სასწაული მუსიკაა, ვიდეოს არ უყუროთ, უბრალოდ მოუსმინეთ და თქვენს ცნობიერს გაუღეთ კარი.

(ვიდეო, რა თქმა უნდა, ჩემს Facebook friend-თან ვნახე, სხვაგან სად შეიძლება ხელოვნებას ეზიაროს ადამიანი.)

David Arkenstone "Song of Sheherazade from myths and legends"


10 comments:

Clown said...

მუსიკის მოსმენის დროს ჩემს თავშიც იმდენი რამე გაირბენს ხოლმე...

სუნსაც კი ვგრძნობ ხანდახან ^_^

Natalia said...

მართლა სასწაული მუსიკა იყო. ასეთი ტიპის - აღმოსავლური და ეგზოტიკური მელოდიები, ყოველთვის საოცარ გრძნობებს იწვევს ჩემში, არ ვიცი ეს ქვეცნობიერია თუ ცნობიერი, მაგრამ სასიამოვნოც არის და სატანჯველიც :)

http://www.youtube.com/watch?v=sJqUbb-WuPQ - ჩემი ძველი სიყვარულია და ძალიან გავს ამ პოსტის მუსიკას :)

Keti said...

ასეა. ხანდახან მგონია ჭურჭელს ვგავართ – ვივსებით, ვივსებით...
ვერდატეულ ემოციებს სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ.

ძალიან ემოციური იყო. ძალიან მიზიდავს აღმოსავლური მუსიკა და საერთოდაც, აღმოსავლეთი.

Sophie שרה Golden said...

@კლოუნ, მართლა? წარმოვიდგინე ახლა ამ კომპოზიციის სუნი... მმმ, აღმოსავლური ვარდების.

@ნატალია, რა საინტერესოდ შენიშნე, ზოგჯერ მტანჯველიაო. მართლაც ასეა ხანდახან. მომეწონა შენი მუსიკაც ძალიან. მადლობა.

@ქეთი, ისეთ რამეს დამიწერ ხოლმე, კიდევ მინდება პოსტის გაგრძელება. მადლობა. მეც უზომოდ მიყვარს აღმოსავლეთი.

Unknown said...

"ჩემში ორზე მეტი იბრძვის"
+1

რა ტკივილიანი და ამავე დროს ჰაეროვანი იყო ყველაფერი... გამაჟრჟოლა...

Anonymous said...

ტიციან ტაბიძის "ფატმან–ხათუნი" გამახსენდა...

"ფატმან, ოცნებით ცხოვრობს სული შენს ცხელ საბანში.
ისე შენი ტყვეა, როგორც თაგვი სინის ხაფანგში..."

Anonymous said...

სულ სხვა ხიბლი აქვს აღმოსავლეთს...

http://www.youtube.com/watch?v=chwADnoFDng

Keti said...

სოფი :*

Sophie שרה Golden said...

@კანარიო, სასწაულია, როგორი განსხვავებული და მაინც ერთნაირი ემოციები აღუძრა ამ კომპოზიციამ ყველას.

@ასტიბუ, რა კარგი რაღაც გამახსენე.

@ანდან, ნამდვილად.

@ქეთი, :) :*

Anonymous said...

დამბურძგლა რომ უსმენდი...ასეთი მუსიკის მოსმენა ყურსასმენებით მიყვარს, სულ სხვა შეგრძნებებს ბადებს მართლა სადღაც სხვაგან აღმოვჩნდები ხოლმე :)