გერდა ჩრდილოეთისკენშევამჩნიე, ძალიან ბევრს ფეისბუქზე სხვადასხვა მულტფილმის გმირების ავატარი აქვს, ზოგს მძინარე მზეთუნახავის, ზოგს – კარლსონის მეგობარი ბიჭუნასი, ზოგს ქალთევზა არიელის. დიდხანს ვიფიქრე, მე რომელი მულტფილმი მიყვარს ასე განსაკუთრებით და აღმოვაჩინე, რომ არცერთი.
სამაგიეროდ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრები მიყვარდა,
იცით. "თოვლის დედოფლის" გერდას ავირჩევდი, რამე რომ იყოს. ვგავართ ხასიათით: დავდივართ, სულ ვეძებთ, ის თავის გათოშილ კაის და მე –
ჩემსას, თუმცა არ ვიცი, გათოშილია ისიც, თუ არა.
როგორც მახსოვს, დისნეის არ გადაუღია და მგონი, ძველი რუსული მულტფილმი უნდა იყოს, რომელიც კარგად არ მახსოვს, ალბათ ბავშვობაში მექნება ნანახი. ახლა აღარ ვუყურებ ფილმებს ჩემს საყვარელ წიგნებსა და ზღაპრებზე. არ მინდა რეჟისორის და პროდიუსერების მსხვერპლი გავხდე და მერე სხვამ დაიკავოს გერდას ადგილი, როცა გერდა, ამ შემთხვევაში, მე ვარ. ყველაზე საყვარელი და ამავე დროს სასტიკი ზღაპარია, როგორც ჰანს ქრისტიან ანდერსენს შეეფერება. სხვა ზღაპრებში მხოლოდ მზეჭაბუკები მიდიან მზეთუნახავების გადასარჩენად, ანდერსენმა კი სტერეოტიპები სრულიად დაამსხვრია და თავის პატარა, ოქროსფერ გოგოებს მისცა ძალა, ირმებს მოახტნენ და პატარა, გათოშილი, შტერი ბიჭების გადასარჩენად წავიდნენ.
ცივი კვირაა ბერლინში. თოვლი თითქმის სულ გადნა.
გერდას ირემი მჭირდება, ჩრდილოეთის ციალი რომ ვნახო.
9 comments:
რა კარგად თქვი: "პატარა, გათოშილი, შტერი ბიჭების" გადასარჩენადო :)
ანდერსენმა მართლა დაამსხვრია სტერეოტიპები..
მე მგონია, რომ სხვა საბავშვო ფილმებიც რომ ნახო, შენს გერდას მაინც ვერავინ შეგიცვლის, რაკი ასეთი მსგავსება იპოვე.
ფოტო ძალიან საყვარელია :)
ბედნიერი ახალი კვირა, სოფი!
ანდერსენზე ვფიქრობდი ეს დღეები და სკანდინავიაზე. როგორც ჩანს ჩემი ბავშვობა მთლიანად მათ ეკუთვნით: სელმა ლაგერლოფთან და ლინდგრენთან ერთად.
მე კი კაი ვარ, შენ მე გადამარჩენ გერდა!
უჰ მეც მაგრად მიყვარდა პატარაობისას. ახლაღა მივხვდი,რომ ეგ წიგნი სადღაცაა გამქრალი :/
მულტფილმების ყურება მხოლოდ მაშინ მიყვარს, თუ ზღაპარი წაკითხული არ მაქვს. თუ მაქვს მირჩევნია ჩემი პერსონაჟები შევინახო მეხსიერებაში ) ისე კაის და გერდას წიგნი ძალიან დასურათებული იყო,ფანტაზიას გასაქანს არ აძლევდა ))))
სურათს დავხედე თუ არა, მეც ჩემი ბავშვობა გამახსენდა. დედაჩემი მიყვებოდა ხშირად. მერე თოვლის დედოფალს ვახატინებდი. გავიდა დრო და მერე მე ვხატავდი :)
აგერ ეს, თუ მაინც გადაწყვეტ, რომ გაიხსენო :)
http://www.youtube.com/watch?v=6Q_ldIVPMuE
წიგნის მულტფილმებს არ უნდა უყურო. სასწაული იმედგაცრუებაა, წიგნის ფილმებზე მეტადაც კი :|
რა კარგი პოსტია სოფი <3
არასდროს მიფიქრია გერდაზე ესე ღრმად, და ზოგადად ბავშვობაში არც მომწონდა " თოვლის დედოფალი", ხოდა ეხლა ახლიდან მომინდა წაკითხვა ^_^
mec miyvars rogor es zgapari..
@ქეთი, რა მაგარი იყო ანდერსენი, არა? ნამდვილად ვერავინ შემიცვლის გერდას :) შენც ბედნიერი კვირა გქონდეს, ქეთი.
@ანდან, გადაგარჩენ, თუ გადამერჩენინები :დ როგორც "დიდი" ჯერი მაგუაირი იტყოდა ;) :დ
@ნინა, :/ მე უსურათო წიგნი მქონდა.
@ზურიუს, რა კარგი დედა გყოლია. თუ გადავწყვეტ, ვნახავ. მადლობა.
@ჩორვენ, გეთანხმები.
@კლოუნ, წაიკითხე აუცილებლად, დარწმუნებული ვარ, შენს პოსტებს შეეფერება.
@ბაბისა, :)
არა, რატომ... მაგალითად ვინი პუჰის მულტფილმი ძალიან კარგია. წიგნს არ გავს მაინცადამაინც, მაგრამ ხასიათი კარგადაა დაჭერილი და ამიტომ წიგნის განწყობიდან არაა ამოვარდნილი.
Post a Comment