Friday, December 24, 2010

ბრენდი და მონიკა



დღეს 90–იანების დასასრულის ემთივის სიმღერებს ვუსმენდი და ნოსტალგია მომეძალა.
არ მჯერა, რომ ვინმეს არ უყვარდა იმ პერიოდში, ბრენდი და მონიკას დუეტი, ან "TLC" და "Destiny's child". მთელი ჩემი თინეიჯერობა იყო ჩადებული ემთივიში. ახლა, წარმოდგენაც არ მაქვს, თუ კიდევ არსებობს ეს არხი და რანაირი ფორმატისაა.

ლინდა ევანჯელისტა, უინონა რაიდერი და დემი მური – როგორ მიყვარდა სამივე, ერთნაირი ვარცხნილობები და baby faces ჰქონდათ

ენდი მაკდაუელის ტკბილი ღიმილისნაირი დიდი ხანია არ მინახავს

კიდევ სინდი კროუფორდის ხალში, ენდი მაკდაუელის ღიმილში, ბრუკ შილდსის წარბებსა და დრიუ ბერიმორის შეშლილ ახალგაზრდობაში დარჩა ჩემი თინეიჯერული ასაკი. რა მაგარია, ადამიანი რომ იზრდები, შენი role-models_იც იზრდებიან და ხვდები, სად იდექი და ახლა სად დგახარ. პრინციპში, დრიუ და მე ისევ ერთად რომ ვდგავართ, ყველამ იცით :)


ბედნიერ შაბათ–კვირას და დღესასწაულებს გისურვებთ.

6 comments:

Zurriuss.GE said...

სოფ,ეს კომენტარი იქ გამოთიშული კომენტარების ადგილას უნდა იყოს. გილოცავ: ბედნიერ, მხიარულ,კეთილ, ზოგჯერ ჭკუის სასწავლებელ, ტკბილ, ჯანმრთელ და ღირსეულ ცხოვრებას გისურვებ. მარად ასეთი ოლიმპიური შემართებით შემოგერბინოს მზის გარშემო :დ

Sophie שרה Golden said...

@ზურიუს, მადლობა.

Keti said...

თითქოს უკან დავბრუნდი!

ბავშვობაში, როცა უფროსები ამბობდნენ, ეს ჩემი ბავშვობის ან ახალგაზრდობის სიმღერააო და თბილად იღიმოდნენ, ისე ვერ აღვიქვამდი ამას... ახლა უკვე მეც შემიძლია ვთქვა. მართლაც, თბილად გაგაღიმებს :)

Sophie שרה Golden said...

@ქეთი :)

Kate said...

აუუ!!!!
როგორ მიყვარს ხოლმე 90-იანების გახსენება <3

Kate said...

ბრენდი ენდ მონიკა ზე ბოი ის მაააააინ.

იუ ნიდ თუ გივ ით აფ, ჰედ ებაუთ ინაფ.
ით'ს ნათ ჰარდ თუ სი, ზეთ ბოი ის მააინ.

ძალიან მიყვარს დღემდე და "შენთუბე"-ზე ხშირადს ვრთავ ხოლმე.