Tuesday, December 28, 2010

ვის მოაქვს თოვლი


ძალიან მყუდროდ ვარ მოკალათებული სავარძელში. ისე თოვს, თვალს ვერ მოაშორებ. თან ყინავს, ყინავს და ჰაერიც ისეთი სუფთაა. ასეთი სასწაული ზამთარი კარგა ხანია არ მინახავს და უცებ ვხვდები, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც ყოველთვის მინდოდა – ბევრთოვლიან ზამთარში, ჩრდილოეთში. უცნაურია, რომ ჩემს ქართველ მეგობარ–ნაცნობებზე მეტად მაქვს საახალწლო და საზამთრო განწყობა. თოვლი და განათებული ქუჩებიც მიწყობს, ალბათ, ხელს.

და კიდევ არდადეგები. 2 იანვრამდე ვისვენებ. ოთხთვიანი ინტენსიური ლექციების შემდეგ, ძალიან სასიამოვნოა ცარიელ შენობაში ხეტიალი, გვიან ადგომა, ჩაის ნელ–ნელა სმა და შოკოლადების ნაფცქვენებში ცხოვრება :) ვკითხულობ, ტომ უეიტსს ვუსმენ მთელი დღეები, თოვლს ვუცინი და უცხოურ ბლოგებს ვათვალიერებ, ბედნიერ ბლოგებს, ფერადი სურათები და თბილი წერილები რომ აქვთ. ისეთი სასიამოვნოა ადამიანების აღმოჩენა, რომლებიც შენსავით პოზიტიურად ფიქრობენ და სიცოცხლე ახარებთ.

გიხაროდეთ ახალი წელი რა! თოვლს კი არ მოაქვს ბედნიერება, თქვენ მოგაქვთ თოვლი :)

10 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

vai sunny me rom tovli momqondes aqamde tbilisshi 3 metrze naklebs ar dadebda :D minda zalian
cota gamomigzavne raa ^^

Keti said...

მე ალბათ უმცირესობაში ვარ – თოვლს სულაც არ ველი და არც საახალწლო განწყობას მომიტანდა, ახლა რომ თოვდეს. თუმცა, შენ როგორც ხარ ახლა – ფანჯრიდან უყურებ თოვას, ამას სიამოვნებით ვნახავდი. მხოლოდ ფანჯრიდან, დიდ ფანტელებს :)
რა ვქნა, მზისა და სითბოს მოყვარული ვარ :)
იმედია, ახალ წლამდე მომემატება განწყობა.

Clown said...

მიხარიაა ჩვენსკენაც რომ უშვებ საახალწლო განწყობას და თოვლის სუნს ^_^

<3

ნან said...

ბათუმში კიდევ ისე თბილა, რომ ატამი აყვავდა და ტყემალს ნაყოფი აქვს უკვე, კურკებიანი ნაყოფი :დდ

მომეწონა მაგ შენს თოვლიან ქალაქში და ახალი წელიც მომინდა :)

Anonymous said...

ეე ჩვენსკენაც გვინდა ეგეთი ამბები, მარა ისეთი მზეა ბოლო დროს, რომ აღარ ვიც რა მინდა...

Sophie שרה Golden said...

@ჩორვენ, რა იცი, იქნებ მოგაქვს კიდეც ;) :დ გიგზავნი მთელი სულით და გულით.

@ქეთი, დარწმუნებული ვარ, მოგემატება. თოვლს არ მოაქვს ბედნიერება–მეთქი, როგორც დავწერე, ხომ იცი.

@კლოუნიკო, მეც მიხარია, თუ ვუშვებ და ხალისდებით. :* <3

@ნან, კარგი რა! :/ ეგ უკვე ზედმეტია, მოვიდეს თოვლი!!!

@ანდან, მოვა. მთავარია გჯეროდეს, როგორც იტყვიან =))

Clown said...

:*

Tjorven said...

<3 <3 <3 <3 thx

kuda said...

ra sayvareli xar. me movitan tovls! mixaria axali weli,tumca imasac vagiareb, rom adre ufro gulisfancqalit velodi xolme.

unaamarga said...

როგორ მინდოდა, თბილისშიც მოსულიყო თოვლი საახალწლოდ, ან მე წავსულიყავი სადმე თოვლიან კურორტზე რამდენიმე დღით! ეჰ!