
მელანქოლიური საღამოა. შუქის ანთებაც მეზარება, სიბნელეში ვზივარ და ქუჩას ვუყურებ. ამ თვეში იმდენს ვწერ, რამდენიც მთელი წინა თვეების მანძილზე არ მიწერია. ისე ვგრძნობ, რომ ჩემს ბლოგში ვარ შეყუჟული, როგორც ბავშვი თავის მაგიდისქვეშა შტაბში, შემიძლია გავაკეთო, რაც მინდა, ვთქვა, რაც მაწუხებს და ვერავინ შემოვა, იმიტომ, რომ "ბრონირებული" შტაბი მაქვს.
ბავშვობაში ვთამაშობდით ხოლმე ასე და ბედნიერები ვიყავით, რომ "ბრონირება" შეგვეძლო ჩვენი შტაბების და მტერი ვერ შემოაღწევდა.
მერე იზრდები და ხვდები, რომ მტერი შიგნითაა. როგორც ეთან ჰოუკის გმირი ამბობს "მზის ამოსვლამდეში": თვითონ ვართ ერთმანეთის დემონები და ანგელოზები.
თოვლს შევხედე და რატომღაც გავიფიქრე, რომ მერილინ მონროს ჰგავს. ისიც ხომ ისეთი თეთრი და თბილი იყო. თბილი სახლიდან რომ ჩანს, ისე კი ცივი და მარტოსულია. ჩემი თოვლი მერილინი. მომენატრა.
ხვალ უკვე 30 დეკემბერია. გოზინაყს აკეთებთ?



12 comments:
"ჩემი თოვლი მერილინი" – ასე მხოლოდ შენ თუ დაწერდი..
ჩვენ 31-ში ვაკეთებთ ხოლმე გოზინაყს და ალბათ წელსაც ასე იქნება.
ნუ იქნები მელანქონიური, სოფი, მიატოვე მაგიდისქვეშა შტაბი და გაიღიმე :*
მერილინი :)
ბებომ ნიგოზი დაჭრა და მოხალა, ხვალ თაფლსაც მისცემს :)
@ქეთი, :) ხან მელანქოლია და შტაბიც რა კარგია, ხომ იცი.
@ანდან, მართლა? როგორ მიყვარს. გოზინაყიც და ბებოც :)
რა საინტერესო იყო, მერილინის და თოვლის შედარება.
როდრიგოს ბებოსი არ იყოს, ჩემმა [თუ 'ჩემ'] ბებომაც დაჭრა დღეს ნიგოზი და ხვალ გააკეთებს ალბათ გოზინაყს. დედამ კიდევ ჩურჩხელები ამოავლო, ერთი ამოვლება უკვე გაგვითავდა და მეორედ მოუწია :)) ეხლა კარმის თავზე მოუწევს გაშრობა, 31-მდე.
მეც ნაწილაკებად მიმოფანტულ განწყობას ვაკოწიწებ ნელ-ნელა და მიხარია, რომ ახალი წელი მოდის. ოჯახში რომ ფუსფუსებენ, ეს მიყვარს და ყველას რომ თავის თბილ სახლში მიაქვს რაღაცეები. ასე მგონია, ამ დროს ყველას ერთმანეთი უყვარს [ოჯახის წევრებს], და დროებით ბედნიერები არიან.
შენი სიმყუდროვე გადამდებია სოფი, ამდენი მაწერინა და კიდევ მინდოდა მეწერა :)
ვაკეთბთ, ვაკეთებთ, სოფ :*
http://www.youtube.com/watch?v=LpPdl0StUVs
და ეთერ კაკულია
(ბედნიერია, ვინც არ იცის) :)
ici ra zalian bevri rame und damecera da mere mivxivdi rom isedac mixvdi shen imas risi dacerac me aq mindoda da radgan ar mjera rom gameoreba codnis dedaa amitom arafers davcer da chumad vvigrznot yvelam is rac shen ukve igrzeni da gadmoeci :D
სოფი :* :* :*
ხოდა, გოზინაყი არ მიყვარს :დ
მე ხომ თხილეულს არ ვჭამ :დ
@ნატალია, ჩემი სიმყუდროვეა გადამდები? შენ შენი უნდა ნახო :)
@ზურიუს, ყოჩაღ–თ!
@ლორდ ვადერ, ეთერ კაკულიაც იყოს. მე არაფერს მიშლის.
@ჩორვენ, ვიცი და როგორ ზუსტად, იცი? თითქოს უკვე მითხარი და მეც თავი დაგიქნიე.
@კლოუნ, უი, ეგ არ ვიცოდი. ცუდია, თხილეულობა კარგია :)
Marilin, yvelaze tbili iko vinc ki arsebobda akamde; chemtvis asea kovleshemtxbebashi.
chemtvis kalis ideali- merilini rzianio funtushastvisasc sheudarebiat- tkbili, tetri da fumfula, :)
ise grmad zis chemshi rom zogjer misi tkivili dgemde mtkiva:)
Mikvarxar Marilyn
Rose Pantera
რატომღაც არ მიყვარს მერილინი. არ ვიცი, საერთოდ ძალიან ცოტა საყვარელი მსახიობი მყავს. ძველი თაობის წარმომადგენლებიდან კი ოდრი მიყვარს ძალიან! :)
@Anonymous, იმდენად გეთანხმები, რომ რა გიპასუხო არც ვიცი :)
@Unaamarga, ოდრი მშვენიერია :)
Post a Comment