
მიყვარს გრეის კელის და კერი გრანტის ეს ფოტო. კერი გზას უყურებს, გრეისი კიდევ – მას. ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას ბალანსი ოჯახში ;)

რომი შნაიდერი და ალენ დელონი კიდევ ისეთი ზღაპრული წყვილი იყო, ხან მგონია, სინამდვილეში არ არსებობდნენ.
შემაჯამაბელი პოსტი როგორ დავწერო, როცა "ჩემი" წელი ჯერ სულ ახალი დაწყებულია და 2010–ში რასაც ვაკეთებდი – ძიება, პოვნა, ისევ თავიდან ძიება, მოგზაურობა, სიყვარული, სიგიჟეები და ისევ სიყვარული, სიგიჟეები იყო.
Have fun and give your heart in all you do (ინგლისურს ისევ ვერ ვეშვები, რა ვქნა. 2011 წლისთვის გადავდოთ)!



8 comments:
მეც მინდა "იება, პოვნა, ისევ თავიდან ძიება, მოგზაურობა, სიყვარული, სიგიჟეები და ისევ სიყვარული"...
<3
სოფი, დამდეგს გილოცავ :*
დამდეგს გილოცავ! სულ მოგაზურობები სიყვარულები და სიგიჟეები დაგბედებოდეს! :*
@კლოუნ, გინდა და აუცილებლად გექნება, მთავარია ძალიან გინდოდეს. შენც გილოცავ <3
@მეცმიყვარხარ, შენც ბედნიერება, სიყვარულები და საინტერესო წელი გქონოდეს!
მუდამ თან გდევდეს ეს სილამაზე, სიყვარული, სითბო და სილაღე! იმიტომ რომ გვჭირდები! :* გილოცავ!
გილოცხავ სარა სოფი!
ბედნიერებების და ახალი აღმოჩენების ყოფილიყოს ეს წელი შენთვის! :))
ძიება, პოვნა და თავიდან ძიება ყველაზე საინტერესო პროცესია ამ ქვეყნად!
გილოცავ ახალ წელს!
@kanario, undone, unaamarga, დიდი მადლობა, ჩემო კარგებო! ბედნიერი ახალი წელი გქონოდეთ: წარმატებები, სიხარული და სიყვარული ბევრზე ბევრი :)
არა....
მირჩევნია იქ აღმოვჩნდე, სადაც მინდა და იმ ვითარებაში, როგორშიც მინდა...
იმ ვისთანაც არ მინდაზე მიწებებული ხომ არ ხარ - გეიარ-გამეიარ და ნახავ ვინმე სხვას.
Post a Comment