Wednesday, December 1, 2010

Sunny ხანუკა

რამდენმე იცით, რა არის ხანუკა?
უმრავლესობას ხანუკა შობის ებრაული ალტერნატივა ჰგონია და ერთხელ ვიღაცამ მკითხა, თქვენ ვის დაბადებას აღნიშნავთ ამ დღესო.

ხანუკა სინათლის და სასწაულის აღსანიშნავი დღეა.
ისტორიულად ამ პერიოდში მამაცმა მაკაბიტებმა ბერძნები დაამარცხეს და დამოუკიდებლობა მოუპოვეს ისრაელს. მაკაბიტები (იმედია, ქართულად ასე ითარგმნება), ასე ვთქვათ, თავისი დროის guerrilla მეომრები იყვნენ. რელიგიურ დღესასწაულს რაც შეეხება, სოლომონის ტაძარში, მენორაში, რომელსაც მთავარი კოენი ანთებდა, ძალიან ცოტა ზეთი ესხა, მაგრამ სასწაულად, მთელი 8 დღის განმავლობაში მაინც იწვოდა. ამიტომ ახლა მთელი 8 დღის განმავლობაში ვანთებთ სანთლებს, პირველ დღეს 1 სანთელს და მომდევნო დღეებში თითო სანთელი ემატება, რითიც სასწაულს ვიხსენებთ.

ხომ მიცნობთ, მიყვარს ისტორიები მამაც ადამიანებზე, თან წარმოუდგენელია, ადამიანი ქართულად იყო გაზრდილი და გმირები არ გიყვარდეს. ამიტომ ხანუკა ჩემი ერთერთი უსაყვარლესი დღესასწაულია, გარდა იმისა, რომ სინათლის და სასწაულების დროა, მთელი მსოფლიოს ლიტერატურა თუ მხატვრობა ამაზეა აგებული. მაკაბიტების გარდა, ამავე პერიოდს ეკუთვნის ცნობილი ივდითი (יְהוּדִית), რომელმაც ჰოლოფორნესს თავი დააკარგვინა (პირდაპირი გაგებით).


როგორც ჩემი საყვარელი რაბი იტყოდა, ყველა ადამიანშია ჩადებული გმირობის კოდი, პრინციპები და სამშობლოს, ხალხის სიყვარული. უბრალოდ, ზოგი ვერ ხსნის ამ კოდს და იკარგება იმ პოპულარული კულტურის ლაბირინთში, რომელსაც ბოლოს ეჩვევა და სურვილიც აღარ უჩნდება, რომ კედელი გაარღვიოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ დღესასწაულები ადამიანებისთვისაა, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც სამყაროში არსებობს. ყოველდღიური ცხოვრება ზოგჯერ ისეთი მოსაწყენია, გვჭირდება (დღე)სასწაულები, სტიმულით და ოპტიმიზმით რომ ავივსოთ. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ირონიით უყურებენ მსგავს დღეებს, არაფერი მოსწონთ, არცერთი რელიგია აკმაყოფილებთ და ჰგონიათ, სხვებზე მაღლა დგანან, რადგან არ სჭირდებათ სასწაულების დაჯერება. მე ასეთ ხალხს, უბრალოდ, შურიან ბოღმებს/ბოღმა შურიანებს ვეძახი – როცა ადამიანს არც შენი, არც სხვების სიხარული გიხარია, ცუდადაა შენი საქმე, თანაც ძალიან.

მე მიხარია ახლა ძალიან. არ შემიძლია სიხარულის დამალვა. წელს ჩემი ყველაზე გააზრებული და ნათელი ხანუკაა. მინდა ყველას უხაროდეს, ბედნიერი იყოს და რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოს რწმენა, რომ სინათლე ყოველთვის აქრობს სიბნელეს.

ბონუსად The MACCABEATS - One Day


14 comments:

Natalia said...

რა საინტერესოა იუდაიზმი, ყოველთვის მაოცებს, როცა შენ პოსტებს ვკითხულობ სოფი. აქცენტი ადამიანზეა გაკეთებული, მის შეგრძნებებზე და საკუთარი თავის პოვნაზე. შეიძლება ჩემი აღქმა არასწორია, მე ასე ვხედავ :)

ადრე სადღაც წავიკითხე, ებრაელები რომ ქრისტიანები იყვნენ, სამყარო გადარჩებოდაო. ქრისტიანის სიტყვები იყო და რა თქმა უნდა, ის თავისი კუთხიდან უყურებდა ყველაფერს :) მე ძალიან მარტივად გადმოვეცი, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ებრაელებს საოცრად ღრმა რწმენა აქვთ და ყველა ტრადიციას ასე გულმოდგინედ იცავენ. ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ამით :)

გილოცავ ხანუკას სოფი, ბევრ ნათელ დღეს გისურვებ :)

Sophie שרה Golden said...

@ნატალია, კი, აქცენტი ყოველთვის ადამიანზეა გაკეთებული, იმიტომ, რომ სამყაროში მხოლოდ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და აზროვნება.
OH, NO!!!
სამყარო მაშინ უფრო გადარჩება, როცა ყველას თავისი რელიგია და ადამიანები ეყვარება.

მადლობა!!!

Anonymous said...

მეც გილოცავთ :)

დღეს ვეძებე ინტერნეტში ამ დღესასწაულზე ინფორმაცია და წესიერად ვერ გავიგე, სანამ ეს პოსტი არ წავიკითხე. დიდი მადლობა :)

ცოტა ხნის წინ შემთხვევიტ შევხვდი ერთ ებრაელ ქალბატონს, რომელმაც ჯერ თავისი აქტურობით მომხიბლა და მერე იყო ერთი შემთხვევა, რაც ებრაულ ტრადიციებს უკავშირდებოდა და გავოცდი, მანამდე არ ვიცოდი.
ალბათ, მთავარია ჭეშმარიტი რწმენა, ყველა რელიგია იმსახურებს პატივისცემას.

Anonymous said...

როგორი საინტერესოა.
სინათლის და სასწაულის დღესასწაული. სიამოვნბებით ვიზეიმებდი.
ზოგადად არ მიყვარს დღესასწაულები, მაგრამ ბოღმიანი არ ვარ, საქმე ისაა რომ აბსტრაქტული ცნებების აღმნიშვნელი დღეები გაცილებით აღმაფრთოვანებს!
გილოცავ ხანუკას!

Sophie Golden said...

@Anonymous, დიდი მადლობა. მიხარია, რომ ახლა უკვე იცით ხანუკის შესახებ.

@ანდან, მაგალითად, რომელია შენი საყვარელი აბსტრაქტულცნებიანი დღე? :პ :)))

Anonymous said...

საქმეც ეგაა რომ აქ არაა ეგეთი დღეები :(
აი, მაგალითად, რა კარგი იქნებოდა ტყის სულების დღესასწაუოლი. ან პლანეტა ვენერას დღესასწაული. ან სიმწვანის დღესასწაული.
გავგიჟდი მგონი :დდ

Agasfer said...

ბოღმა არც მე ვარ, მაგრამ არც მე მიყვარს დღესასწაულები და ახლავე ავხსნი რატომაც, მაგრამ შორიდან უნდა მოვუარო. ))
ზღვა ხომ ბევრს უყვარს? მეც მიყვარს. არ არსებობს ზაფხული, ზღვაზე რამდენჯერმე რომ არ დავინაცვლო, მაგრამ, გგონიათ, იქ ძალიან ვერთობი? ნწ. ჩემი იდეალური მდგომარეობაა, როცა ვზივარ რომელიმე კლუბთან, ბართან ან მსგავს ადგილას და გარედან ვუსმენ, ხალხი როგორ ერთობა და რა ბედნიერია. (აუდიალური ტიპი ვარ ისედაც). ასე შემიძლია ვიყო უსასრულოდ. ანალოგიურად დღესასწაულებზეც - ყველა ბედნიერი და გახარებულია, მე კი განმარტოვების საშუალება არ მაქვს და ყელში ამომდის ))) ასაკი თავისას შვება, 2 კაცზე მეტი უკვე მასაა ))

Clown said...

"ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ირონიით უყურებენ მსგავს დღეებს, არაფერი მოსწონთ, არცერთი რელიგია აკმაყოფილებთ და ჰგონიათ, სხვებზე მაღლა დგანან, რადგან არ სჭირდებათ სასწაულების დაჯერება. მე ასეთ ხალხს, უბრალოდ, შურიან ბოღმებს/ბოღმა შურიანებს ვეძახი – როცა ადამიანს არც შენი, არც სხვების სიხარული გიხარია, ცუდადაა შენი საქმე, თანაც ძალიან."
+1

Keti said...

ლამაზად გადმოეცი, რა არის ხანუკა. სახელიც ისეთი აქვს, ქართველს (ქართულის მცოდნეს) მოფერებასავით ჩაესმის...
გილოცავ, სოფი! მრავალ ხანუკას ნათელი და გახარებული შეხვდი! :* :)

როცა გულით აღნიშნავენ რაიმე დღესასწაულს – ძალიან ვაფასებ. თუ ეს მხოლოდ თარიღია და რღეობის მიზეზი – ვერ ვერთვები ასეთ "მსვლელობებში", თუმცა არც ირონიით შემიხედავს – ყველას ისე უხარია, როგორც შეუძლია და ეს მათი ნებაა..
აი, შენთან სულ ეს იგრძნობა – მართლა ელი რელიგიურ დღესასწაულებს, განიცდი და გამოხატავ!

მარიამ ბლანკი¹³ said...

მე ძალიან მიყვარს დღესასწაულები , მაგრამ სამწუხაროდ ბევრი რელიგიური დღესასწაულისადმი მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება, იმიტომ კი არა რომ არ მწამს ან სკეპტიკურად ვარ განწყობილი უბრალოდ ადამიანები ასეთ დღეებში სხვესაც ახვევენ თავს ამ ყველაფერს ან თავისი რწმენით სწორ საქციელს სხვებს ჩასჩიჩინებენ და ჰგონიათ რომ იმ ადამიანისეული გაგება და აღნიშვნა არასწორია შეუსაბამო და ა.შ

ხოლო ისე მე რადგანაც ყველანაირი თავშეყრა და ადამიანების კარგი და კარგად ყოფნა მიყვარს ესეიგი ყველა დღესასწაული და ბედნიერების მიზეზი მიყვარს .

Anonymous said...

იმდენად დადებითი პოსტია, რომ რაღაცნაირად კარგ განწყობაზე დამაყენა.
მეც მიყვარს დღესასწაულები, როგორც წესი ირგვლივ ყველაფერს ეტყობა ხოლმე რომ განსაკუთრებული დღეა. ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს და ვამბობ, რომ მიხარია, არა ერთხელ უკითხავთ ”ნეტა რა გიხარია”-ო, ამ კითხვას ძალიან ვერ ვიტან, არ მესმის რატომ არ უნდა მიხაროდეს და რატომ არ უნდა იყოს მისასალმებელი და სასიამოვნო დღე, როდესაც ყველას აქვს მიზეზი იყოს კარგად და რაღაც გაუხარდეს. ამ დღესასწაულზე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობდი და დიდი ინტერსით წავიკითხე.
გილოცავ :)

Zurriuss said...

გილო-ხანუკ-ცავ :))

piccolina said...

Happy Hanukkah
არა, ეგ ზოგადი ინფორმაცია კი ვიცი, მარა როდის იწყება ეგ ვერ გავარკვიე.
ახლა რომ უკვე არის, ეგ ვიცი :))

Sophie שרה Golden said...

@ანდან, მიყვარს გიჟები.

@აგასფერ, განმარტოება მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ დღესასწაულები მაინც საჭიროა, დადებითი ენერგიით დასამუხტად.

@კლოუნ, :)

@ქეთი, მადლობა. ზუსტად მესმის, რასაც შენ ამბობ, "ღრეობა" და სახალხო დღეობები საშინელებაა.

@ჩორვენ, შენზე პოზიტიურ ადამიანს არ შევხვედრივარ, გახსოვს, შენს სტატუსზეც დაგიწერე, შეკრებები მიყვარსო, რომ ამბობდი. ვგიჟდები გულღია ადამიანებზე.

@ფინიკი, ძალიან მიხარია. მადლობა.

@ზურიუს, მადლობა.

@პიკოლინა, ხანუკა ებრაული კალენდრის მიხედვით იწყება 25 კისლევს, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა დროს ემთხვევა. წელს, მაგალითად ძალიან ადრე, 1 დეკემბერს დაიწყო.