
I never regret anything. Because every little detail of your life is what made you into who you are in the end.
Drew Barrymore
დღეს დრიუ ბერიმორის დაბადების დღეა. ადამიანის, რომელსაც იმაზე მეტი გავლენა აქვს ჩემზე მოხდენილი, ვიდრე ნებისმიერ საყვარელ წიგნს ან მუსიკას. დრიუს პოზიტიური როლები, სიცილი და უბრალოება ჯერ კიდევ იმ დროიდან მიყვარდა, 10–11 წლის რომ ვიყავი და მისი პოსტერი (ჟურნალი "ბომონდიდან") კედელზე მქონდა გაკრული.

გადის წლები და მე იმ ასაკის ვხდები, რამხელაც დრიუ 10 წლის წინ იყო; "ჩარლის ანგელოზებში" იღებდა მონაწილეობას, ტომ გრინთან ერთად გიჟობდა და თმებს უცნაურად იჭრიდა. მანამდე 80–იანების ყვავილების ბავშვი იყო, ტანსაცმლის ჩაცმა ხშირად ეზარებოდა და დევიდ ლეტერმანს მაგიდაზე უხტებოდა.
დრიუს ფრაზაც ტყუილად არ მოვიყვანე ეპიგრაფად, ადამიანებს თითოეული წვრილმანი, რაც ცხოვრებაში გვხვდება – გვცვლის, ჩვენზე გარკვეულ კვალს ტოვებს და საბოლოოდ, ისეთ ადამიანებად გვაყალიბებს, როგორებიც ვართ ან გვინდა, რომ შემდეგში ვიყოთ.
უამრავზე უამრავ ფილმში აქვს დრიუს როლი შესრულებული, უმეტესად ტკბილი და სასაცილო გოგოების, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ეძებენ, კარგავენ, ისევ პოულობენ და გზას აგრძელებენ ღიმილით და იმედით, რომ ცხოვრება ზუსტად ისაა, რასაც შენ ქმნი და გიყვარს.
დრიუ დღემდე მაძლევს სტიმულს, ვიყო სასწაულად მხიარული და საკუთარ თავზე გაცინება შემეძლოს, არ შემრცხვეს გრძნობების გამომჟღავნების და იმის, თუ რას იფიქრებენ ადამიანები ჩემზე. როგორც წესი, ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, ვიდრე ისინი ჩვენზე სინამდვილეში, რადგან თვითონაც იმაზე დარდობენ, ჩვენ რას ვფიქრობთ მათზე. მოკლედ, ყველაზე კარგია, როცა ადამიანები ერთმანეთზე კეთილად და პოზიტიურად ფიქრობენ, შეცდომების პატიებაც იციან და ხუმრობებზე გაცინებაც.
დრიუ ბერიმორს ეს ყველაფერი შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, იმ დრიუს, რომელსაც მე ფილმებიდან და სურათებიდან ვიცნობ. მეტი არც არის საჭირო, მე ხომ ვიცი, რას ვფიქრობ და თვითონაც იცის, რას ფიქრობს საკუთარ თავზე. საერთოდაც, მე ხომ ამ პოსტს, via დრიუ, საკუთარ თავსა და ცხოვრებისეულ შეხედულებებზე ვწერ, თქვენც იცით.
დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო და მხიარულო დრიუ! კიდევ მრავალი წელი გაივლის, მეც გავხდები 36–ის და კიდევ ერთხელ დავფიქრდები იმაზე, საით მივდივარ და სად მინდა, ბოლოს აღმოვჩნდე.



7 comments:
დრიუს ნაირი სიცილი გაქვს სოფი ^_^
ხოდა, გილოცავთ <3
ჯერ ვიფიქრე, მოდი ფბ–ზე მიულოცავ მეთქი. მერე მოდი, ვიცი ბლოგზე მისალოც უსტარს დაწერს მეთქი და ველოდებოდი!
დრიუ შენმა პოსტებმა მომაწონა.
თუკი სადმე მოვკრავ თვალს, შენ მახსენდები და დადებითი, მაკვარანცხი ემოციები.
ჰოდა ვულოცავ დრიუს და მუდამ ასეთ მაკვარანცხულ როლებში გვენახოს. :)))
ე.ი. მნიშვნელოვანი დღეა! რადგან ვიცი, როგორ გიყვარს დრიუ, სოფი.
ასე რომ, მის დაბდღეს შენც გილოცავ :) კარგია, როცა გადაჭრით შეგიძლია დაასახელო ადამიან(ებ)ი, ვინც შენზე დადებით გავლენას ახდენს და სტიმულს გაძლევს, რომ უკეთესი იყო...
10 წლის მერეც საინტერესო იქნება შენი აზრი–შედარება.
როგორც წესი, ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, ვიდრე ისინი ჩვენზე სინამდვილეში, რადგან თვითონაც იმაზე დარდობენ, ჩვენ რას ვფიქრობთ მათზე. <<<<<< აუუუუუ რა მაგარიააა!!!!! აი ზუსტად ეს მჭირდებოდა ეხლა, ზუსტად! ეს ბოლო რამდენიმე თვეა მთელი გულით განვიცდი ვინ რას ფიქრობს ჩემზე:))))) ხანდახან ასეთი რამეები ერთმანეთს რომ ემთხვევა ხოლმე, რა კარგია!:) :* შენ მოგილოცო სოფი დრიუს დაბადების დღე? გილოცავ:)) :*
@Clown, მადლობა :)
@როდე, ჰა ჰა :დ მადლობა. ხო ასეთია ჩემი დრიუ და მეც, რა ვქნათ :ლოლ:
@ქეთი, მადლობა. მეც ასე მგონია, რომ კარგია. 10 წლის შემდეგ რა იქნება, სასწაულად მაინტერესებს ისე :))
@ენია, ჰო, მართლა მაგარია. ჩემი ბრძნული აზრი არ არის ოღონდ, ერთმა ლექტორმა გვითხრა და მაშინ, მეც ასე დამეხმარა რაღაცების გააზრებაში.
მომილოცე, მომილოცე, მე და დრიუ რამ გაგვყო :პ
ნუ მე ჯერ ფბ–ზე მოგილოცე. იმდბ–ზე გავიგე და..
ხოდა აქ რომ შემოვდიოდი, ვფიქრობდი უეჭველი რაღაც ექნება დაწერილი მასზემეთქი.
ხოდა კიდევ ერთხელ გილოცავ. მე არ მევასება, მაგრამ რომ ვიცი შენ როგორ გიყვარს, შევდივარ შენს მდგომარეობაში. :**
@ქეით, მადლობა :პ
Post a Comment