გაზაფხული მოდის თუ, უბრალოდ, ჩემი ყვითელი სვიტერი მიჭყიტინებს სახეში?
იცით როგორი ამინდია ბერლინში? სასწაულად მოწმენდილი ცისფერი ცა, მზე, მზე, ისეთი მზე, მთელი საუკუნე რომ არ ყოფილა, ალბათ აგვისტოს შემდეგ; მეც სულ ყვითლებში ვარ და ისე მიხარია, თითქოს სამყარო მხოლოდ მზისგან და ჩემი სვიტერისგან შედგება.
ჯერი ჰელიუელს ვუსმენ. ამაზე სპაისური სპაისი ცხოვრებაში არ იარსებებს, ალბათ. დამეთანხმეთ, ყოველთვის კაი ტიპი იყო, ორიგინალური, ცოტა (ცოტა?) თავხედი, წითური და ცოცხალი. ცოცხალი, აი, ისეთი, რომ იტყვი ადამიანზე, რა ცოცხალიაო, თვალები უბრჭყვიალებთ და ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ. რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, რომ ჯინჯერს უფრო ვგავარ და ბავშვობაში baby spice რატომ მიყვარდა მაინცდამაინც?
წუხელ დამესიზმრა, ვითომ ნატამ მომწერა წერილი... რატომ დამესიზმრა, არ ვიცი, ალბათ, დროა, მე მივწერო. წინა ღამით, საერთოდ, დამესიზმრა, რომ საიდუმლო აგენტი ვიყავი, ისეთივე ცივი და ლამაზი, როგორიც ანჯელინა ჯოლია იმ ფილმში, თავის ქმართან ერთად. უცნაური ის იყო, მერე რაღაც კლუბიდან გამომაგდეს და გამეღვიძა. რამდენი ხანია ისე, რაც ჩემს სიზმრებზე აღარ დამიწერია, უცნაურად მძინავს და ვეღარ ვიმახსოვრებ აშკარად. გაზაფხული რომ მოდის, იმედი მაქვს, ჩემი სისხლიც გათბება და სიზმრებიც საინტერესო გახდება...გუშინ მატარებელში შკვორეცკის "მშიშრების" კითხვა დავიწყე და მაშინვე ძილი მომეკიდა, ერთ წინადადებას ხუთჯერ ვკითხულობდი, რომ გამეგო და მერე თავი დავანებე. რაღაცნაირად, რემარკი მომაგონა წერის სტილით და არ ვიცი, რატომ.
უცნაური თებერვალია წელს, საერთოდ არ ჰგავს იმას, შარშან მე და პასტერნაკი რომ ვწერდით. არ წვიმს, არ თოვს, არც ტალახია, მხოლოდ სასწაულად ყინავს და ყინავს.
21 თებერვალი – Wow!
ბედნიერი კვირა გქონდეთ – მზიანი, ყვითელი, მხიარული და ისეთი, თუ იწვიმებს, let it be raining men, როგორც ჯერი იტყოდა ;)



12 comments:
კარგია, რომ კარგი ამინდით დაიწყე კვირა :))
თბილისში, თოვლ-წვიმს და ნაცრისფერია ორშბათი.
shenc bednier kviras gisurveb! :)
აქ კი ყველაფერი პირიქითაა - დღეს სულ წვიმს, წვიმს, წვიმს.. თან ისეთი წვიმაა რა, საძულველი. სახლში გათოშილი მოვედი და შენი პოსტი დამხვდა მხსნელად :)
სოფ
აქ კიდე ისეთი განწყობაა. თითქოს შემოდგომა ახლა დადგაო. გუშინ შუა ზამთრის განწყობა სუფევდა. მოკლედ, გადაგვრევს ეს ამინდი განწყობებით მცხოვრებთ!
მზე გვინდა, ამაზე ყველა შეთანხმა უკვე :)
ბედნიერი შაბათ–კვირა!
@13th Cinnamon, ძალიან კარგია. თბილისში მთელი ზამთარი ისე ცხელოდა, კარგიცაა, მგონი :)
@Sofy, მადლობა :) :*
@Rode, ხო, ამინდი გადაგვრევს, საერთოდ, ყველას. მადლობა, შენც ბედნიერი შაბათ–კვირა :ლოლ: კაი ხანს კი მოგვიწევს შაბათ–კვირამდე ლოდინი =))
ლოლ ჰომ. ;დ
ეს შაბათი და კვირა უკანასკნელი ზამთრის შაბათ–კვირაა, ჰოდა ეს პოსტი გააძევებს მას უკან. მჯერა მე ამის! ;))
აუ მინდა კარგი ამინდი, სოფი!! მთელი არსებით ვეწინააღმდეგები ამ თოვლს და წვიმას, მაგრამ ამაოდ!:))))
ბევრი მზეები შენ, სოფი :) თვალი მომჭრა სათაურმა :)
@ნატალია, შენ ვერ გიპასუხე გუშინ, სპამებში რომ იყო კომენტარი გადავარდნილი :/ მზე კია, მაგრამ ისე ყინავს, –11 გრადუსია და მზის ყურება მარტო ფანჯრიდან თუ ღირს.
@როდე, მეც მჯერა :)
@ენია, იქნება კარგი ამინდი, ირი, გაზაფხული მოდის!!!!!!!!!
@ქეთი, შენც ბევრზე ბევრი მზე და სინათლე :)
:*
კაცები თუ კაცი??? :დდდ
@ქეით, რა დროს კაცებია ამ დილაადრიან... კაცი, რა თქმა უნდა :პ
Post a Comment