
კარგად ვარ :)
პრაღის სევდამ გამიარა. მეორე დღეა სასწაული მზეა ბერლინში და სასიამოვნოა სიარული.
ლექციებიც ძალიან საინტერესოა და ვგრძნობ, ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მიზანმიმართულია.
ბაკურ სულაკაურის რედაქციას ხელშეკრულებაზე უნდა ხელის მოწერა, მე კიდევ ქართულ კონტრაქტებს არ ვენდობი. შესაბამისად, აქ დავწერ, რომ შეუძლიათ გამოაქვეყნონ ჩემი ეს პოსტი უპრობლემოდ (პრინციპში, კრებული უკვე მზადაა). არა მგონია, რამეზე ხელის მოწერა საჭირო იყოს, როცა ფინანსურ სარგებელს მხოლოდ ერთი მხარე იღებს. ჩემი ბლოგი – ჩემი ყველაზე კარგი ხელშეკრულებაა.
კვირას ლაიპციგში ვიყავი მოტოციკლეტების გამოფენაზე :) სასაცილო იყო, მე და ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, ხშირად ისეთ შტერულ ადგილებში დავდივართ, რომ მხოლოდ ბოლოს ვხვდებით ამას. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა სასწაულ დროს ვატარებთ და ბოლოს ყბები გვტკივა სიცილისგან.
Zara-ში საკაიფო ფასდაკლებებია ისევ. გუშინ ორი ბოლოკაბა ვიყიდე 20 ევროდ.
კიდევ ორი წიგნი 9 ევროდ – სილვია პლატის "The Bell Jar" და ჯეინ ოსტინის "Northanger Abbey".
ჩემი ბავშვობის მეგობრები მენატრებიან: თახვები (იცით, ვინც ხართ).



11 comments:
პლატი შემოდგომაზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა, რო წაიკთხავ მაინტერესებს შენი აზრი :) გილოცავ შენაძენებს, ჯანმრთელობაში :*
მეც გილოცავ შენაძენებს :)
რა მაგარია მზიანი დღეები. მომენატრა :(
სოფი, ეს მეორე ხელშეკრულება აღარ არის საშიში, კვალიფიციური იურისტის რჩევა მივიღე :)
@მეცმიყვარხარ, ერთი სული მაქვს, როდის მოვიცლი და ჩავუჯდები. აუცილებლად დავწერ მერე. დიდი მადლობა :) :*
@ქეთი, იმედია, გაგიარა ვირუსმა :( ხო, მართალია მხოლოდ ანათებს და ვერ ათბობს "აქაური" მზე, მაგრამ ისიც კარგია, რომ საერთოდ გამოჩნდა :)
auauauauaua motocikletebis ganmofena shemshurdaaaaaaaaaaaaaaaaaa
raa magariaa ♥
აუ, ჩორვენ, არ დაიჯერებ და ზუსტად შენზე ვიფიქრე, იქ რომ ვიყავი. ისეთი საშენო გამოფენა და ატმოსფერო იყო, გააფრენდი.
ბერლინური მზიანი თებერვლის ჩასნაწერები - რა მაგარია....
ზუსტად 5 წუთის წინ ვფიქრობდი, როგორ მომენატრა სადმე, სხვაგან, თუნდაც ბერლინში და უცებ ამ პოსტს გადავაწყდი :)
thank you for this therapeutic post.
@c, მადლობა. მიხარია, რომ აქ აღმოჩნდი :)
@ნინო, you are so very welcome. Anytime :)
აუ ლაიფციგი :((((((((((
ზარაც მინდა. :მო:
@Kate, ვაფრენ ლაიპციგზე. ზარაც მაგარია. ჩამო მერე, რას ელოდები?
ოოო, საზიზღარო.
ამ კომენტარის წაკითხვისას ვფიქრობდი კაკრაზ მაგაზე. :დ
Post a Comment