Friday, February 18, 2011

I vote for Jesse


მიყვარს მე ეს ბიჭი.

სად იყო მარკ ცუკერბერგი (ინგლისურად, ალბათ, ზ – უფრო სწორია, მაგრამ ჩემთვის ც– შაქრულად ჟღერს), როცა ჯესი აისენბერგი ჩემი ერთერთი ფავორიტი ბავშვი მსახიობი იყო. რა ბავშვი, ჩემზე, სულ რაღაც, ერთი წლით დიდია.

იმას არ ვამბობ, რომ "სოციალური ქსელი" ბევრ ოსკარს იმსახურებს, რადგან ბოლომდე არც მინახავს ეს ფილმი. მაინც მგონია, ფეისბუქმა ისე შეცვალა სამყარო, როგორც თავის დროზე ველოსიპედის და რადიოს გამოგონებამ და არ შეიძლება, კინოაკადემიამ ეს არ გაითვალისწინოს. თან ჩვენ რომ ჰოლივუდს ვიცნობთ, რატომღაც მგონია, ეს ფილმი ბევრ კრიტიკოსს "აუჩუყებდა" გულს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებული ვინ არის, ყველამ ვიცით, მაგრამ რას უსაყვედურებ ადამიანს, რომელმაც ისტორია შეცვალა, შენ კიდევ – მთელ დღეს მის ქსელში, ფერმის თამაშში ატარებ.

Anyway, screw Mark! I vote for Jesse, the nerdiest hottie of this time! :)

პირველი ფილმი, რაც ჯესის მონაწილეობით ვნახე და სასწაულად მომეწონა "Roger Dodger" იყო; გარდა იმისა, რომ კარგად თამაშობს ტიპური მოზარდის როლს და არ იცის, "ხელები და ფეხები სად წაიღოს", მისი ბიძის როლშიც ძალიან სიმპათიური კემპბელ სკოტია (რომელიც დარწმუნებული ვარ, "Dying Young"–დან გემახსოვრებათ), დიალოგები საინტერესოდ გონებამახვილურია, მერე რომ ფიქრობ და ნამდვილ ცხოვრებას გახსენებს. ჩემნაირ, "ყველანაირი ფილმის", ფრიკებს მოგეწონებათ "იმპერატორის კლუბიც" და ეს ახალი ფილმი "Holy Rollers", რომელიც თავისი უცნაური შინაარსით, ეჭვი მაქვს, ბევრს არც მოეწონება, მაგრამ თუ დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ, ვიცხოვროთ; თანაც, მჯერა, ყველაზე უარყოფითიდანაც კი შეიძლება დადებითის სწავლა და გონებრივად გაზრდა, მთავარია ეს გონება გერჩოდეს (რა საკაიფო ზმნაა "გერჩოდეს", გავაფრენ).

Good luck, Jesse, ოსკარამდე! ;)

11 comments:

remonti2013.ge said...

მე პირველად "სოციალურ ქსელში" ვნახე, ვაღიარებ, მაგრამ სასტიკაც მოვიხიბლე. <3

გიერთდები მისადმი სიმპატიებში :)

Anonymous said...

არ ვიცი რატომ თუმცა ამ ფილმის ყურება რამდენჯერმე დავიწყე და ვერც ერთხელ ვერ ვუყურე ბოლომდე, დღემდე კომპიუტერში მაქვს და რატომღაც არ ვუყურებ, თუმცა ირგვლივ მხოლოდ დადებითი კომენტარები მოვისმინე აღნიშნული ფილმის შესახებ. რაც შეეხება Jesse-ს გეთანხმები მეც ძალიან მომწონს ამ მსახიობის თამაში და რაღაცნაირი გარეგნობა.

Kate said...

არანაირი "ზ"!!!!
ვებრძვი მე ამას!!!!
მარკი არის ცუკერბერგი!!!
ანუ "შაქრიანი მთა".

ხოდა მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვი კარგია და მიუხედავად იმისა, რომ ფილმიც ძალიან კარგია, ოსკარი მხოლოდ ნოლანმა უნდა აიღოს მისი "inception"–ისთვის და რათქმაუნდა ლეონარდო დიკაპრიომ.


ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამდენი ბრწყინვალე როლი აქვს ლეოს და ერთი ოსკარიც კი არ მიუციათ.
ტეხავს რა.
ჯესის წინ აქვს კინოკარიერა და ლეოს არ დაფასება სირცხვილია.

enia said...

თემა გადასარევია, კი ბატონო, მაგრამ ნუ ეს ჰოლივუდის მიერ უცნაური და "ფეხებზემკიდია" გენიოსი მასტის ცხრაათასჯერ გადაღეჭილი ვერსია მკლ'ავს რა :D:D მით უმეტეს, საოსკარედ, მაგრამ რას იზამ, ოსკარებს "კონკია-გენიოსა" ფილმის გმირები იღებენ ხოლმე)))))
P.S. ჯეიმზ ფრანკო ფორევერ :D:P

Anonymous said...

ფილმი არ მომეწონა, არც ეს ბიჭი. ჩემი ფავორიტი ბარდემია.
მგონია, რომ ზედმეტად დააფასეს ფილმი ყველა კრიტიკა და გლუბუსი ამ ფილმმა წაიღო და იმედს ვიტოვებ, ოსკარებზე სხვა ფილმებს გაეხსნებათ გზა და ამას მოწმობს ბარდემის ნომინაციაც, რომელიც არსად იყო წარდგენილი ;)
წარმატებები ყველა ნომინანტს! :))))

Sophie שרה Golden said...

@13th Cinnamon, მადლობა :)

@ფინიკი, ხო, მეც ვერ ვნახე ბოლომდე :/ ბევრი კომენტარი გაკეთდა ისე ამ ფილმზე, დადებითიც და უარყოფითიც. ყველას ჩვენი აზრები გვაწუხებენ, ხომ იცი :))

@Kate, აი, მიყვარხარ რა, მაინც მიყვარხარ! :პ

@ენია, ჰოლივუდი ჰოლივუდია, ხო იცი შენც. ფრანკო ფორევა ნამდვილად, ვიცით, რომ ჰოთია, მაგრამ გავატაროთ გენიოსა ბიჭებიც, რა მოხდა :დ

@როდე, ბარდემი ყოველთვის ფავორიტია, მე თუ მკითხავ და სასწაულად მიმზიდველი, კარგი მსახიობი და ყველაფერი... :))

Keti said...

მე ეს ფილმი ისევ არ მინახავს :) მაგრამ ოსკარზე, სავარაუდოდ, გათვალისწინებენ რაღაცებს...

Keti said...

რაც შეეხება ცუკერბერგს, როგორც ვიცი, მისი გვარი ისევე უნდა გამოითქვას, როგორც გერმანულად ჟღერს, ანუ "ც"–თი :)

სოფი שרה Golden said...

@ქეთი, მეც ასე მგონია, რომ ცუკერბერგი უნდა იყოს, თუმცა ამერიკელები ხშირად ცვლიან ხოლმე, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული. მე მყავს მეგობარი ზ–უკერმანი.

Keti said...

ზუსტად მეც ვერაფერს ვიტყვი :)

Zurriuss.GE - ლავ იუ, ძია ოსკარ! said...

მოდი, ასე ვთქვათ:
ფეისბუკმა მართლა შეცვალა ბევრის ცხოვრება და, საერთოდ, დედამიწის ბრუნვის ტრაექტორია...
მაგრამ
ფილმი არის (ჩემი აზრით) ერთ-ერთი კარგი და სასიამოვნო. განსაკუთრებით ბოლო სცენა - F5. სცენარიც კარგია, თუმცა მაინც არ იქნებოდა სწორი მისი ოსკარებით გადატვირთვა.
რაც შეეხება ამ პატარა ბიჭს - ვთვლი, რომ ოსკარი მას გააფუჭებს. ძალიან საყვარელია, მაგრამ ჯერ კიდევ ნადა უჩიტსა. ვოტ :)