Wednesday, February 2, 2011

Mé srdce patří do Prahy

By Liora Korob

პრაღის შემდეგ აღარ ვიცი, ვინ ვარ, რა მინდა, სად მინდა ან რატომ მინდა. ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია, არცერთი მოგზაურობის შემდეგ ასეთი სევდა არ მიგრძვნია. მართლა იქ დამრჩა გული, სული და გონების ყველაზე დამალული კუთხეებიც.


სამი დღე გავატარე პრაღაში.
ვნახე ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლებოდა. ვიარე, ძალიან ძალიან ბევრი ვიარე, მიუხედავად გაუსაძლისი ყინვისა და სახსრების გათოშვისა. გავსინჯე ჩეხური ლუდი და ვიჯექი ძველ, ულამაზეს პაბში ჩემს ფორთოხლისფერ მეგობართან ერთად.

ხედი ჩემი ოთახიდან

მთელი სამი დღის განმავლობაში ვფიქრობდი მილან კუნდერაზე... ვფიქრობდი მის შეშლილ, სევდიან, ვნებიან და სივრცულ გმირებზე. კაფკას აჩრდილზე... პრაღის მაჰარალსა და მის ცნობილ გოლემზე, რომელიც ახლაც სევდიანი იმალება სინაგოგის ზემო ნაწილში და თავის ოსტატს ელის.

არ ვიცი, ეს თვითონ პრაღა ხდის ადამიანებს მწერლებად თუ მწერლებმა გახადეს პრაღა ასეთ უცნაურ ქალაქად, სადაც დრო და სივრცე ერთმანეთში იმდენად ირევა, ბედნიერიც კი ხარ, რომ ვერაფერს ხვდები. შეიძლება, მე მაქვს ზედმეტად ბევრი ჩეხი მწერლის წიგნი წაკითხული და მთელი ეს მოგზაურობაც ამიტომ გავატარე ნახევრად სომნამბულურად.
ერთადერთი, რაც ნამდვილად გავიგე, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქია, ლამაზი ადამიანებით, წიგნებით და ენით, რომელიც, დღემდე მგონია, რომ მესმის და როცა მელაპარაკებოდნენ, სხვებსაც ეგონათ, მესმოდა.
მესმის.

15 comments:

ნატა said...

შენ და კუნდერას პრაღა :))

ნინო said...

ამ მომენტს ფრანც კაფკა მოუხდება.. იმიტომ, რომ პრაღის პოეტია..
არსებობს დოსტოევსკის პეტერბურგი, ვერლენის პარიზი, ჯოისის დუბლინი და არსებობს კაფკას პრაღა.. მისი უცნაური, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებით, ძველი გარინდებული ეკლესიებით, ქვის მაღალ კედლებითა და ძველისძველი, უსინათლო, ზარმაც საათებით რომლებიც თითქოს რამდენიმე საუკუნის წინანდელ დროს აჩვენებენ..
მესმის შენი ემოციები, იმიტომ რომ მე როდესაც პირველად ვნახე ზუსტად იგივე ვიგრძენი..

burbushela.wordpress.com said...

როგორ მინდა მეც პრაღაში <3

sunsaliko said...

რამდენჯერაც პრაღაზე რამეს ვკითხულობ,იმდენჯერ მიმყარდება რწმენა,რომ საჩემო ქალაქია:)))
სიამოვნებით ვიბოდიალებდი მის ქუჩებში და ძველ პაბში ლუდზე ჩამოვსხდებოდით;)))

babisa said...

ოდესმე აუცილებლად ვნახავ, რა ხანია მიზანში მაქვს. მიხარია, რომ ასეთი სასიამოვნო მოგზაურობა გქონდა :)

Sophie שרה Golden said...

@ნატა, ჰო, მე და ჩემი კუნდერას პრაღა...

@ნინო, კი, კაფკაც უხდებოდა და როგორ შეიძლებოდა მასზეც არ მეფიქრა. ისე მიხარია, რომ გესმის ჩემი ემოციები.

@ბურბუშელა, აუცილებლად ნახე, თუ ძალიან გინდა.

@sunsaliko, სასწაული ქალაქია. უნდა ნახო და შეიგრძნო. გაგიჟდები.

@ბაბისა, ნახავ. ვერ ვწერ და ვერც ვლაპარაკობ იმას, რასაც ვგრძნობ, რაც ვნახე და საერთოდ, პრაღაზე მე როგორ დავწერო რამე... Who am I.

Clown said...

როგორი აღფრთოვანებული ხარ სოფი ^_^ <

რა კარგია <3

green said...

mominda pragashi :)

Keti said...

მომაკლდი ბლოგზე, ფიქრობდი, როგორ არის–მეთქი და აი, თურმე რა :)
არაჩვეულებრივია, სოფი!
რა კარგი ხედია შენ ოთახიდან... და ეს სახლები...

მეც მინდა პრაღაში :))

Anonymous said...

რა ლამაზია მართლაც...
მომინდა მანდ :)

Nina Gorecki said...

სულ მინდა პრაღაში წასვლა და სულ მაშინებენ რომ ვიზას არ აძლევენო :)) უნდა ვცადო ერთი )ახლა უფრო მომინდა.

ჩემი მეგობარი ამბობს თბილისს ჰგავსო ძალიან, შენც დაგიტოვა ეს ემოცია?

Sophie שרה Golden said...

@კლოუნ, ხო, ზედმეტადაც კი.

@გრინ, მიხარია :)

@ქეთი, ისეთი კარგია პრაღა...........

@როდე, ლამაზია, ულამაზესი :)

@ნინა, არ ვიცი, ვიზის ამბები, მაგრამ რატომღაც მგონია, სხვა ქვეყნებზე ადვილად უნდა აძლევდნენ ვიზებს, სცადე. კი, ძალიან ჰგავს თბილისს, სადღაც დავწერე კიდეც. მგონი, ამიტომ უფრო მომაწვა ნოსტალგია პრაღის ნახვისას.

Anonymous said...

სოფი, კამიუს ერთი მოთხრობაა, პრაღაში რომ ჩადის კაცი.. შეიძლება იცი კიდეც.. ისეთი ერთნაირი განწყობა გაქვთ პრაღაზე შენ და კამიუს : ) მიზიდავს პრაღა ძალიან, მაგრამ ახლა მგონია რომ მაშინებთ : ))
(ჰანა)

სოფი שרה Golden said...

@ჰანა, არ ვიცი ეგ მოთხრობა და ძალიან დავინტერესდი. აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრ ადამიანს მსგავსი შეგრძნებები გვაქვს პრაღაში და უკვე მეც მეშინია :)

Unknown said...

მეც ახლახან ვიყავი :) კარგი ქალაქია, შინაურული.. რა ჭრელი სინაგოგა აქვთ