Tuesday, March 1, 2011

სათაურის მოფიქრება ჯერ ასე არ გამჭირვებია

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ფიქრობს: სად ვუშვებ შეცდომას? სწორად ვიქცევი თუ არა? ზედმეტებს ხომ არ ვლაპარაკობ? როგორი ადამიანი ვარ?
მერე ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ძნელდება, ადამიანი იკეტები შენს თავში, არ იცი, ვის შეგიძლია უთხრა ის, რასაც ზუსტად გრძნობ. ბოლოს იმაზეც ფიქრობ, სიტყვით რომ გამოხატო შენი განცდები და გრძნობები, გაუფერულდება და სხვანაირი ჟღერადობა ექნება ვერბალურად, არადა გონებაში სულ განსხვავებულად წარმოგედგინა.

დღეს დილით ავდექი და ვიგრძენი, რომ დავიღალე.
ხან ისეთი ენერგიამოჭარბებული ვარ, საკუთარი თავის მეშინია – ყველაფერი მიხარია, გამოვხატავ ჩემს ემოციებს, სითბოს ვასხივებ და უცებ, მოდიან და მეუბნებიან, "ჭრელო პეპელასავით", ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები: ბევრს იცინი და ემოციური ხარ, არ იცინი – ცივი. მერე ვიწყებ ისევ იმაზე ფიქრს, where do I exactly go wrong?

მეორე ლექციაზე მეფე სოლომონის "მიშლეი"–ს, იგივე Proverbs, ვარჩევდით. ისეთი სასწაული წიგნია, ლამის გული ამოგვარდეს, როცა კითხულობ. უკვე ასაკში იყო სოლომონი, როცა ეს დაწერა და ეტყობა, ადამიანმა მიაღწია სიბრძნის გარკვეულ ეტაპს, სადაც შეუძლია სხვებს ასწავლოს და დაანახოს მიმართულება, როგორ შეიძლება მოიქცეს და გარკვეულ სიტუაციებში იხელმძღვანელოს. ერთი ასეთი "აფორიზმი" აქვს: "Intelligence is a source of life to its possessor, but the discipline of foolish ones foolishness" (16:22), შეიძლება ქართულად ასეც ავხსნათ, რომ ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა და მისი, შესაბამისად, სამართავი გონება, თუ შესაძლებლობები აქვს. ორიგინალ ტექსტთან ერთად, სხვადასხვა განმარტებებსაც ვარჩევთ ხოლმე და ეს განსაკუთრებით მომეწონა: "It is folly to chastise fools", უაზრობაა სულელის დასჯა, როცა მაინც ვერაფერს მიხვდება, რადგან თავისი პერსპექტივიდან რასაც უყურებს, სწორად მიაჩნია და არ შეუძლია (ან არ უნდა) მდგომარეობის შეცვლა.
არ ვიცი, ჩემს სიტუაციას ეს რამდენად შეეფერება; ვინ იცის, მე ვარ გონიერი, რომელიც ყველას გაგებას და სიყვარულს ცდილობს, თუ პირიქით – სულელი, რომელიც ფეხს არ იცვლის თავისი კუთხიდან და უნდა, ყველა მასავით ხედავდეს?..

დილის შემდეგ შუადღე მოდის, საღამო ახლოვდება და ნელ–ნელა ვხვდები, რას გულისხმობდა მეფე სოლომონი, როცა წერდა.
ძალიან, ძალიან ჭკვიანი უნდა იყო, რომ ატმოსფეროს ისე შეიგრძნობდე, როგორიცაა და ზუსტად შეგეძლოს რეაგირება მოვლენებზე. ჭკუაში კი – ნამდვილად (და სამწუხაროდ) არ იგულისხმება წაკითხული წიგნების წონა და ზომა. საერთოდ არაფერი იგულისხმება, უბრალოდ დროის და ადგილის შეგრძნება, და აბსოლუტური რწმენა, როგორც საკუთარ თავში, ისე ღმ–ერთში.

12 comments:

Nina Gorecki said...

ბოლო აბზაცი მთელ პოსტს უდრის :))

ეს „კრიზისი“ და დაღლა კიდევ წელიწადის მეხუთე სეზონის ნაყოფია, აი მოვა გაზაფხული და ისევ ისეთი სანნი გახდები :))

Anonymous said...

მე კიდე ახლა დავამთავრე გოლდინგის "ბუზთა ბატონი", ხასიათი წამიხდა, აზრები ამერია და ამ პოსტს დავემსაგსვე...

ana said...

sofi dzalian momenatre shenc da sheni blogic, tavit pexebamde var swavlashi gadashvebuli da gavlit tu shevixedav ramdenime blogze, shens blogze ki specialurad ar shemovdivar, imitom rom ak gavlit ar minda yofna.kargad movtavsdi dgesac da davuyevi blododroindel postebs.ar vici ra vtkva:)es blogi ubralod sxva samyaroa.

Keti said...

დაჭკვიანებას ნამდვილად ეხმარება წაკითხული წიგნების "შიგთავსი", ანუ სათქმელი – თუკი ასეთი აქვს.. აი, მაგალითად ის წიგნი, რომელზეც ამ პოსტში გვიყვები, შენთვის ხომ არის დამაფიქრებელი?

ატმოსფერო რომ ისეთად მივიღოთ, როგორიც არის, რეალისტები უნდა ვიყოთ :) მე ასე მგონია. ცოტა რთულია რეალობისთვის თვალის გასწორება, მაგრამ მაინც სინამდვილის დანახვა სჯობია ვარდისფერი სათვალიდან ცქერას.

Kate said...

ბოლო აბზაცში მართლა მთელი სიბრძნე დევს.

შეცნობას რაც შეეხება, მეც მაქვს ხოლმე ეგ მომენტი. არ ვიცინი – ცივი ხარ, ვიცინი – რა დაგემართა. რეალურად კი მართლა ჭკუა არის საჭირო იმისათვის, რომ განსაზღვრო რა ხდება შენს თავს.

Sophie שרה Golden said...

@ნინა, ოჰ, ეს სეზონები საერთოდ :/ მადლობა, იმედია, მალე მოვა.

@როდე, იმედია, გაგივლის მალე, იმიტომ, რომ მე თვითონ არ მიყვარს, ასეთი პოსტების წერა რომ მიწევს.

@ანი, წარმატებები სწავლაში და ძალიან მიხარია, მაინც რომ პოულობ დროს აქ შემოსასვლელად და პოსტებში ჩასაჯდომად. სხვა სამყაროა აშკარად :)

@ქეთი, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნებს, უბრალოდ პირდაპირპროპორციული არ არის ცხოვრებისეულ მოვლენებთან :|

@ქეით, :) ხო, ეს ჭკუა და დაფიქრებები შემიწირავს, მგონი :დ

Kate said...

აუ მომენატრე. :((((

Keti said...

სოფი,
მაგრამ ადამიანის შეცნობაში ძალიან გვეხმარებიან...

Sophie שרה Golden said...

@ქეით, მეც :/

@ქეთი, ნამდვილად. უბრალოდ, გუშინ ამას ვერ ვხედავდი, როცა პოსტს ვწერდი =))

Natalia said...

სოფი, რა კარგია რომ შენი ბლოგი არსებობს და ასეთ პოსტებს წერ. მეტი არ ვიცი, რა ვთქვა :)

Zurriuss.GE - ის მაინც ბრუნავს! said...

"ჯიგგარი ხარ!" (მარინა ვაშაყმაძის ხმით) - პირველი, რისი თქმაც მომინდა :დ

Sophie שרה Golden said...

@ნატალია, :) მადლობა.....

@ზურიუს, grow up!!!