Monday, March 7, 2011

ფისტებიდან ლაიპციგამდე


დღეს ფისტებს რომ ვჭამდი (თურმე ასე ჰქვია "ფისტაშკებს" "aka" Pistachio), ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ადამიანმა დაწეროს იმაზე, რა ბედნიერად გრძნობს თავს, როცა ნებისმიერ "თხილეულს" ჭამს და მსოფლიოს კეთილდღეობაზე ფიქრობს. თუნდაც ეს კეთილდღეობა მისი ფრჩხილების ლაქის ფერით შემოიფარგლებოდეს.

თითქმის ერთი კვირაა ბლოგზე არაფერი დამიწერია, ისე შემოვიხედავდი ხოლმე, როგორც გაქირავებულ ბინას რომ დახედავ და მერე უკან ბრუნდები; იმ განსხვავებით, რომ ბლოგი არავისთვის მიმიქირავებია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მარტო იყო.

მე, რა თქმა უნდა (უკვე სხვანაირად არ შეიძლება, თვეში ცხრაჯერ დავდივარ), შაბათ–კვირა ლაიპციგში გავატარე. პარასკევ დილით წავედი და კვირას ღამით დავბრუნდი.
გარდა იმისა, რომ ფისტებზე, არაქისზე, ნიგოზზე და "კლასიკურ" თხილზე გემრიელი სასუსნავი არ არსებობს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რა ცივი ხალხია ეს გერმანელები. საღამოს როცა მატარებლით ვბრუნდები, ვაგონები თითქმის უკვე გატენილია ხოლმე და რადგან ადგილები დანომრილი არაა, ყველას იქ შეუძლია დაჯდეს, სადაც უნდა (მეორე კლასის ვაგონებს ვგულისხმობ) და შესაბამისად, ყველა ფანჯარასთანაა მოკალათებული და თავიანთი ჩანთები მეზობელ სკამზე უწყვიათ, რომ არავინ მიუჯდეთ გვერდით და ისხდნენ ასე უჟმურად. მატარებელს სულ რაღაც საათნახევარი უნდა ლაიპციგიდან ბერლინამდე და ამ პერიოდში არც ისე ძნელად მეჩვენება, რომ მეზობელ სკამზე ადამიანს ადგილი დაუთმო. რა ვქნა, მიყვარს ადამიანებთან ახლოს დაჯდომა, მათზე დაკვირვება, რას კითხულობენ, რას სუსნაობენ გზაში... გუშინ ერთი ჩინელი ბიჭის გვერდით მოვხვდი, რომელიც მთელი გზა მობილურზე იყო ჩამოკიდებული; მე ვითომ შკვორეცკის "მშიშრებს" ვაგრძელებდი და სინამდვილეში, იმის გამოცნობას ვცდილობდი, რაზე ლაპარაკობდა ან ვის ელაპარაკებოდა ის ბიჭი, რომელიც შეიძლება სულაც არ იყო ჩინელი და კორეელი იყო. იაპონელი რომ არ იყო, ამას წყალი არ გაუვა :)

Nuts კვირას გისურვებთ!!! ბევრი ისუსნავეთ და გაზაფხული მალე არ გაუშვათ!!!

8 comments:

Clown said...

როგორ მომანდომებ ხოლმე ლაიპციგს :შ

<3

Nina Gorecki said...

მეც მიყვარს მარტო ჯდომა :დ
უბრალოდ ჩანთის კალთაში დებას კომფორტულად მირჩევნია ვიყო ჩემთვის ))

DreaMar said...

მე ვიქცევი ხოლმე ასე მარშუტკით მგზავრობისას. როგორ არ მინდა ხოლმე ვინმე გვერდით მომიჯდეს, განსაკუთრებით კაცი :| ისე წამოიჭიმებიან ხოლმე სკამზე, მე მიმჭყლეტენ და ვერ ვზივარ კომფორტულად :დ

DreaMar said...

ui ramdeni "xolme" miweria :D

Dissolved Girl said...

მე, როგორც კალორიების თვლით შეპყრობილ ადამიანს, თავში ეგრევე ის აზრი მომივიდა, რომ თხილეული ძალიან კალორიულია და ასუქებს :)) მაგრამ საკნატუნოდ შეუდარებელია, გეთანხმები. ადამიანებთან საუბარი არა, მაგრამ დაკვირვება მეც მიყვარს. წინა დღეს ავტობუსში ფორთოხლის გოგონა შემხვდა :O

ნატა said...

ნამდვილად არ მეგონა გერმანიაშიც თუ შეგაწუხებდა ტრანსპორტული სიტუაცია :))) მე კიდევ ხომ იცი აქაური სიმჭიდროვე მაწუხებს, თუმცა საათნახევარი ფეხზე ამყოფო ადამიანი და არ დასვა, როცა ეს შესაძლებელია, სიბოროტე უფროა ვიდრე სიცივე. მე ასეთ შემთხვევაში ჩანთას ვაღებინებ ხოლმე და ვჯდები მაინც :))

Sophie שרה Golden said...

@კლოუნ, ისეთი კარგი ქალაქია...

@ნინა, ჩანთის ადგილი სხვაგანაცაა, მაგრამ იმათ ეზარებათ ერთი ადგილის განძრევა და ადამიანურობა.

@დრიმარ, მესმის, მეც ეგრე ვიყავი მანდ, მაგრამ აქ, მერწმუნე, ისეთი კომფორტული და ფართო სკამებია, არავინ არავის უშლის ხელს.

@Dissolved girl, რა დროს კალორიებია, რილაქს! :))) არ მეგონა, შენ თუ კალორიები გაფიქრებდა, ჩემს ფეისბუქ ფრენდებს შორის ერთერთი ყველაზე ლამაზი ხარ.

@ნატა, ტრანსპორტი არ მაწუხებს, ამაზე წუწუნს როგორ გავბედავ, ადამიანების ეგოისტობა მაბრაზებს. რა თქმა უნდა, მშვენივრად ვაღებინებ ჩანთებს და საათნახევარი ფეხზე დგომა ცხოვრებაში არ მიფიქრია =))

babisa said...

uf exla ise mominda saknatuno, samsaxurshi adamianebs bevr saknatunoebs unda urigebdnen :)