Wednesday, March 16, 2011

ლენი და სხვა კაცები


არიან კაცები, კერი გრანტი, რობი უილიამსი, ედრიენ ბროდი, მაგრამ არსებობს კიდევ ლენი კრავიცი.
ერთადერთი ლენი.
გატანჯულხმიანი და შოკოლადისფერი ლენი.
ლენი თავისი გრძელი თმით და ხანაც მის გარეშე.
ლენი ჯინსებში.
ხანაც უჯინსოდ.
გიტარით.
ან არა.
ლენი, რომელიც ამერიკელ ქალს უმღერის და ამ დროს, მე ვიცი, ვიზეცაა ეს სიმღერა.
ლენი, რომელიც არავის ეკუთვნის.
ლენი, რომელსაც არასოდეს უნახავს კერი გრანტი. ვერასოდეს ექნება ედრიენ ბროდის თითები ან რობი უილიამსისნაირი გამოხედვა.
სამაგიეროდ, ლენი ცოლობას გთხოვს.
და ლენი იქნება ერთადერთი, რომლისაც გჯერა.

მიყვარს ლენი.
სიზმარში ვხედავ მის სიმღერებს. ყოველთვის ზღვაში ვარ ამ დროს, ყველაზე ლურჯ ზღვაში, როგორიც ეგეოსია.
ლენი არ ჩანს და არც უნდა ჩანდეს. ამ დროს ყველაზე უმნიშვნელო ისაა.

12 comments:

natosha said...

ლენი, რომელიც ანგელოზებს უხმობს :)

http://www.youtube.com/watch?v=Ak2p1MqFMKA

Anonymous said...

ლენი ნიკოლ კიდმანს უმღერის :))

Natalia said...

ლენი კრავიცის შემოქმედებას თითქმის არ ვიცნობ და ვფიქრობ, რომ უნდა მომეწონოს :)

როდრიგო, რაღა დროს ნიკოლია :)) ეგ მეც კი ვიცი, რომ ერთად აღარ არიან :D

პ.ს ხო აღარ არიან?

Sophie שרה Golden said...

@ნატოშა, :*

@როდე, კიდმანს რომ უმღეროდეს, "Australian woman" ერქმეოდა სიმღერას :პ

@ნატალია, უპს. ერთად იყვნენ ეგენი ოდესმე? აღარ მახსოვდა.

Nina Gorecki said...

epic. მეც ძალიან მიყვარს :)) რაზე გაგახსენდა ეხლა?

babisa said...

ნეტა იცოდეს შოკოლადისფერმა ლენიმ მასზე ასეთი თბილად რომ წერენ, როგორ გაუხარდებოდა <3

Anonymous said...

Australian woman ;დდდდ
ა ხო მაგ სიმღერას "ლეიდი" ერქვა.

ნატალია
ისე გამახსენდ არაა ;დდ

სოფი שרה Golden said...

@ნინა, არ ვიცი, მთელი ორი კვირაა არ მშორდება...

@ბაბისა, :))) ალბათ.

@როდე, არ მახსოვს, მოვძებნო ერთი..

Keti said...

I Belong To You - აი, ეს პირველ რიგში მახსენდება :)

Anonymous said...

კი ნიკოლთან ქონდა ამბავი ლენის მეც მახსოვს :) ამ სიმღერას უმღერის ჰიტერ გრეჰემს თუ არ ვცდები :)

Dissolved Girl said...

რობი და ედრიანი <3
ლენი, მაპატიე

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, ხო, რა კარგია ეგ :)

@მეცმიყვარხარ, არ ვიცი, თუ მაგას უმღერის, მახსოვს, კლიპში რომ გრეჰემი ჰყავს ნამდვილად.

@Dissolved Girl, რა თქმა უნდა, გპატიობს ლენი. ედრიენზე რიგი დაიკავეთ, ოღონდ, mademoiselle :P