Wednesday, May 4, 2011

ყველა გოგოს ოცნება ქეითს

ჩემი ყველაზე საყვარელი ფოტო ქორწილიდან

ხომ არის უცნაური დამთხვევა, რომ მე და პრინც უილიამს ერთ წელს გვექნება ქორწილი?
:))))) წლები რომ გავა და დავბერდები, ვიტყვი, ეჰ, იმ წელს გავთხოვდი, როცა ინგლისის მეფე უილიამმა ცოლი მოიყვანა–მეთქი... სანამ ამას ვიტყოდე, კიდევ თვენახევარი რჩება, სტრესი იმატებს და ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემს ქორწილს ბრიტანეთის სამეფო არ აფინანსებს.


ქორწილები არასოდეს მიყვარდა, სანამ რელიგიური გავხდებოდი და ორთოდოქსულ ებრაულ ქორწილებს დავესწრებოდი. მაგრამ ახლა, მე თვითონ რომ ვარ მსგავს "მდგომარეობაში", მაინტერესებდა და ველოდებოდი ინგლისის სამეფო ქორწილს. მსოფლიოს ნახევარი ხომ ბუზღუნებდა, ვინ არის ეს ქეით მიდლტონი, როცა ჩვენც შეგვიძლია პრინცესობაო; მე კიდევ – ცოტა მეცოდებოდა კიდეც ქეითი, რომ ყველაზე სკანდალური სამეფო ოჯახის წევრი ხდებოდა. ქორწილზეც ეტყობოდა, რომ სასწაულად დაძაბული იყო და ისე ნერვულად იღიმებოდა, მინდოდა, მივსულიყავი და მეთქვა: დაიკიდე, ეს შენი დღეა–მეთქი. ადვილია თქმა, როცა მთელი მსოფლიო ადევნებს თვალ–ყურს შენს ქორწილს და მომდევნო დღეს კი არა, იმავე წამს ყველა იგებს, რა გაცვია, როგორ იღიმები და შენს საქმროს თმა რომ სცვივა.
ძალიან, ძალიან ლამაზი იყო ქეითი, ყველა პრინცესაზე ლამაზი, ვინც აქამდე მინახავს. კაბაც ულამაზესი ეცვა და ძალიან ჰგავდა გრეის კელის.


მინდა, რომ ბედნიერები იყვნენ ქეითი და უილიამი. დაანებოს თავი მედიამ და აცალოს ისე ცხოვრება, როგორც თავად უნდათ.
გასაგებია, რომ მედია არ დაგვდევს მე და ჩემს საქმროს, მაგრამ ლაიპციგში, "სახალხოდ", გატარებული ორი კვირის შემდეგ, მივხვდი, რა ძნელია პირადი სივრცის შენარჩუნება, როცა ყველა ნაცნობი და ნაცნობის ნაცნობი (ვისაც კი გაუგია, რომ დანიშნულები ხართ) გიყურებს, გისმენს; თან, გარდა იმისა, რომ შენი ბედნიერების გაზიარება სურს, ასევე ძალიან უნდა შენს საქმეებში გაერკვიოს და "სასარგებლო" რჩევები მოგცეს.

პოსტის წერისას აღელვება მომემატა:
რომ გავსუქდე და კაბაში არ ჩავეტიო...
ან წვიმდეს ლაიპციგში...
ან ისე ცხელოდეს, ჩემს დახურულ, kosher, კაბაში ჩავიხუთო, პლუს მაკიაჟი ჩამომადნეს...
სოფი, სოფი, სოფი, დაიკიდე, მაინც შენი დღე იქნება! – მეტყვის ქეითი თავის ფიქრებში.

8 comments:

Unknown said...

bednieri iyavi :* gulcrfelad mixaria sheni kargi ambavi :* da daikide :))

Unknown said...

ui, marita var :))samsaxuris meilidan daiposta comentari :))

taa said...

ვაიმეეეეეეეეეეეეეე
სოფიიიიიიიიიიი

ყველაზე თბილ თვალებიანი გოგო გვითხოვდებააააააააა
გილოცავ საყვარელო, ბედნიერები იყავით ever after

ქორწილის სურათები დაიდოს როცა იქნება

Keti said...

სოფი, ყველაფერი მართლა კარგად იქნება, აი, ნახავ! ჰო, შენი დღე და თან ულამაზესი! არაფერზე ინერვიულო – არც წინასწარ და არც ქორწილის დღეს :*

ქეითი ისე ლამაზი იყო! და კაბაც ძალიან მომეწონა :)

Toma said...

haha :D :D
გასუქება და კაბში არ ჩატევის შფოთვა მეც მქონდა. მაგრამ პირიქით გავხდი. თუმცა რა მანერვიულებდა არ ვიცი.

ნერვიულობისგან ჭამა თუ არ დაიწყე შანსი არაა გასუქების, პირიქით ის უნდა იფიქრო კაბის დავიწროება არ დამჭირდესო.

მე დამჭირდა კაბის ჩაკერვა (ორიოდე დღით ადრე), ბოლოს უკვე მძვრებდოდა :D :D :D

Zurriuss.Ge said...

მე, საერთოდ, ამ სახელმწიფოს ვბალელშიკობ მე-2 კლასიდან, რაც ინგლისური ენა გავიხადე თანამგზავრად და, ბუნებრივია, ახლაც თვალს ვადევნებდი.
აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში!
კიდევ, ძალიან გამახარა იმან, რომ ქორწილს ჯიგრული და ახალგაზრდული იერიც დაჰკრავდა. ზომიერად გათანამედროვებული და კვლავაც დიდებულ-პომპეზური.
ყველაზე ძალიან მაშინ "მეამაყებოდა" მონარქიის არსებობა, როცა ვხედავდი, სამეფო ოჯახს, კავალერია რომ მოაცილებდა!
სოფი, ყოვლისმომცველ ბედნიერებას გისურვებ :დ

pasumonok said...

არის ასეთი რეალითო შოუ "bridzillas" როგორ იფუჭებენ ზედმეტად პრეტენზიული გოგონები ქორწილს...
უყურე და მიხვდები, როგორ არ უნდა მოიქცე.
ჩემს ქორწილს მე და მეუღლე ვაფინანასებდით. და თანაც 8000 რაღაც მოვიფიქრეთ, სლაიდშოუც გვქონდა...
კონფეტი გამოვჭერი ჩემი ხელით
200 ხელსახოცი დავახვიე სპეცილური ფორმით...
კაბა ჩემი დიზაინის იყო...
მოკლედ,8000 რაღაცა შეიძლებოდა გაფუჭებულიყო...მაგრამ მე დასვიფიცე, არაფერზე დამწყდება-მეთქი გული. შანსი არაა ყველაფერი ისე გამოვიდეს, როგორც გეგმავ.

Sophie שרה Golden said...

@Centum, მარიტა, მადლობა :***

@თაა, :)))) მადლობა. დავდებ... ალბათ :დ

@ქეთი, კი, ასე ვაპირებ, მადლობა გამხნევებისთვის.

@ტომა, აუ, მე მაინც მეშინია... მაგრამ არ გავსუქდები, გადაწყვეტილია! :)

@ზურიუს, მეც ბავშვობიდან მომწონს ეგ ქვეყანა, მთლად შენსავით ვერა, მაგრამ მაინც :) მადლობა, მჭირდება კეთილი სურვილები.

@pasumonok, რა კარგად მომწერე, ძალიან დამეხმარა. ვცდილობ, რომ დიდი მოლოდინები და ზედმეტი პრეტენზიები არ მქონდეს და ვისიამოვნო ყველაფრით.