ფაქტია, რომოლა ყველაზე ლამაზი და წყლიანთვალებიანი ინგლისელი მსახიობია დღესდღეობით, რომელსაც ძველებური როლები თითქმის ქეით უინსლეთზე მეტად უხდება.

პოსტი არ ეხება ფილმებს, არც რომოლას ან ქეით უინსლეთს.

ძალიან აცივდა ლაიპციგში. წუხელ, უფრო სწორად, უკვე გამთენიისას ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაეცა. მერე გათბობა ჩავრთე რამდენიმე საათით და ისეთი აღელვებული დავდიოდი, ვერ აგიწერთ. ამინდის ცვალებადობა სასწაულად მაღელვებს ხოლმე, განსაკუთრებით ასეთი სწრაფი. წინა კვირას 26 გრადუსი იყო და ზაფხულში არ მეცვა ისე თხლად, როგორც მაშინ; გუშინ კი ისე აცივდა, საღამოს სასეირნოდ რომ წავედით, პალტო და ჩექმები ჩავიცვი.
ისე, რომელიღაც ფილმში კითხულობს ერთი გმირი (მგონი, "ამელი" უნდა იყოს), ადამიანები საუბარს ყოველთვის ამინდით რატომ იწყებენო და მეორე პასუხობს, თავიდანვე სისულელეებს რომ არ მოყვნენ, ალბათ იმიტომო.
დღეს კრუასანების დღე მქონდა. რაღაც სასწაულ ბლოგზე ვნახე რეცეპტი, ადვილი ჩანდა და შევეჭიდე. გემრიელი გამომივიდა ძალიან, თუმცა კრუასანებს კი არა, უფრო იმ ნამცხვრებს დაემსგავსნენ, ბავშვობაში "სიგარეტებს" რომ ეძახდნენ და მგონი, ნიგვზის შიგთავსი ჰქონდათ. კრუასანების ცომი რომ სხვანაირად უნდა კეთდებოდეს, თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი. სასიამოვნო ისაა, რომ ჩემი "კრუასანი–სიგარეტებისგან" აღარაფერი დარჩა, ცომი ისეთი ნაზი და გემრიელი გამოვიდა, თან მარწყვის ჯემით და შოკოლადის კრემით გატენილი.
...
ოქტომბრის მეათე დღე სრულდება. ზამთარი მოდის. იცით, მიყვარს ზამთარი, მაგრამ ასე სწრაფად, შემოდგომას რომ არაფერს აცდის, მაწუხებს და მინდა, ვუთხრა, ცოტაც დაიცადე, ისედაც მარტამდე შენი იქნება ყველაფერი–მეთქი.
ვერ ვეძახი და ამიტომ გულში ვცეკვავ.



8 comments:
ეს რომოლა ოზონის "ანჟელიკაში" ვნახე, თავქარიან მწერალ ქალს თამაშობდა.
ძალიან გატყლარჭული მეჩვენა, თუმცა ესეთ როლებს უხდება და ძალიან ლამაზი სახე აქვს.
აქ კიდე დათბა სოფი, ისე სასიამოვნოდ! ნამდვილი შემოდგომაა. როგორმე გაგინაწილებთ!
აი "ქრშშშ, ქრშშშ!" გამოვუშვი მაქეთკენ :)
@როდე, "ანჟელიკა"? მე "ანგელოზად" ვიცნობ ამ ფილმს :) ხო, იქ ასეთი როლი აქვს, ახალი მდიდარი და ხამი გოგოსი.
მადლობა, აი, მოვიდა...
:)) აჰაა ანგელოზი :)
:*
ჩემი საყვარელი სეზონი არ არის მანდ? :|
ორი თვეა მგონი ბაბე ლეტას ველოდები და ახლა რომ უცებ ზამთარი დადგეს რა მომივა :დ
რას შვები, როგორ ხარ? :) მგონია რომ კიდევ დათბება მანდ. აქ რამდენიმე დღე საშინლად ციოდა, ნოემბერივით და ახლა უცებ დათბა :)
მე კიდევ ვიფიქრე, რომ რომოლა შენ წაგაგავს თუ პირიქით :) მისი როლები კი არ მინახავს.
ძალიან არ მინდა ზამთრის მოსვლა. როგორც კი მზე გამოანათებს, ხასიათი გამომიკეთდება ხოლმე. მინდა დიდხანს იყოს თბილი დღეები, მაგრამ დღეს ისევ აცივდა...
isev iseti verainairsityvagadmoacemi ganwyoba igrdznoba shens porstebshi, romelic me ase dzalian miyvars)) dgevandel posts kruasanebis da marwyis jemis suni asdioda,da mindoda es posti fumfula savardzelshi mokalatebuls, tvil adiela gadafarebuls , cxeli shokoladit sasve chikit xelshi wamekitxa, tan fanjarashi shemodgomis fotolcvenit davtkbariyavi, shemodgomaze sul is saocari motxroba maxsendeba" last leaf ".. you're so incredible Sophie! sul mgonia rom shen sheni adgili ipove am samyaroshi da am ambis mtel romantikas yvela postshi gviziareb))ase gaagrdzele))
@ნინა, იყო უკვე შენი საყვარელი სეზონი, ერთი კვირა ისეთი ბაბიე ლეტო იდგა, სახლში შესვლა აღარ მინდოდა, მერე უცებ ასე დაეცა ტემპერატურა და ამიტომ იყო, რომ გავითოშე.
ახლა კარგად ვარ, მადლობა. სხვათა შორის, შენი პროგნოზი გამართლდა და დღისით თბილი მზე გამოდის რამდენიმე საათით :)
@ქეთი, მართლა? შეიძლება მგავს და ამიტომაც უფრო მომწონს :) უცბად დამდგარმა სიცივემ და ზამთარმა იცის ხასიათის გაფუჭება, ნელ–ნელა როცა მოდის და მერე რბილი, ფაფუკი თოვლიც მოჰყვება, ამას რა ჯობია.
@ანა, მადლობა :) ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს, რომ ასეთი კარგი განწყობა და სურვილი შეგიქმნა ამ პოსტმა, თბილად გახვეულიყავი და წაგეკითხა.
ადგილი, არ ვიცი, ვიპოვე თუ არა, უბრალოდ ადამიანი ვიპოვე და მასთან ყველგან მყუდროდ ვგრძნობ თავს...
ადგილი, არ ვიცი, ვიპოვე თუ არა, უბრალოდ ადამიანი ვიპოვე და მასთან ყველგან მყუდროდ ვგრძნობ თავს...
eg ufro mets nishnavs))) bednierebas gisurveb <3
Post a Comment