ადრე ერთი ფილმი მიყვარდა,
"საუზმის კლუბი" რომ ერქვა და ძალიან ახალგაზრდები არიან იქ
ემილიო ესტევესი და ერთი ჟღალთმიანი გოგო.
დილას ჩემს მწვანეხედიან სამზარეულოში ვიჯექი მწვანე ჟაკეტით და ორი წლის წინ ბერლინში ნაყიდი
მწვანე საყურეებით, რომ უცებ მომინდა ჩემი მეგობრისთვის წერილი მიმეწერა. 16 წლისაა, ოსნებრუკში ცხოვრობს, სელინჯერის "ტედი" უყვარს და თავის ცხოვრებაზე ხშირად მწერს ხოლმე.
მეც დღეში უთვალავ ი–მეილს ვწერ, მაგრამ ვერაფერი შეედრება "ცოცხლად" წერას, თუნდაც ჩემნაირი უშნო ხელწერის მქონე ადამიანის დაწერილ წერილს, რომელშიც ჩანს, როგორი განწყობა ჰქონდა ადამიანს, რამდენად ძველი კალამი ჰქონდა, ან სად იჯდა, როცა წერდა (სამზარეულოში, მაგალითად და პიტნის ჩაის სვამდა, სურნელს აუცილებლად იგრძნობ).
დაბადებიდან ვწერ.ბავშობაში ყველა ვწერდით, მგონი, დღიურებს, წერილებს... მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი (ნაზი) სასწაულად სასაცილო რაღაცებს ვწერდით, ბოლოს აუცილებლად ვაცნობდით ერთმანეთს "სპაის გერლზის" ახალ ამბებს. მერე მოგვიანებით, სკოლაში, ავად როცა ვხდებოდი, ჩემს მასწავლებელ დეიდას ატანდა ჩემი მეგობარი (თამუნა) წერილებს და ბუნებრივია, იქ უკვე
კოდირებული იყო ინფორმაცია, რადგან ბიჭების სახელებს შეიცავდა.
უნივერსიტეტში მე და ჩემი მეგობარი (ნატა) ვწერდით ასე ერთმანეთს წერილებს. მახსოვს, ერთ ზაფხულს დღიურს ვწერდი, მერე ავდექი და ნატას მივეცი; იმანაც თავისი დღიურში გამიცვალა. დღემდე ვაგრძელებთ წერას, ოღონდ ახლა ი–მეილით და ჩვენი წერილები ისევ ისეთი ცოცხალია, როგორიც ფურცლებზე იყო. საქართველოში ფოსტა რომ ნორმალურად მუშაობდეს, ახლაც გავაგრძელებდი მისთვის წერილების მიწერას.
ალბათ, სწორედ იმ ფილმისადმი სიყვარულმა გამიჩინა იდეა,
წერილების კლუბი მომეგონებინა და როგორც ყველა ენთუზიაზმმა, მეც, ამ იდეის განხორციელება სამზარეულოში დავიწყე. ოთახში, რომელიც
პროგრესულ ქალებს აღიზიანებთ და ჰგონიათ, იქ რომ შევიდნენ, ფუნდამენტალისტი კაცები მაშინვე კარებს ჩაკეტავენ.
ჩემი სამზარეულოები კი – ყოველთვის ნათელი, ლამაზი და იდეებით სავსე იყო, აქაც და საქართველოშიც. უბრალოდ, აქ უკეთესი ხედი მაქვს – უკანა ეზო ვუყურებთ, სუფთად გაკრეჭილი მწვანე ბალახითა და მეზობლის ფანჯრის რაფაზე გამოფენილი თეთრი ყვავილებით.
ჩემი წერილების კლუბის აზრი იმაშია, ადამიანებმა ერთმანეთს მოუსმინონ. რატომღაც მგონია, ძალიან ხშირად, ინტერნეტში ყველაფერს ისე სწრაფად, ერთი ხელის მოსმით ვკითხულობთ, რომ ბოლომდე არ გვესმის თანამოსაუბრე/"თანამწერი" რას გულისხმობს. ფურცელზე კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მეტი ყურადღებით შეგვიძლია წავიკითხოთ, მერე პასუხი ყველა კითხვაზე გავცეთ და საკუთარი ისტორიების მოყოლა მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ.
წერილის მიწერა მთლად სამფურცლიან არზას არ ნიშნავს, როგორიც მე დილას, მეგობრისთვის დაწერილი წერილი გამომივიდა. წერილი ერთი ნაგლეჯი ფურცელიც შეიძლება იყოს, სადაც ადამიანს დაუწერ,
როგორი კარგი ამინდია და დილას კედელზე სასაცილო ჩრდილი რომ შენიშნე, მაშინვე მისი ღიმილი გაგახსენდა (ეს მე დამემართა, ზუსტად, ამ დილას, ფანჯრიდან მზემ რომ შემომანათა და მაშინვე ჯუდი ებოტი გამახსენდა, როგორ ვგავართ ერთმანეთს–მეთქი). ასეთი წერილები ყველაზე ტკბილია, მერე შენს ბლოკნოტში შეინახავ, გავა დრო, გადმოვარდება ეს ფურცელი, შეიძლება დაკარგო კიდეც, მაგრამ სხვა ნახავს და მთელი დღე გაუხალისდება თუნდაც იმაზე ფიქრით, რომ ვიღაცას კედელზე ჩრდილი მის ღიმილს აგონებს.
ერთი წერილი უკვე გაგზავნილია.
მეორე "წერილი"
აქ დევს. მე კიდევ მიხარია, რომ სახლში კალამი და ფურცელი მოგვეპოვება და მეც წერა ისევ მახსოვს.
6 comments:
მე ცუდი კალიგრაფია მაქვს და ამიტომ წერილების წერა არ მიყვარს :) ისე ბავშვობაშ ვწერდი ხოლმე ბებიას სოფელში წერილებს, ან პირიქით – სოფლიდან თბილისში მშობლებს, ძირითადად ჩამოვუთვლიდი რა მინდოდა რომ გამოეგზავნათ.
ჰო, კიდევ ჩემს ძმას ვწერდი რაღაცებს, გვერდით ოთახში :))
მართალი ხარ ისე სოფი, ფურცელს სუნიც მოჰყვება და უფრო მეტად ემოციურია, ვიდრე ელექტრონულად გადაგზავნილი, სადაც ინდივიდუალიზმი იკარგება, თუნდაც იმიტომ რომ ყველას ნაწერი ერთნაირია, მაგალითად ახლა ჩემი საშინელი კალიგრაფია არ ჩანს აქ :))
ძალიან დიდი ხანია არავისთვის მიმიწერია და არც მე მწერენ. წელიწადში ერთხელ, საშობაოდ ღია ბარათს ვიღებ ფინეთიდან, ჩემი ათი წლის წინანდელი მეგობარი მწერს და ისე ველოდები ამ ღია ბარათს ყოველ წელს, როგორც ძალიან ძვირფას შეტყობინებას. დაწერა, საფოსტო ყუთში ჩააგდო, ამხელა გზა გამოიარა :) ისე კი საქართველოს ფოსტა ცოტა გამართულად მუშაობს ეხლა, ათი დღე სჭირდება ევროპიდან წერილის მოსვლას და პირიქით :)
ქაღალდით არ გამოდის, მაგრამ ისეთი გემრიელი რაღაც მაქვს მოფიქრებული, ვორდის ფაილითაც რომ ექნება ეფექტი. უფოსტობა მეც მაწუხებს, მაგრამ ეგ არაფერი.
ძველი წერილები ჩემს არქივშია, გადაღლილობისას ჩავალ კახეთში და მისი კითხვით დავისვენებ
sophie, send me somehow your mailing address and I'll prove that Georgian post office is old but it can be somehow be useful too ))
I'll write you loooong long letters.
Yours truly
Anna
Rewrite dried out your own [url=http://uggsforcheapuk.info]uggs cheap[/url] or even depart all of them within an region within your home along with great atmosphere air flow or even you may also decide to atmosphere dried out all of them. Don't suspend all of them in your clothesline or even place all of them below sunlight to avoid diminishing.
[url=http://discountuggboots2011.info]ugg outlet online[/url] may have come from modest beginnings, but lately, the stylish boots could be spotted on every person from college children across the northeast to celebrities looking to give their feet a relaxation from 6 inch heels. Get oneself a pair of [url=http://uggsonsale2011.info]Uggs on sale[/url] this drop to guarantee that you just will not just remain toasty, but you also remain trendy in addition. There is no good reason that you need to need to sacrifice style just to keep warm - [url=http://uggoutletonline2011.info]ugg boots outlet[/url] provides variations which will continue to keep your toes warm and cozy and can nevertheless make you glimpse great!
The most popular objective would be to help to make the actual Aupie [url=http://genuineuggsuk.info]genuine uggs[/url] long lasting as well as stunning. Nobody can give upward this kind of gorgeous Aupie UGG Footwear.
These kind of darkish, dark-colored, dreary, discolored, green along with this sort of majorly sneakers can be bought in several hues. Essentially the most outstanding males and females busted shoes or boots [url=http://uggsinuk.info]ugg boots uk[/url], UGG shoes or boots basic extra tall [url=http://uggbootsonsale2011.info]ugg boots on sale[/url] Bailey Aviator Cap, several of, Ugg plus much more are generally.
After [url=http://uggsclearance2011.info]uggs on clearance[/url] ended up viewed as unappealing shoes or boots that will no-one forecast your offering potential with the 1st look ones. After which it these folks were passionately named while [url=http://cheapuggscanada.info]uggs in canada[/url] which in turn is the term for cozy shoes or boots created from sheepskin. Prior to the calendar year involving 1994, there exists the National signed up [url=http://cheapuggsireland2011.info]cheap uggs[/url] Questionnaire as being a buy and sell level, plus the solutions little by little grew to be tiongkok via Questionnaire.
@ნატალია, კალიგრაფიას ნუ აქცევ ყურადღებას. მთავარია შინაარსი და ვინ წერს წერილს :)
@ნან, როგორ მესმის შენი, ამ გრძნობას არაფერი ჯობია, ბარათი რომ მოგივა, ცოცხალი და ადამიანის ხელით დაწერილი.
@ნატა, ეგ, რაც მოიფიქრე, ძალიან სასწაული რამე იყო და ისეთი აღფრთოვანებული ვარ, რითი გიპასუხო, არ ვიცი.
@ანუშკა, can't wait.
Post a Comment