
მეექვსე–მეშვიდე თვიდან თავს ბედნიერად გრძნობ, როცა დილით თავიდან ფეხებამდე შეშუპებული არ იღვიძებ და მოძრაობა შეგიძლია. ამ პერიოდში ორგანიზმი იმდენ წყალს შეიცავს, მხოლოდ მუცელი კი არა, ხელებიც, ფეხებიც სავსე გაქვს წყლით და თავი მარკესის მოთხრობაში გგონია, სადაც მთელი წლები წვიმდა, წვიმდა და მიწა შენსავით გაიბერა.
თუ ფეხზე დიდხანს მომიწია დგომა, ტერფები მისივდება, განსაკუთრებით ხუთშაბათობით, როცა შაბათისთვის ვიწყებ მომზადებას. მერე ღამე ფეხების ქვეშ ბალიშს ვიდებ და ისე მძინავს. მოუხერხებელია და მილიონჯერ მეღვიძება, ზოგჯერ ვეღარ ვიძინებ და თავი ფიქრებით მევსება. ხანდახან ვუმკლავდები და თავს ვიმშვიდებ, ხანაც ყველაზე საშინელი სცენარები მომდის თავში და მაშინ ისე ვღელავ, ბოლთის ცემაც კი აღარ მშველის.
ცნობილია, რომ ფეხმძიმეები ყოველ წამს ტუალეტში დარბიან, რადგან ბავშვი დიაფრაგმას აწვება. საერთოდაც, ყველაფერს აწვება და მთელი ორგანოები მიჭყლეტილი ჰყავს. ასე მაქვს წარმოდგენილი, რომ კუჭი, ნაწლავები, ღვიძლი და ყველაფერი, რომელიღაც კუთხეში ჰყავს მიკუნჭული და თვითონ თევზივით დაცურავს. შეიძლება მე თვითონ რომ ვგიჟდები ცურვასა და ყვინთვაზე, ამიტომ მგონია, ისიც სიამოვნებით დაცურავს–მეთქი. ისე, ვითომ არაფერი, ათასწლეულების მანძილზე ფეხმძიმდებოდნენ ქალები და ბავშვებსაც აჩენდნენ, მაგრამ რომ დაფიქრდე, როგორ იტვირთება მთელი ორგანიზმი, გაგიჟდები. ყოველ შემთხვევაში, მე ყველაფერი მაკვირვებს და რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად ვხედავ, რა სასწაულია ეს ღმ–ერთი და როგორ მოაწყო ყველაფერი. ღმ–ერთში, ვისაც გინდათ, ბუნება შეგიძლიათ დაინახოთ, ვისაც გინდათ ზებუნებრივი ძალები და ვისაც უნდა, მეცნიერება, ჩემთვის ყველაფერი მისია, იმიტომ, რომ მასშია ყველაფერი, ისევე როგორც ჩვენ.
ნაყოფი (უცნაურად ჟღერს ეს სიტყვა) სადღაც 24–ე კვირიდან (მგონი, უფრო ადრეც) უკვე ყლაპვას სწავლობს, თავის თითების წოვას იწყებს, რომ დაბადებისთვის ჭამისთვის უკვე მზად იყოს. ხომ სასწაულია? თავის ჭიპლარსაც ეთამაშება და ხშირად, სწორედ, ამას გრძნობენ ფეხმძიმე ქალები, როცა მუცელში რაღაცები უმოძრავებთ და უბუყბუყებთ.
28–ე კვირიდან ბავშვს კანი უსუფთავდება და მანამდე რომ ჰქონდა ცხიმიანი „ქერცლები“, შორდება, შესაბამისად, უფრო ემსგავსება ადამიანს და ნაკლებად – ბაყაყს. თვალებს ახელს და სიბნელესაც არჩევს სინათლისგან. მშობლების ხმებსაც უკვე მიჩვეულია და განსაკუთრებით კაცის/მამის დაბალი ხმა ამშვიდებსო, სადღაც წავიკითხე.
35–36–ე კვირამდე მუცელში ჯერ კიდევ იმდენი ადგილია, რომ ბავშვი ხშირად იცვლის პოზიციას და შეიძლება ჯერ კიდევ უკუღმა, ანუ თავით ზემოთ, იჯდეს. ზოგმა ექიმმა შეიძლება დაგაპანიკოს ამის გამო, მაგრამ ცოტა მეტს თუ წაიკითხავს ადამიანი, ნახავს, რომ პირდაპირ მშობიარობისასაც შესაძლებელია, რომ ბავშვი შებრუნდეს და ნორმალურად გამოვიდეს გარეთ. მანამდე არსებობს სხვადასხვა ვარჯიშები, როგორ შეიძლება მისი „შებრუნება“.
ჩემმა ექიმმა თქვა, როცა მისი შვილი იყო ფეხმძიმედ, ბავშვი ისე ხშირად ბრუნავდა, მეანი ვერ ასწრებდა მის „შეჩერებას“. ბოლოს დანებდა და ისე ჩაჯდა, როგორც საჭირო იყო. როგორც ჩემი ქმრის ბებია ამბობს, ყველაფერი თავის დროსა და ადგილზე ხდება.
ამ ბოლო დროს ბევრ ბლოგს ვნახულობ ორსულებზე, უკვე დედებზე და მათ შვილებზე. როცა რთულ მშობიარობაზე კითხულობ, მერე ღამით ცუდად გეძინება და არ გინდა წარმოიდგინო, რომ შესაძლებელია რამდენიმე დღე ტკივილები გქონდეს და ვერ აჩენდე. სამაგიეროდ, სასიამოვნოდ იკითხება ის პოსტები, სადაც ქალები ორ საათში აჩენენ ბავშვებს და საღამოს უკვე სახლში მიდიან.
გუშინ ერთი 6 შვილის დედის ბლოგს ვკითხულობდი და გადამრია. ბოლო ბავშვი სახლში გააჩინა, აბაზანაში, და მთელი მისი ნათესაობა ესწრებოდა, 5 უფროსი შვილიც, რადგან "დამტოვებლის" ნახვა ვერ მოასწრეს და მთელი სანახაობა გამოუვიდათ. რა უცნაურია ზოგი ადამიანი, ბავშვების გაჩენის passion მაქვსო, წერს ის ქალი. არ ვიცი, ალბათ მესამე–მეოთხე შვილის გაჩენიდან ჩნდება ეს passion, მე ჯერჯერობით ვერაფერს ვამჩნევ ჩემს თავს.
ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მკითხა, რას გრძნობ, ალბათ განსაკუთრებულია, როცა მუცელში ადამიანი გიმოძრავებსო. მეირ ლევინი ხსნის ერთ თავის მოთხრობაში, зануда როგორი ადამიანია და ზუსტად მე ვყოფილვარ. ადამიანი, რომელიც უბრალოდ დასმულ შეკითხვაზე ფილოსოფიურ პასუხს იძლევა. ფილოსოფია ასე სრულდება: არ ვიცი, რას ვგრძნობ, ალბათ პასუხისმგებლობას, რომ ახალი სული მომანდეს და პიროვნებად მე უნდა ჩამოვაყალიბო. მოკლედ, უცნაური შეგრძნებაა ყველანაირი გულისაჩუყებების გარეშე. ერთადერთი სასაცილო ისაა, რაც ამ ბოლო დროს მეფიქრება, რამდენად შევძლებ ქართული ისე ვასწავლო, რომ „ვეფხისტყაოსანი“ წაიკითხოს...



15 comments:
<3
http://www.ted.com/talks/lang/en/rufus_griscom_alisa_volkman_let_s_talk_parenting_taboos.html ამას უყურე როცა გეცლება :)
Let's talk parenting taboos: Rufus Griscom + Alisa Volkman ჰქვია.
^^
მეთორმეტე კვირას კიდევ პირველად იღიმება
რა მაგარია სოფი <3
@knuti, <3
@Toma, მადლობა.
@ნინა, მართლა? ეგ ნამდვილად არ ვიცოდი :)))
მეც მგონია, რომ ერთ-ერთი რთული რამ ორსულობაში ისაა,რასაც ამბობ ბოლო აბზაცში - პასუხისმგებლობის გრძნობა და ზრუნვა და ფიქრი მუდამ იმაზე, რა როგორ უნდა გააკეთო მისი სწორი აღზრდისთვის :)
როგორ მაინტერესებს დიდმუცლიანი სოფის ფოტო ნახვა :))
სოფი, რა საყვარელი ნახატი აქვს პოსტს, ისე შეგეფერება – მზიანი :)
და რა შენებურად, გამორჩეულად ყვები ფეხმძიმობის შეგრძნებებზე :)
მე ზოგადად მაქვს ეგ განცდა, რომ შვილი დიდი პასუხისმგებლობაა – პირველ რიგში, როგორ პიროვნებად ჩამოაყალიბებ. დედაზე ხომ ძალიან ბევრია დამოკიდებული. და როცა ელი, შენშია, მაშინ ალბათ მეტად გრძნობ ამ პასუხისმგებლობას...
და ახლა წავიკითხე დაბლა პოსტის ქვეშ მინაწერი "მილოცვებს არ ვართ სანამ ბავშვი არ დაიბადებაო". ასე რომ, მიაშალე ზედა კომენტარი, მე ვეღარ ვშლი :-S
@ბაბისა, კი ზუსტად ასეა, პასუხისმგებლობის გრძნობა იმ შუალედებში, როცა ემოციურად აღელვებული არ ხარ :)))) სურათი? ვემალები კამერებს.
@ქეთი, ხო, რა კარგი სურათი ვიპოვე, მეც მიხარია :)) ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც უფრო იზრდები, მით უფრო გრძნობ ადამიანი და საკუთარ მშობლებს მეტად აფასებ.
@Dissolved girl, წავშალე ის კომენტარი :) თავიდან ვიფიქრე, ჰმ, ქვემო პოსტი არ წაუკითხავს–მეთქი...
სოფ, როგორ მახარებს შენი ამბები... <3
ეს გამახსენდა
http://www.youtube.com/watch?v=CDsIQcFfFCs&feature=related
sop yvela qali mag dros sxvadasxva emocias gamoxatavs.is ki bunebrivia rom exla ufro xar dainteresebuli blogebis kitxvit orsulebze :) interesia da cota shishic.magram es bunebrivia.gaxsovs adre meubnebodi shen zaan gaqvs dedobrivi grznobebio:) me chemeburad gamovxatavdi.shen ki exla sul sxvagvarad gamoxatav dedobriv instinqts.magalitad imit rom ukve imaze daicye fiqri rom patara axali arseba uukve sheni gasazrdelia da shen mogando gmertma misi adamianad chamoyalibeba.darcmunebuli var rom zalian kargi deda iqnebi.magashi echvi arc mepareba.xedav shen ukve mis vefxistyaosnit dainteresebas da scavlas apireb.eg ukve dedobrivi zrunvaa.gana rame sxva da gansxvavebuli unda movide?egeti patar patara mzvrunvelobebis krebulia dedobis grznoba.:)
ara ise mec magari var,vis varigeb da vascavli chkuas :) ubralod chemi azri minda agedan gitxra :)
ra cudia rom aset yvelaze magar periods shens cxovrebashi vtoveb da shens gverdit ar var.ert erti bednieri cutebi momaklda razec guli mcydeba.magram is maimedebs rom am periodis saboloos shedegit mteli cxovreba davtkbebi :* chemi sayavreli dishvili roca gachndeba am qveyanaze :* :* miyvarxar sop/ sheni nz
@კანარიო, ო_ო! კარგი ვიდეო გაგხსენებია :დ
@ნზ, ფისკო, რამხელა კომენტარი დამიწერე :))) მადლობა!!!
რა კარგი ფოტოა! საერთოდ, არასოდეს დავინტერესებულვარ ორსულობის, ნაყოფის განვითარების ეტაპების და ა.შ. საკითხებით. ჩემი ნაცნობების საორსულო ისტორიებიც კი უკვალოდ მაქვს ყურებს მიღმა გატარებული! ეხლა შენი პოსტებით ვეცნობი მეტ-ნაკლებად მაგ სამყაროს.
ოი სოფი <3 რა კარგ პერიოდში ხარ :) ახლა სულ დადებითობები უნდა შემოიკრიბო გარშემო. დადებითი წიკნები და მუსიკა, დადებითი ბლოგები და ისტორიები. სულ ცოტა ხანში day X დადგება და ეს არაჩვეულებრივი იქნება. განეწყვე რომ ტკივილი, რომელიც უნდა განიცადო დადებითი ტკივილია, ერთადერთი ტკივილი რომელიც დადებითია :) და აი ნახავ, სულ ძალიან მარტივად იქნება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ :)
ოი, უსასრულოდ შემიძლია მშობიარობაზე ლაპარაკი. ნეტა ახლოს მყავდე, შეგყრიდი დადებით განწყობას. მე ძალიან გემრიელად ვიმშობიარე, "სანი გამოძვერი, მიდი, მიდი"-ს ძახილით :)))
<3 <3 <3
@უნაამარგა, გაეცანი და მოემზადე :) ყოველთვის საჭიროა ცოდნა.
@სალო, მადლობა, რა საყვარელი ხარ. ისე ამავსე პოზიტივით და შენი სანი ხომ მართლა სანი ბავშვია. კი, ვცდილობ, ყველაფერი დადებითი შევისრუტო და ყველაფერს მზიანად შევხედო.
Post a Comment