Thursday, August 9, 2012

6–დან 9–მდე – მოდრეკილი დედა

მარკ ვაისბლუთი არის ერთი ცნობილი ამერიკელი პედიატრი, რომლის წიგნიც, "ჯანსაღი ძილი, ბედნიერი ბავშვი", რაღაც ჯანდაბად ჩამივარდა ხელში და რადგანაც სინდი კროუფორდის რეცენზია ჰქონდა (ეს სარკაზმია, ხო ხვდებით), გადავწყვიტე ეზრაზე ექსპერიმენტის ჩატარება.
ჩემამდე, ჩემმა რამდენიმე ნაცნობმაც დაიწყო თავიანთი შვილების "სლიფთრეინინგი" ანუ ძილის სწავლება. ზოგს გამოუვიდა, ზოგს – არა და თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ წინ ურთულესი გამოცდა მელოდა.

არა, ხომ უნდა მცოდნოდა, რომ ეზრა ჩემი შვილია და ტრენინგებსაც არასერიოზულად შეხედავდა.
ამ სწავლების სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს დღის განსაზღვრულ გრაფიკს უდგენ, როდის უნდა დაიძინოს, გაიღვიძოს და ა.შ. მიმზიდველობა იმაშია, რომ ბავშვმა იდეაში საღამოს 6–დან დილის 6–მდე უნდა იძინოს, მერე დღისით სამჯერ დაიძინოს 1–2 საათი და საბოლოოდ, ვიღებთ ჯანსაღად მძინარე ბედნიერ ბავშვსა და მის მშობლებს.
My feet.
არ მინდოდა უხამსობები ბლოგზე, მაგრამ ეს ყველაზე ზრდილობიანი ფრაზაა, რაც თავში მომივიდა.

ჯერ, მგონი, ერთი თვის წინ ვცადე ეზრას ასე დაძინება, უშედეგოდ და მაშინ ვიფიქრე, ჯერ პატარაა, თან მუცელი სტკივა და ოთხი თვიდან დავიწყებ–მეთქი...
ესე იგი: ბავშვს 6 საათზე აწვენ და მარტოს ტოვებ. სულ რომ ღრიალით გასკდეს, არ შედიხარ. ტირილის ლიმიტი ერთი საათია, მეტი არ უნდა ატირო. როგორც წიგნში წერია, ეფექტურია და ბავშვები ერთ საათში იქანცებიან და იძინებენ. დამოუკიდებლად ძილის მიჩვევა შეიძლება ერთ კვირასაც გაგრძელდეს და მერე ბავშვი უკვე, დაწვენისთანავე იძინებს და მშვიდად ფშვინავს მთელი 12 საათის განმავლობაში (ღამე მხოლოდ 1–2–ჯერ საჭმელად გაიღვიძებს).
არ ვიცი. უნდა გქონდეს რკინის ფსიქიკა და ქვის გული, რომ ამდენ ტირილს გაუძლო. დღეს ეზრამ 50 წუთი იტირა ზუსტად და მერე 20 წუთს დაიძინა მხოლოდ. შუადღის მერე, წესით, მეორედ რომ უნდა დაეძინა, ცოტა ნაკლები იტირა და 10 წუთს ჩათვლიმა.
აი, კულმინაცია საღამო იყო: 6 საათიდან რომ დავიწყეთ და 9 საათზე ძლივს დავამშვიდე, რომ დაეძინა. თავიდან ტიროდა და ერთსაათიანი ლიმიტი რომ ამოვწურეთ, ხელში ავიყვანე და ისე დაძინება დავუპირე: მაშინ სიცილი დაიწყო, ხელ–ფეხის ქნევა სიხარულისგან და თავი საერთოდ გამოიფხიზლა.
ვისაც შვილი არ ჰყავს, მეეჭვება ამ წინადადებამდე ჩაეკითხა და საერთოდ, ხვდებოდეს, რას ნიშნავს, ბავშვს რომ ვეღარ აძინებ, ბეჭები და ხელები გტკივა და გგონია, სადაცაა გაგიჟდები.

ახლა აღარ ვიცი, გავაგრძელო ეს მეთოდი და დავაკვირდე, თუ ისევ ჩემს ინსტინქტებს მივყვე და როგორც აქამდე ვაძინებდი ეზრას, ისე დავაძინო? :/

არა, ეს საზიზღარი მარკ ვაისბლუთი მაინც როგორ სპეკულირებს, იცით? ბავშვი თუ არ იძინებს, ეს უკვე მშობლების მარცხიაო და რომელ მშობელს უნდა დამარცხებული გამოვიდეს, თანაც როცა "მოწინააღმდეგედ" 4 თვის ბურთულა ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ლამაზსიცილიანი და დაუმორჩილებელი.

დაღლილი და ბეჭებმოდრეკილი რომ დავჯექი, ჩემმა მეგობარმა ასეთი სასაცილო რაღაც მომწერა:
"მოგონებამან ჩემმა ცნობიერსა ზედა მიირაიმოსწია ფიქრნი ოდეს ვიყავით წანწკლები და ვუბნობდი ისტორიულსა ქართულსა ქვეშე ქვეყანასა. ვითარ ლაღნ ვიყავნ და გოჭი იგი ეზრაი, ძეი შენი არა გდრიკავდა თავსა შენსა.

მედგრად იყავ დაო ჩემო, განძი შენი არს ეზრაი და გაკაიფებაი იგი მიუტევე. სანი დედაი სჭირია მასა არათუ გლუმი."
და მივხვდი, გლუმი დედა არ უნდა ეზრას, სანი უნდა, სანი :)

12 comments:

Keti said...

მე ვფიქრობ, ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს, დიდი სტრესია ბავშვისთვის. პირიქით, ტირილისგან დაქანცული ბავშვის ჩაძინებაა მარცხი. ნევროზული გახდება საბოლოოდ.
ტკბილი ძილი ეზრას :* მომენატრა შენი ბლოგი, სოფი.

nastasia said...

ეგეთი დემაგოგი ფსიქოლოგები და მათი მეთოდიკები კი კარგია, მარა მე მაინც მგონია, როცა ეძინება, მაშინ დაიძინოს და როცა შია, მაშინ ჭამოს პრინციპები ჯობია, ერთი რამდენიმე წელი აქვს ადამიანს, როცა ტრეინინგების და ტვინის ღუნვის გარეშე შეუძლია ცხოვრება და ის მაინც ვაცადოთ :))

juna said...

6 dan 6 mde idzinebs da kidev dgeshi 3 jero, xo? ra pantastikaa gmerto :D martla danervozdeba burtula codoa :(

remonti2013.ge said...

იქვე უნდა შეგეწყვიტა იმ წიგნის კითხვა, როდესაც ავტორი მშობელს რაღაცაში ადანაშაულებს!

გუმანი და შენი შვილის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე უნდა მოიქცე, ჩემი პირადი აზრით.

babisa said...

როცა უნდა დაიძინოს და ეღვიძოს და ჭამოს კარგია, მაგრამ როცა მას ღამის 3-ზე და 4-ზე უნდა რომ ეღვიძოს და არც შენ გაძინებდეს და შედეგად შენ ადამიანის სახეს კარგავ, ეგ აღარაა კარგი, ამიტომ ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ რა როგორაა ნორმალური, როგორც შემდგომში ვასწავლით პამპერსიდან ქოთანს და უნიტაზს და ა.შ. ასევეა საჭირო ძილის , ჭამის ცხრილის აწყობა და მოწესრიგება.
მოკლედ, სწავლა სიბერემდეო კი არა და სწავლა პირველივე თვეებიდანო :)
მართალია, მე დედა არ ვარ, მაგრამ მაინც ჩემი აზრი გაგიზიარეთ.

Kate said...

"ვისაც შვილი არ ჰყავს, მეეჭვება ამ წინადადებამდე ჩაეკითხა და საერთოდ, ხვდებოდეს, რას ნიშნავს, ბავშვს რომ ვეღარ აძინებ, ბეჭები და ხელები გტკივა და გგონია, სადაცაა გაგიჟდები."
არ მყავს შვილი და არც გათხოვილი ვარ, მაგრამ ძალიან ხშირად გამომიცდია ეს. როდესაც მიფიქრია ახლა ვიფრენ ამ ბავშვს აქედან.
მაგრამ ახლა 2 წლისაა და თვითონ აცხადებს ხოლმე: "გიოგი ნანა უნდა" ანუ გიორგის ძილი უნდა.
ი ეტო პრაიძოტ და ყველაფერი დალაგდება.

ისე როგორი განსხვავებული პოსტები გქონდა გათხოვებამდე და ახლა როგორი განსხვავებული პოსტები გაქვს. :დ

სოფი שרה Golden said...

@ქეთი, შენ ზუსტად ის დამიწერე, რაც დედაჩემმა მითხრა :) დიდი მადლობა და ძალიან გამიხარდა, რომ დამხვდა შენი მონაწერი :**

@ნასტასია, უკვე აღარ ვიცი, რა ჯობია, სიმართლე გითხრა :/ ფაქტია, რომ ზოგ ბავშვზე მუშაობს ეს მეთოდიკა და ზოგზე – არა. მეც ასე ვფიქრობ ხანდახან, მერეც ეყოფა, დიდი რომ იქნება და ბოლოს და ბოლოს, რამდენ ხანს იქნება პატარა და ხელში ჭერას როდამდე შევძლებ, მაგრამ მერე ზუსტად ნინამ რაც დამიწერა, იმასაც ვფიქრობ და ორ წყალს შუა ვარ =)))

@ჯუნა, კი, გეუბნები ჩემმა ერთმა ნაცნობმა ასე "გაწვრთნა" თავისი შვილი :ლოლ: :დ მეც დაუჯერებლად მეჩვენება, მაგრამ 8 თვემდე ბავშვებს ბევრი ძილი სჭირდებათ და შეუძლიათ კიდეც, ფაქტია.

@სალო, შევწყვიტე, ბოლომდე არ ჩავსულვარ :ლოლ: ჯერჯერობით, გადავწყვიტე საკუთარ გუმანს და გრძნობებს ვენდო და აღარ ვატირო...

@ბაბისა, აი, ნასტასიას დავუწერე, ზუსტად რასაც ვფიქრობ და როგორ გეთანხმები. მაგრამ იმ დღეს ნამეტანი ბევრი იტირა ეზრამ და მთელი გულ–მუცელი მტკიოდა. აი, დედა გახდები და ნახავ, რა ძნელია ბავშვის ტირილის ატანა. ამ დროს, ბავშვებიც საკმაოდ ეშმაკები არიან და მშობლების მანიპულირებას იწყებენ. მოკლედ, ვერ გაიგებ, როდის რა ქნა და როგორ. როგორც ამბობენ, პირველ შვილზე ყოველთვის ექსპერიმენებს აწყობენ მშობლები და მეორეს ადვილად ზრდიან :დ

@ქეით, ჰაჰა. რა კარგია შენი დისშვილი, ნეტავ ეზრა როდის მეტყვის ეგრე =))) ხო, აბა ახლა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი შვილია და სხვა ყველაფერი ბოლო ადგილზე გადავიდა :)

Kate said...

ისე, ლაპარაკზე გამახსენდა.
ქართულს არ ასწავლი???


Anonymous said...

კაი რა
... 50 წუთი როგორ გაუძელი , რკინის ნერები გნია, ტავიდანვე ოდნავ გაგერწია და იმდროსაც რაც მოთქმა გოდებაი გაატარა, მშვიდად ძილ მოახმარდა:(

სოფი שרה Golden said...

@ქეით, კი.

@თამუნათამი, შენ ეგა თქვი :დ

შორენა said...

სოფი, მეც მტკივა ბეჭები, მეც ბურთულას ვეძახი ანდრიას და საერთოდ არასდროს ვაცდი ტირილის დაწყებას, სულ ვცდილობ ჩემთან მყავდეს, გავუღიმო და ისიც ეგრევე კარგ ხასიათზე დგება, ჭყლოპინებს და ფეხებს იქნევს, ეხლა როცა დასასვენებლად ვიყავით ხელში აყვანას მიეჩვია, ვიფიქრე გადავაჩვევთქო, მაგრამ სულ ტიროდა,ხოდა რაც დრო გადის სულ მინდა ჩემს გვერდით იყოს, მერე რომ წამოიზრდება უკვე სათამაშოებითაც გაერთობა:) კარგია, რომ გაქრი ფეისბუქიდან, მეც ამას ვაპირებ უკვე. ვისაც შენი ამბები აინტერესებს, ის თავისი ბლოგროლიდანაც გადავა (ჩემსავით) შენს მზიან ბლოგზე და გაიგებს ყველაფერს:) ძალიან თბილი ტექსტი იყო. ბედნიერებას გისურვებ:*

Sophie שרה Golden said...

@შორე, გამიხარდა შენი კომენტარი და ანდრიას ამბებიც ცოტა გავიგე. საყვარელი ბურთულა.
მე ვაცდი ტირილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი საქმე და მხოლოდ ორი ხელი მაქვს.
ეზრას სულ უყვარდა ხელში ჭერა და რაც უფრო იზრდება, კიდევ უფრო უყვარდება. ახლა თავის საწოლშიც აღარ მოსწონს წოლა და ჩემთან ჩახუტებით უნდა დაძინება.
დიდი მადლობა!!! შენც ბედნიერებას, სიხარულს და თბილ შემოდგომას :)