Tuesday, September 11, 2012

Postpartum თმა

ფეხმძიმობისას ორგანიზმში დიდი დოზით ესტროგენი გამოიყოფა, რაც თმის ცვენას აჩერებს, დღეში კი ქალმა 100 ღერი თმა უნდა "მოიცვალოს". სადღაც მესამე თვიდან, თმა ისე გამიხშირდა, გაოცებული ვიყავი, როცა დაბანის შემდეგ, შეიძლება ერთი ღერიც არ ჩამომვარდნოდა აბაზანაში და ვარცხნის დროსაც იგივე მეორდებოდა. მიხაროდა, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩემი თმა ორ–სამ ადამიანზე მეტს არ უნახავს.
სამაგიეროდ, მშობიარობიდან ოთხ თვეში ისეთი თმისცვენა დამეწყო და დღემდე გრძელდება, რომ ჩემი სქელი თმის ნახევარიღაა დარჩენილი. ექიმებიც და ყველა ნაცნობი ამბობს, რომ ნორმალურია. ეს ის თმა მცვივა, რომელიც ფეხმძიმობის დროს მყარად იყო მიბმული კანზე, როცა ყოველდღიურად ნელ–ნელა უნდა შეცვლილიყო. ძალიან კარგი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა 100 ღერი თმა დღეში ხუთჯერ გცვივა და მთელი სახლი თმითაა მოფენილი, თითქოს შინაური ცხოველი გყავდეს. Babycenter–ში ამბობენ, ბავშვი კარგად შეამოწმეთ, თუ უცბად ატირდება, რადგან შეიძლება ზურგზე, ტაკოზე და სხვა ადგილებში მიეწებოს თქვენი თმაო. ჰოდა, ეზრა სულ "გადმობერტყვაში" მყავს. ახლახან გამოვუცვალე და საფენში ვუპოვე ჩემი თმის ღერი :/

რადგან საქმე ჰორმონებს ეხება (სხვა რას უნდა ეხებოდეს, ქალები ხომ ჰორმონებისგან ვართ აწყობილი და არა ნეკნისგან, ამას წყალი არ გაუვა), რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ისე სწრაფად იცვლებიან, თვალს ვერ დაახამხამებ. ყველა ამბობს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ თმის ცვენა თავისით ჩერდება, თუმცა შეიძლება ვიტამინების მიღება. ყველაზე მეტად, რაც ნერვებს მიშლის, რჩევაა, ამ დროს თმა მოკლედ შეიჭრა.
როგორც ამბობენ, 9 months up & 9 months down. მეტი რა დამრჩენია, უკვე 5 თვე გავიდა და ვნახოთ, როდის დაბრუნდება ჩემი სქელი თმა და ძველებური თხელი კისერი.


დრიუს ისევ არ გაუჩენია. ისე ველოდები, გოგო ეყოლება თუ ბიჭი და რას დაარქმევენ. მინდა, რამე ლამაზი ებრაული სახელი დაარქვან და "ვაშლ–მსხალ–ატამი" არა, უკვე ბანალურ ჰოლივუდურ სახელებადაა ქცეული და მძულს.

2 comments:

Keti said...

რამდენი ცვლილება ხდება ქალის ორგანიზმში ფეხმძიმობის დროს... სოფი, მართლაც ალბათ აჯობებს ვიტამინების მიღება და კიდევ თმის ნიღბების გაკეთება, რომ თავის კანი და თმა იკვებოს. შესაჭრელად მეც მენანება, მახსოვს ფოტოებიდან შენი ლამაზი თმა.

ჰოლივუდური ვითომ ორიგინალური სახელები მართლა მომაბეზრებელია უკვე.

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ნუ იტყვი. მართლა იმდენ ცვლილებას გადის ქალის ორგანიზმი დაბადებიდან, რომ მიკვირს, როცა ქალებს კიცხავენ, განსაკუთრებით კაცები, რომლებიც ვერასოდეს მიხვდებიან და განიცდიან ამ ყველაფერს.
ხო, ღმერთმა მომცა კარგი თმა და ჰორმონებიც, რომ მაკონტროლონ :)))