გრძნობები კი არ ცვდება ან ნელდება, უბრალოდ ქორწინების მერე ბევრი რამ რუტინად იქცევა, ფინანსებზე მეტ ფიქრს იწყებ, სადილებზე და ვახშმებზე... განსაკუთრებით, პატარა ბავშვი რომ გვყავს, ერთმანეთისთვის ნაკლები დრო გვრჩება და ადრეც ვწერდი, ისე ვიღლებით, ის სამსახურში, მე – სახლში, რომ ძილის მეტი არაფერი გვენატრება.
ამიტომ დიდხანს საუბარსაც ვერ ვახერხებთ. ალბათ, ყველა ოჯახში ეს პერიოდი, როცა ბავშვი ჯერ ერთი წლისაც არ არის, საკმაოდ რთულია და სინდისი გქენჯნის, გინდა მეტი დრო დაუთმო ქმარს და ამ დროს, შენს შვილთან გაგირბის გული, გინდა ჩაიხუტო და მის რბილ, სასაცილოთმიან თავს ეფერო გაუჩერებლად. პირველი თვეები მიკვირდა, როცა ჩემი ნაცნობები ამაზე ჰყვებოდნენ და დედაჩემიც მარწმუნებდა, ეზრაზე მეტად ამქვეყნად არავინ გეყვარებაო და მე არ მჯეროდა.
უკვე მჯერა...
ახლა ბლოგის სტატისტიკას გადავხედე და ამ კვირაში
ეს პოსტი ბევრჯერ უნახავთ, წავიკითხე და გული გამითბა. ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ გამახსენდა ის პერიოდი, როცა ვხვდებოდით და როგორი რომანტიკულ–მხატვრული გრძნობები მქონდა.
კარგია ძალიან.
ამიტომ არაფერი ჯობია წერილების, განსაკუთრებით პოსტებად შენახვას.
ჩემი ნაცნობებისა და დედაჩემის კი ბოლომდე მაინც არ მჯერა ;)
ღამე მშვიდობისა!!!
პ.ს. მიხარია, რომ მაშინაც და ახლაც ყველაზე ახლო მეგობრები ვართ. ხომ ერთად ვართ და სიზმრებში მაინც დღემდე ვხედავ, რა შტერი ვარ ამხელა ქალი.
8 comments:
სოფი ძალიან მოგვენატრე <3 ღმერთმა გაგიზარდოს პატარა. ბედნიერებას გისურვებ.
შტერი კი არა შეყვარებული ცოლი ხარ :)
ამ პოსტთან არაფერ კავშირშია, უბრალოდ აღშფოეთებული ვარ ქვეყნიერებაზე, ახლა გამახსენდა, რომ ჯერ ფოტოები შემომაკლდა და მერე სულ გაქრა, მერე ფეისბუქზე მიწერ მოწერა მიკომენტარება მომაკლდა და სულ გაქრა, მაილი ისედაც იშვიათი იყო, ეს ბლოგიღა დამრჩა, რომელიც აშკარად არ მყოფნის, ჰოდა უფრო აღვშფოთდი, იმედია ამასაც არ გააუქმებ. რა წესია.
ეს გახსოვს?
"მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა,
დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი,
მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად
შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი".
მე და თეა მაგარ სასაცილო ამბავში ვართ, გუშინწინ შუაქუჩაში ვიხეოდით სიცილით, ეს რა გვჭირსო. მოგწერ მერე შაბათის ამბებთან ერთად.
შე, ცოლო, დედა და რა ვიცი კიდევ :)) სანობა არ დაკარგო იცოდე ამ საქმეების გადამკიდე.
შარზე ვარ დღეს მთელი დღე, რა სისულელეებს ვწერ
@გაბო, მადლობა!!! <3
@ჯუნა, ხო, აშკარად :დ
@ნატა, ახლა ვზივარ და ვწერ ეს დაღლილ–დაქანცული და ეზრასგან მოდრეკილი სანი დედამშობელი, ამომასუნთქე, ადამიანო! :პ აააა, ველი წერილს სასწაულად.
ჰოდა, ეგ ლექსი არ მახსოვს :/ ვაიმე, მე ხომ არ ვთარგმნე ახალგაზრდობაში, ნეტა, ახმატოვაა?
სულ გკითხულობ და სულ გელოდები, ოღონდ არ ვაკომენტარებ ხოლმე. უბრალოდ ამ წუთას მომინდა მეთქვა, რომ ძალიან ჩემიანი ხარ :)
@Anonymous, დიდი მადლობა, ძალიან გამითბა გული. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა ვინმესიანი ხარ.
"ცოტაც და" ჩადგებით ისევ რომანტიულობის კალაპოტში.
პირადად დამჭირდა ორი წელი, რომ "აზრზე მოვსულიყავი", ისევ ქალად მეგრძნო თავი და ა.შ.
@სალო, უკვე აღარ მჯერა, თუ ოდესმე თავს ქალად ვიგრძნობ: ერთი გამოუძინებელი და გასუქებული რძის საწარმო ვარ ამჟამად.
Post a Comment