გუშინ მე და ეზრა გადავდიოდით შუქნიშანზე და ჩვენს გვერდით სხვა დედა–შვილი მოდიოდა. ბავშვი იმ ასაკის იყო, კითხვა რომ ახალი ნასწავლი აქვთ და ყველაფერს კითხულობენ, აფიშებს, კედელზე წარწერებს, ტრამვაის ბილეთებზე ამობეჭდილ ნომრებს...
მოკლედ, პატარა ბიჭი იყო და გავიგონე, დედას ეკითხება: super push up BH (ანუ ბიუსტჰალტერი, გერმანულად ასეთი აბრევიატურა აქვს) რას ნიშნავსო? ჰ&მ–ის პლაკატებითაა ქალაქი აჭრელებული და იქ წაუკითხავს, აფუშაფებული და წამოწოლილი ლეტიცია კასტათი. ვეღარ გავიგონე, დედამ რა უპასუხა და როგორ აუხსნა. წარმოვიდგინე, ეზრა რომ გაიზრდება და ისიც მსგავს შეკითხვებს დამისვამს.
მაგას თავის დროზე მოვიფიქრებ. მაგრამ ლეტიცია კასტას ეს პლაკატები საოცრად გამაღიზიანებელია. შეიძლება მე დავბერდი და ამიტომ, მაგრამ არავითარი ფასეულობა აღარ არსებობს ამქვეყნად, ამჩნევთ? ფემინიზმსა და ქალთა უფლებების დაცვაზე დაიწყებენ საუბარს, ირანს დაუწყებენ დაცინვას და მერე საქართველოსაც მას შეადარებენ. რითი ჯობიან ირანს, რადგან იქ შიშველი და "ძუძუებფუშაფებული" ქალების სურათები არ არის ყოველ ნაბიჯზე?
გუშინ ერთი მეგობრისგან მივიღე წერილი. ადრე მოგიყევით კიდეც, იელში სწავლობდა და ახლა სესილ როუდსის სტიპენდია მოიპოვა და ოქსფორდში გააგრძელებს. უჭკვიანესი გოგოა, თავმდაბალი და ყველა "პროგრესული ქალისგან" განსხვავებული. არასოდეს იტყვის ზედმეტს და თავი ჭკვიანად არ მოაქვს, ამას უბრალოდ მასთან ურთიერთობაში ხვდები და სასწაული პატივისცემით იმსჭვალები მის მიმართ. ძალიან გამიხარდა მისი წარმატება.
ისე უცნაურად დაემთხვა, რომ ჩემი გუშინდელი დღის საფიქრალი ეს ორი ქალი და საერთოდ, ჩვენი, ადამიანების მომავალი იყო. როცა გგონია, რომ მორჩა, კაცობრიობა ჭაობში იფლობა და წმინდა აღარაფერი გააჩნია, აუცილებლად გამოჩნდება ნათელი წერტილი, რომელიც ნამდვილად ცდილობს ცვლილებები შემოიტანოს და ყველას დაანახოს, თუ სად არის ჭეშმარიტება და ის, რაც ადამიანებს უკეთესებად აქცევს.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



5 comments:
სანამ ტვიტერიდან გადმოვედი, ვფიქრობდი, ეს რა ახალი სიტყვაა–მეთქი, ნეტა რას გულისხმობს :)
მიყვარს, პატარები რომ კითხვებს სვამენ – რატომ, რას ნიშნავს, რა არის :) ახლა გავიფიქრე, რომ ტვიტივით უნდა იყოს პასუხიც – მოზომილი და ტევადი.
ასეთი ნათელი წერტილების გამოა ცხოვრება მშვენიერი.
მსგავს კითხვებს თავიდან ვერ აიცილებ, ხშირად მიფიქრია მაგაზე, როგორ სჯობს ახსნა. აი, კომბოსტოშიგოპოვნე და მაიმუნობები არ მომწონს :))
მე არ მომეჩვენა გამაღიზიანებლად ეს პლაკატი, ჩვეულებრივი რეკლამაა, ამ შემთხვევასი კარგი თეთრეულის.
კითხვებს რაც შეხება, ახნას აუციულებლად მოიფიქრებ,რთცა ამის დრო მოვა, ვფიქორბ, აუცილებლად სიმართლე უნდა ვუთხრათ ბავშვებს, ცოტა საბავშვოდ მისადაგებული, მაგრამ სიმართლეები : )
მე თვითონ თეთრეული არ მომწონს და ვულგარულად მეჩვენება, ამიტომ ბავშვს ვეტყოდი, რომ H&M ცუდი ტიპია :)))))))
@ქეთი, ხო მეც მიყვარს და ერთი სულით ველოდები, ეზრა როდის დაიწყებს, მიუხედავად იმისა, ვიცი, ამასთან ერთად პასუხისმგებლობა ერთი–ათასჯერ მომემატება, თუ რა პასუხი უნდა გავცე.
@ნათი–კუდა, მეც ისე გავიზარდე, დედაჩემს არ უთქვამს კომბოსტოში გიპოვე ან წერომ მოგიყვანაო და პატარაობიდან ვიცოდი, მუცელში რომ ვეჯექი და მერე გამაჩინა (დეტალები არა, გასაგებია), ამიტომ მეც ასე ავუხსნი ეზრას თავის დროზე :)
@ბაბისა, მე მომეჩვენა და არ მომწონს საშინლად. აი ნინამ ზუსტად თქვა, საშინლად ვულგარულია და უხარისხოც, დარწმუნებული ვარ, 10 ევროიანი თეთრეული რა უნდა იყოს.
აბსოლუტურად გეთანხმები, ნათი–კუდას დავუწერე ზემოთ და შენც იგივე გითქვამს უფრო ლამაზად, ბავშვისთვის მისადაგებული სიმართლე.
@ნინა, კი ძალიან ვულგარულია! :((( ჯერ იყო და მთელი ზაფხული დევიდ ბექჰემის ქვედა ტანით იყო ქალაქი სავსე ამავე ჰ&მ–ის და ახლა ლეტიციას ზედა ტანით, TOO MUCH!!!!
Post a Comment