ადრე დავწერე, ივ როშეს ფირმა როგორ მხიბლავს და მაკოტრებს :დ ყოველთვე მომდის ახალ–ახალი შემოთავაზებები და მხოლოდ ბოლო ორი თვის მანძილზე გავუმკლავდი რეკლამას, რომ არაფერი შემეკვეთა.
ეშმაკობა იმაშია, რომ პროდუქცია არც ისეთი ძვირია, როცა ფოსტით უკვეთავ, სამაგიეროდ, გამოგზავნა ღირს 3,50 ევრო, თუ 20–30 ევროს არ აღემატება შენი სასურველი პროდუქცია. ამიტომ, მინიმუმ ამდენი ევროს კოსმეტიკას თუ ჰიგიენურ საშუალებებს ვუკვეთავ ხოლმე, რომ უფასოდ გამომიგზავნონ, თან საჩუქრებიც დაამატონ გამოგზავნისას. ვიცი, რომ შტერობაა და მარკეტინგის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ეს საჩუქრები ზოგჯერ ამად ღირს და ზოგჯერაც – არა.
შეიძლება ზოგი ბევრ კოსმეტიკას იყენებს, მაგრამ მე ორ–სამ თვეში ერთხელ ტუშის და ტუჩის საცხის შეკვეთა, ან სახის კრემების, სრულიად მეყოფოდა. რამდენჯერ უნდა შევუკვეთო ბოლოს და ბოლოს (რიტორიკული კითხვაა)?
ჩემი მეორე ცოდვა ამაზონია.
სულ ვიკავებ თავს და ვითომ პირობაც დავდე, რომ იშვიათად შევუკვეთავდი რამეს, მაგრამ თვეში ერთი–ორჯერ მაინც ვდგები და წიგნებს ვყიდულობ. წინა წელს უმეტესად ჩემთვის და ახლა – ეზრასთვის ვიწერ.
ჩემი დღევანდელი შენაძენი, უფრო სწორად, კვირას შევუკვეთე და დღეს მომიტანეს, ირანელი მწერლის, აზარ ნაფისის წიგნია: "რაზეც არ ვსაუბრობდი" (ჩემეული თარგმანი "Things I've been Silent About"-ისა). აუცილებლად დავწერ, როგორი წიგნი იქნება, ერთი სული მაქვს წავიკითხო.
...მესამე ცოდვაც მაქვს. ფრჩხილების ლაქი, იცით.
ივ როშეს მოწითალო ვარდისფერისა და P2–ის ზამთრის შესაფერისი უფერული coat–ის ნაზავი.
ბედნიერი ოთხშაბათი გვქონდეს ყველას და საკმარისი ფული, რომ სინდისის ქენჯნის გარეშე შევიძინოთ სასურველი ნივთები, თუნდაც უსარგებლო :ლოლ:
GIRLS GOTTA HAVE THEIR FAVOURITE THINGS!!!
პ.ს. სამწუხაროდ, ივ როშე და ამაზონი არ მიხდიან ფულს რეკლამაში (ჯერჯერობით) :დ
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



12 comments:
როგორ ერთნაირად ცოდვილები ვყოფილვართ :) ოღონდ მე ეგ ძირითადად ბიჟუტერიაზე მჭირს . ამაზონიც დავამუღამე ახლა და უკვე ვჯავრობ, ამ თვეში მეორე ფეხსაცმელი გამოვწერე... ივ როშეს მაღაზიას რაც შეეხება აქ გვაქვს ჩვენ, ქუთაისში :)
ივ როშე მეც მიყვარს, თუმცა ალესანდერპლატზე სავაჭრო ცენტრი რომ არის ,,ალექსა" გეცოდინება, რამდენჯერაც მოვხვდი, იმდენჯერ სასწაული ფასდაკლება ჰქონდათ და შესაბამისად 10 ევროდ ძალიან ბევრი რაღაც ვიყიდე:)) ამაზონს შენ ასე ვთქვათ ძალიან ,,კულტურულ-ინტელექტუალურად" იყენებ:))) მე შენს ადგილზე სინდისი სუფთა მექნებოდა.
@ჯუნა, ხო. როგორ არჩევ ბიჟუტერიას და ტანსაცმელს? მე თუ არ ვნახე, ხელი შევახე, მილიონჯერ გავიზომე, ონლაინ არ შემიძლია ეგეთი რაღაცების ყიდვა.
@nobodyt, კი, ვიცი, რამდენჯერ გამიტარებია მთელი დღე მანდ :დ ცოტა დამამშვიდე შენ ამაზონთან დაკავშირებით, მადლობა =))
ლამაზი თითები გაქვს სოფი )
ჰაჰაჰ ჯერ-ჯერობით კარგი იყო :)))
დაწერე მერე, როგორი წიგნი აღმოჩნდება.
ბოლო დროს კი ივ როშეს მეც დავუმეგობრდი, მას მერე რაც დაგროვების ბარათი და ფასდაკლების ვაუჩერი მაქვს, ცდუნებისგან თავის შეკავება გართულდა :)
@ანუშკა, მადლობა, მაგრამ მგონი, ნაოჭები გამიჩნდა ამ ბოლო დროს ხელებზე :/ :)))
@ბაბისა, ზუსტად ასეთი რაღაცების გამო მიზიდავს მეც :)) [რა კარგია შენი ახალი პოსტი]
რა ნაცნობი პროდუქტებია! თვალს უხარია! :) უკან რომ დევს მაღალ ბოთლში, Riche, 40+ ასაკობრივი ჯგუფისთვისაა. 7 მცენარის ზეთს შეიცავს და ძვირფასი რამეაო :) შენ ალბათ საჩუქრად მოგცეს. ლაქის ფერი როგორ მომწონს! ამ სეზონს ძალიან უხდება! მეც ძალიან მიყვარს ლაქები. 2-3 დღის მერე ის ფერი მბეზრდება და სხვას ვისვამ. მომწონს, აქ ჰოლდენის იხვებიც რომაა და girlie stuff-იც :)
@თინითა, :)))) ხო, ეგ საჩუქრად მომცეს და დედაჩემს ვუნახავ. მეც, როგორც კი დრო მრჩება და ეზრა დიდხანს ძილით მანებივრებს, მაშინვე ლაქს ვიცვლი :) მადლობა, მიხარია, რომ ყველაფერია აქ და მოგწონს.
უჰ, ეგ ტკბილი ცოდვებია :) მაგრამ მოლოდინი კარგი რამ არის ხოლმე, როცა რაღაც სასურველი უნდა გამოგიგზავნონ – თითქოს საჩუქარი იყოს და ნაყიდი არ გქონდეს :)
მე ინტერენეტშოპინგს ცოტა ვერიდები, ამიტომ ძალიან არ მქენჯნის სინდისი :)
როგორ ველოდები ხოლმე, სოფი, შენს პოსტებს :) მგონი დღეში ორჯერ შემოვდივარ და ვამოწმებ ახალი ხომ არაფერია :) წიგნებზე მეც ვცოდავ ჩემი საცოდავი ბიუჯეტით
მეც მასე ვიყავი ივ როშეზე, თავად ვერაფერს ვიყენებდი და ხან ვის ვჩუქნიდი ხან ვის. ახლა ნებისმიერ მსგავს რეკლამას "დათვალიერების" გარეშე ვყრი ცენტრალურ სანაგვეში, რამე რომ არ შემომეყიდოს.
@ქეთი, ზუსტად ეგ გრძნობაა, ამანათი რომ მოდის და ხსნი, თითქოს მართლა საჩუქარია :)
@მზია, მადლობა, სტიმულს მაძლევს ასეთი სიტყვები.
@ტომა, იმედია, მეც ნელ–ნელა გავუმკლავდები და ნაგავში გადავუძახებ მომდევნო სარეკლამო ბროშურებს... :დ
Post a Comment