მაშ ასე, ბროდის სევდიანი თვალებისა და ლამაზი თითების მოყვარულებო,
here's the DETACHMENT:
რომელიც, ჩემებურად, "ცალკე"–დ ვთარგმნე.
ტონი ქეის ფილმია, იმავე რეჟისორის, ვინც თავის დროზე American history X–ით გამაოცა და დიდხანს მაფიქრა. სახელწოდება ალბერ კამიუს ფრაზიდანაა აღებული და გავრცობილი, თუ როგორ არიან ადამიანები ერთმანეთისგან გაცალკევებულები, როგორ ვერ პოულობენ ორ წამს ერთმანეთის მოსასმენად და ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორია დღევანდელი ოჯახები – ტელევიზორსა და კომპიუტერში შემძვრალი, თვალებდაცარიელებული და ინდიფერენტული. თუ არ ვცდები, ფრანგულსა და ესპანურ ენებზე, ფილმი, როგორც "ინდიფერენტულობა" თარგმნეს და შეესაბამება კიდეც.
სასწაული ფილმია. დედაჩემი როგორც იტყვის ხოლმე, დაავადებულ საზოგადოებას ისე კარგად აჩვენებს, გეშინია და ხვდები, შენც აღარაფერი დაგრჩენია, მისგან განცალკევებისა და დამალვისა.
საერთო ჯამში, ფილმი ამერიკის განათლების სისტემას ეხება, თუმცა ასევე კარგად ერგება ნებისმიერი სხვა ქვეყნისას, რადგან მთელ მსოფლიოში დღეს ერთნაირი სკოლებია: დაჩაგრული მასწავლებლებით სავსე, რომლებმაც თავხედი მოსწავლეების უფლებები არ უნდა დაარღვიონ, ამ დროს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოვარდნენ და ერთმანეთი ისე დახოცონ, თვალი არ დაახამხამონ. ბუნებრივია, ასე ცალსახად არ არის ყველაფერი და ამ ფილმშიც ერთმანეთს არავინ ხოცავს, უბრალოდ, სხვადასხვა მხარეა ნაჩვენები, ძალიან ჭკვიანურად და გულისგამყინავად, როგორც ქეიმ იცის ხოლმე.
ვისი ბრალია ძალადობა?
ვისი ბრალია მარტოობა და გაცალკევება?
ვისი ბრალია, მედია რომ გონებას გვიყინავს?
მე გამიჩნდა ასეთი კითხვები ფილმის ნახვის შემდეგ და კიდევ უფრო ავღელდი: როგორ უნდა აღვზარდო ჩემი შვილი მშვიდ და მოაზროვნე ადამიანად? გულკეთილ და ამავე დროს ძლიერი ხასიათის, ნებისყოფის მქონედ?
ან იქნებ მხოლოდ აღზრდაც არ არის "თუ ბუნებამც არ უშველა?.."
ედრიენ ბროდია მთავარ როლში და თვითონაც იცით, როგორი კარგი ფილმი უნდა იყოს, როგორი საინტერესო და სევდიანი.საერთო ჯამში, ფილმი ამერიკის განათლების სისტემას ეხება, თუმცა ასევე კარგად ერგება ნებისმიერი სხვა ქვეყნისას, რადგან მთელ მსოფლიოში დღეს ერთნაირი სკოლებია: დაჩაგრული მასწავლებლებით სავსე, რომლებმაც თავხედი მოსწავლეების უფლებები არ უნდა დაარღვიონ, ამ დროს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოვარდნენ და ერთმანეთი ისე დახოცონ, თვალი არ დაახამხამონ. ბუნებრივია, ასე ცალსახად არ არის ყველაფერი და ამ ფილმშიც ერთმანეთს არავინ ხოცავს, უბრალოდ, სხვადასხვა მხარეა ნაჩვენები, ძალიან ჭკვიანურად და გულისგამყინავად, როგორც ქეიმ იცის ხოლმე.
ვისი ბრალია ძალადობა?
ვისი ბრალია მარტოობა და გაცალკევება?
ვისი ბრალია, მედია რომ გონებას გვიყინავს?
მე გამიჩნდა ასეთი კითხვები ფილმის ნახვის შემდეგ და კიდევ უფრო ავღელდი: როგორ უნდა აღვზარდო ჩემი შვილი მშვიდ და მოაზროვნე ადამიანად? გულკეთილ და ამავე დროს ძლიერი ხასიათის, ნებისყოფის მქონედ?
ან იქნებ მხოლოდ აღზრდაც არ არის "თუ ბუნებამც არ უშველა?.."
მიუხედავად იმისა, ბევრი იტყვის, რომ "პიანისტს" ვერ შეედრება ეს ფილმი და ვერც შეედრება, ისევე როგორც ბროდის გმირი. აქ ისეთი სულისშემძვრელი ვერ არის, როგორც შპილმანის როლში იყო, მაგრამ ცდილობს, ძალიან ცდილობს და ამიტომ, კიდევ უფრო მიახლოებულია რეალობასთან.
ბროდის გარდა, ფილმი სავსეა ბევრი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო მსახიობით, მათ შორის მარსია გეი ჰარდენი, ლუსი ლუ, ჯეიმს კაანი, ბლაით დენერი (გვინეტ პელტროუს ჩრდილში მყოფი დახვეწილმანერებიანი დედა), უილიამ პიტერსენი და სხვები, რომლებიც საოცრად კარგად ასრულებენ როლებს და დიდ სიამოვნებას ანიჭებენ მაყურებელს. ყოჩაღ, ტონი ქეი, ასეთი კარგი ფილმისთვის!
მადლობა ღმ–ერთო ედრიენ ბროდისთვის! :)
ბლაით დენერი
ლუსი ლუ
მარსია გეი ჰარდენი
უილიამ პიტერსენი










12 comments:
,,პიანისტი''მაქვს ნანახი,მაგრამ მსახიობის სახელი და გვარი არ ვიცოდი. არაჩვეულებრივად თამაშობს.მახსოვს,რომ ემოციურად ძალიან იმოქმედა მაგ.ნანგრევებში რომ უკრავს.ამ ფილმსაც ვნახავ.
კამიუს "უცხოს" გაფილმებული ვარიანტია ალბათ. მე არ ვგიჟდები პიანისტზე მაინცდამაინც. შემიძლია ავხსნა რატომაც, თუმცა, შეგიბრალებთ და არ დავიწყებ ))) ძალიან აქტუალური თემატიკაა. მედიის მნიშვნელოვნობა ძალიან მხვდება გულზე, რადგან საბოლოო ჯამში, იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რასაც მედია გვიქმნის, მეტადრე საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი. მოკლედ, დასკვნის სახით, ამ ფილმს აუცილებლად ვუყურებ ))
გადმოვწერეთ უკვე. თემა მაინტერესებს.
თვალნი და თითნი - მართალს ბრძანებთ. "პიანისტში" კარტოფილით რომ მოიწამლება და წევს, მაშინ აქვს ძალიან დასამახსოვრებელი სახე. ბოლოსაც, უკვე მშვიდობა როა და სტუდიაში უკრავს.
მამა იყო ასეთი სტილის, მაღალი, გამხდარი, მოგრძო სახით და თხელი თითებით. შეიძლება ამიტომაც მომწონს ედრიენი. ერთხელ დედამისი ამბობდა ინტერვიუში, სულ რესტორნებში დავყავარ და მიხარიაო :))) დამამახსოვრდა. მაშინ ოსკარი ჰქონდა მგონი ახალი მიღებული.
@თორნიკე, მიხარია, რომ მისი სახელი და გვარი ახლა ჩემი ბლოგიდან გეცოდინება :)
@ჯეობლონდ, ნუ შეგვიბრალებ! :დ
@ტინიტა, კი, ძალიან განსაკუთრებული სახე აქვს, ისეთი, ჰოლივუდის ლამაზმანი ფლეიბოები ახლოსაც რომ ვერ მივლენ ედრიენთან. :)
რა კარგი შვილია. ხო, მეც წამიკითხავს სადღაც, რომ დედასთან ძალიან ახლოსაა.
სოფი, ახალ პოსტს კომენტარების ველი გამორთული აქვს და ამიტომ აქ ვწერ
მე ის წარმოვიდგინე, თუ როგორ მოგვიყვბი ეზრას პირველი სიტყვების ამბავს. ისე მალე გადის დრო (ან სხვისი ბავშვები იზრდებიან მალე, როგორც ამბობენ ხოლმე)
ბედნიერ დღეებს გისურვებ! :*
პ.ს. ეს ფილმი არ მინახავს და აზრს ვერ გამოვთქვამ, ის კი მახსოვს, რომ ედრიენი შენი საყვარელი მსახიობია
:)
ამის მომდევნო პოსტზე მინდოდა კომენტარის დატოვება და არ გამოდის. :/
"მთელ მსოფლიოში დღეს ერთნაირი სკოლებია: დაჩაგრული მასწავლებლებით სავსე, რომლებმაც თავხედი მოსწავლეების უფლებები არ უნდა დაარღვიონ" ჩემს სკოლაში პირიქით იყო, ძალიან ვბრაზდები, რომ ვიხსენებ რამდენს "ბედავდნენ" მასწავლებლები :დ
დავინტერესდი ფილმით, ჩავუჯდები ახლო მომავალში :)
✿❀✿
@ქეთი, :) ასე ამბობენ, მაგრამ მართლა მალე იზრდებიან ბავშვები, საკუთრებიც კი. ისე გაირბინა უკვე ერთმა წელმა, ასე მგონია ბოლომდე ვერ მოვასწარი თოთო ეზრას მოფერება და რა ვიცი, ჩახუტება და გამისხლტა ის პერიოდი, ხან მგონია :)
დიდი მადლობა, შენც ბედნიერი დღეები გქონოდეს!
@ქეით, ეხ :/ :დ
@დრიმარ, ძალიან ცუდია :( საერთოდ ცუდია, როცა მასწავლებლებიც ასე ექცევიან ბავშვებს. რაღაც მომენტში, ისევ უფროსების ბრალია, თუ უმცროსი თაობა არ ვარგა, ხომ იცი :/ დღეს ბავშვებს ოდნავი პატივისცემის ნატამალიც კი აღარ აქვთ უფროსების მიმართ, საქართველოში გინდა თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
ჩემი საყვარე ქუოთი: Henry Barthes: Examples of this in everyday life: "Oh, I need to be pretty to be happy. I need surgery to be pretty. I need to be thin, famous, fashionable." Our young men today are being told that women are whores, bitches, things to be screwed, beaten, shit on, and shamed. This is a marketing holocaust. Twenty-fours hours a day for the rest of our lives, the powers that be are hard at work dumbing us to death.
So to defend ourselves, and fight against assimilating this dullness into our thought processes, we must learn to read. To stimulate our own imagination, to cultivate our own consciousness, our own belief systems. We all need skills to defend, to preserve, our own minds.
@გვანცა, ვიცოდი, რომ შენი საყვარელი quote–ც ეს იქნებოდა. დღეს ეს სიტყვები ყველას უნდა წააკითხო და დაამახსოვრო ზეპირად.
განსაკუთრებით ქალებზე, მაგრამ რა ვქნა, როცა თვითონ ი–whore–ებენ თავებს და მოსწონთ კიდეც. მოკლედ, ნერვებს მიშლიან სასწაულად.
ტელევიზორში ვეძებდი რაიმე მსუბუქ ფილმს. ამას სათაურად ეწერა ”დროებითი მასწავლებელი”, რატომღაც ასე თარგმნა ერთ-ერთმა რუსულმა არხმა. რატომღაც ვიფიქრე რომ შესაძლოა კომედია ყოფილიყო და ჩავრთე. პირველივე კადრებზე მივხვდი რომ ეს არ იყო კომედია, თუმცა ბროუდიმ მეც დამტოვა ეკრანთან და განტვირთვის მაძიებელს ეს ფილმი მაყურებინა. ცოტაა ხოლმე ისეთი ფილმი სადაც ერთდროულად მშობლებზეც ყვებიან და ბავშვებზეც, მსაწავლებლებზეც და ექიმებზეც, თანამშრომლებზე და მეგობრებზე, უბრალოდ ადამიანებზე და ადამიანურ ურთიერთობებზე, იმაზე თუ როგორ ქრება და იცვლება ყველაფერი, როგორ იყინება ემოციები და სამყარო, როგორი მექანიკური ხდება არსებობა, როგორ დავკარგეთ ადამიანებმა ფერების შეგრძნება, როგორ დავკარგეთ სითბო და მზრუნველობა... ფილმი ფილმად კარგია, თუმცა უკეთესი ადამიანებს სწავლის უნარიც რომ არ დაგვეკარგა, სამყარო ალბათ უკეთესი იქნებოდა :)
@ჭიამაია, დიდი მადლობა კომენტარისთვის. ძალიან მომეწონა ამ ფილმის შენებური ხედვა. მაკლია შენნაირ ადამიანებთან საუბარი.
ძალიან ძლიერი და სევდიანი ფილმია, მტკივნეულიც, დასაწყისიდან დასასრულამდე თითქოს არაფერი ნათელი აღარ არსებობს და მარტო ბროდის გმირია, რომელიც სინათლის შემოტანას და ბავშვების განათლებას, პლუს ერიკას გადარჩენასაც ცდილობს.
ადამიანები ყველაფერს უკვე ვითომ ისე "ტოლერანტულად" ვუყურებთ, რომ ნამდვილი ღირებულებები გვავიწყდება და ვეღაფ ვხედავთ. საშინელებაა.
Post a Comment