Tuesday, May 28, 2013

სინათლის მოლოდინი

ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს ცხოვრებაში, ერთი სული რომ გაქვს როდის გაივლის ამდენი სიძნელე და სინათლე გამოჩნდება. ელოდები, ელოდები და არ ჩნდება და ნერვები გეშლება. მილიონი მხრიდან უყურებ, რელიგიური გინდა თუ სეკულარული, და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ გაივლის, სად წავა, მთავარია სულიერი სიმშვიდე და იმ არსებული ბედნიერების მადლიერება, რაც არსებობს.

მერე დღეს ერთმა ნაცნობმა ეს ფოტო გამომიგზავნა და რაღაცნაირად შემიმსუბუქდა სევდა.


6 comments:

Nobodyt said...

ზუსტად ! ზუსტად ასეთი პერიოდი გაქვს ჩვენც. ვნახოთ რა იქნება...

Linda said...

Go ahead, you can :) ყველაფერი კარგად გექნებათ :)

ana said...

ჩემთანაც ეგ პერიოდია..

სოფი שרה Golden said...

@თი, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად არასოდეს უნდა იყოს – ამას შენც გეუბნები და მგონი, პირველ რიგში ახლა ჩემს თავს :)

@ლინდა, მადლობა. აბა რა :))

@ანა, უჰ, რისი ბრალი უნდა იყოს, ნეტა? მაისის თუ 21–ე საუკუნის სტრესული ცხოვრების? :/

ana said...

სტრესული ცხოვრების და შიშების სოფი (

Sophie שרה Golden said...

ანა, რა ზუსტად თქვი – შიშების ნამდვილად, ცხოვრებისგან მოტანილი არასტაბილურობის შიშების :(