Wednesday, May 29, 2013

ბლოგოსერიები

დღეს მივხვდი, როგორი საჭიროა, ბლოგერები თავიანთ ელექტრონულ მისამართს წერდნენ ბლოგზე.
ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგს ვკითხულობ და აბსოლუტურად ყველას აქვს საკონტაქტო მონაცემები მითითებული, ტვიტერის, ფეისბუქისა თუ სხვა სოციალური პლატფორმების გარდა.

რამდენიმე ბლოგერმა მიიღო ჩემგან ი–მეილი დღეს, ხოლო მათთვის, ვისი ი–მეილიც არ მქონდა და არც ტვიტერზე არიან ბლოგზე დავუტოვე უზარმაზარი სპამ–კომენტარი. ტვიტერის მომხმარებლებს კი ახლა ამ პოსტის ბმულს მივაწვდი.

დღეს დილით, როცა ეზრამ 5 საათზე გაიღვიძა და მე ნახევარი საათით კიდევ შევაკავე საწოლში, რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი, ასეთი იდეა მომივიდა.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში არიან ბლოგ–მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა თემაზე აკეთებენ ციკლს და ყველა მათგანი წერს თითო პოსტს გარკვეულ თემაზე.
მერე ეს პოსტი ერთ ბლოგზე იდება (ამ შემთხვევაში, ჩემს SUNNY WORLD–ზე).

ბუნებრივია, იქ ავტორის ბლოგის ლინკი მითითებულია და მერე შენს ბლოგზეც წერ, რომ აი სადღაც შენი გესტ–პოსტია, ამის შედეგად მკითხველი იმატებს და მაგალითად, ჩემი მკითხველი შენთან გადმოდის და შენი – ჩემთან.

ვფიქრობ, ქართული ბლოგინგისთვისაც გამოსადეგია და საინტერესო.

მე მინდა, ზუსტად ასეთი “სერიის” გაკეთება, სადაც სხვადასხვა ქალი/გოგო ბლოგერები დაწერენ ისტორიას ქალებზე (დედა, ბებია, და, დიდი ბებია) ან უკეთესი, საკუთარ გამოცდილებაზე, ან სულაც რომელიმე წიგნის, ფილმის, ნახატის პერსონაჟი შეუძლიათ აიღონ და ამაზე ისაუბრონ, თავიანთ შთაბეჭდილებებზე, შეგრძნებებზე და ყველაფერზე, რაც გონებაში მოუვათ და მოესურვებათ. სახელწოდება “ქალების დღიურები” ექნება, ვთვლი, რომ მკითხველის მოსაზიდად საინტერესო უნდა იყოს, ხომ იცით, ყველას აინტერესებს, რა ხდება ქალების თავში (და დღიურშიც).

Deadline (ჩვენი ყველაზე რთული მომენტი, ვიცი): მინდა, ივნისიდან დავიწყოთ ეს ციკლი და კვირაში, მინიმუმ, ერთი პოსტი იყოს. თუ ორი იქნება, კიდევ უკეთესი.

ძალიან გამიხარდება თქვენი გამოხმაურება.
მსურველებმა კი, გთხოვთ, დაწერილი პოსტები იმ ი–მეილზე მომაწოდოთ, რომელიც ბლოგის ზემო მარჯვენა კუთხეშია მითითებული.

ბედნიერ დღეებს გისურვებთ და ველი თქვენს წერილებს.

12 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

სანი თემა ბუნდოვანია : ) im in
მხოლოდ რაზე ვწერთ ეს დააკონკრეტე <3

მარიამ ბლანკი¹³ said...

პ.ს მე ელ. ფოსტა მითითებული მაქვს, უბრალოდ ეტყობა ისე გადასწროლე რომ ვერ შენიშნე : ))

Sophie שרה Golden said...

ჩორვენ, ხო შეიძლება. თემა ნებისმიერი, რაც შენ გინდა, მთავარია ქალებზე იყოს: სამედიცინო კუთხე გინდა, მხატვრული, უბრალოდ საკუთარი გამოცდილება–შთაბეჭილება–შეხედულებები. თუ გინდა საკუთარი დედის, ბებიის, დიდი ბებიის ისტორიაც კი იყოს – მთავარია ლამაზად და საკაიფოდ იკითხებოდეს :)

piccolina said...

მე რამდენიმე თვეა გათიშული მაქვს ბლოგი. დროებით, იმედია ))

Sophie שרה Golden said...

@პიკო, ვიცი და ზუსტად დრო მოვიდა შენი "აღდგომის". დაწერე რა.

მარიამ ბლანკი¹³ said...

ჰო მივხვდი და ზუსტადაც მასეთ თემაზე დავწერე ))) სწორად მომფიქრებია : ))) ♥

Keti said...

სოფი, კარგი იდეაა და თემა, ოღონდ მე უფრო ემოციების შედეგად ვწერ ხოლმე და თუ ამ პერიოდში მომინდება რაიმეს მოყოლა და დავწერე, შეგეხმიანები.
ერთი სიკეთე მომიტანა შენმა შეხმიანებამ – ტვიტერზე 3 თვის მერე შევედი :)

Anonymous said...

დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. ჯერ არ ვიცი, რა კუთხით დავწერ, მაგრამ იმედია, უახლოეს მომავალში მივხვდები :))) სოფი, ძალიან კარგი იდეაა! :)

Dreamar said...

რა საინტერესოა :)

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, ვიმედოვნებ, რომ ემოციებითა და მუზების მოზღვავებით სავსე შაბათ–კვირა გექნება :)

@ჯეობლონდ, ველი შენგან პოსტს, ძალიან. მიხარია, რომ მოგწონს.

@დრიმარ, ძალიან და იმედია, დაინტერესდები.

Toma said...

shen erzas "chemi dgis rejimi akvs". magaac samsaxurshi xom ar echkareba dilis 5 saatze neta?

Sophie שרה Golden said...

@Toma, კი ეჩქარება, აბა რა :პ ეზრა იმ სამსახურის უფროსია, სადაც დედ–მამა ხელქვეითები არიან და დროზე უნდა "მოვიდნენ" სამსახურში :დ