ჩემო საყვარელო მკითხველებო და ბლოგერებო, "ქალების ოთახის" სერიისთვის პოსტების მიღება დასრულდება 15 ივნისს.
ბოლო კვირაში ძალიან ბევრი წერილი მივიღე, ზოგი პოსტით და ზოგი – პირობით, რომ მალე გამომიგზავნიან. ძალიან მიხარია ასეთი სითბო და გულისხმიერება ჩემი მკითხველებისგან.
ბევრ პოსტს ეტყობა, ავტორს ვალდებულების მოხდის გამო არ დაუწერია და არც პოპულისტობის, შემდეგ მის ბლოგზე ბევრი ვიზიტორი რომ გადასულიყო (მინდა გითხრათ, "ქალთა ოთახის" სერიებს სასწაულად ბევრი მკითხველი ჰყავს, ციკლის ბოლოს, შემაჯამებელ პოსტში, სტატისტიკას დავდებ). იგრძნობა, რომ მთელი გული ჩაუდევს და კითხვისას იმ ადამიანის ხმაც კი მესმის, თუ როგორ წერდა და როგორ ფიქრობდა.
მოკლედ, კმაყოფილი და მადლობელი ვარ.
[რაც აქამდე არ მითქვამს, ჩემს ყველაზე საყვარელ პოსტსა და ავტორს სიურპრიზიც ელოდება (რამდენიმე ნომინაციაა)...]
ბედნიერ ოთხშაბათ საღამოს გისურვებთ!!!
ხვალამდე, ახალ შეხვედრამდე "ქალების ოთახში" :)




No comments:
Post a Comment