მარადიული საკითხავი...
ძალიან მომწონს და პატივს ვცემ ქალებს, ვინც თავს არ იზოგავს ფორმაში ყოფნისთვის. მიუხედავად დატვირთულობისა, ახერხებს გამონახოს დრო საკუთარი თავისთვის. მიუხედავად ფინანსების სიმცირისა, ახერხებს დაზოგოს თანხა თავის მოვლისთვის. ვარჯიშობს, კვებასაც დიდ მნიშვნელობას აქცევს და სხვადასხვა პროცედურებს იტარებს სილამაზის შესანარჩუნებლად. ვისაც ასაკთან ერთად არც კილოგრამები მომატებია და არც ნაოჭები. ვინც ყოველთვის ლამაზია და ახალგაზრდულად გამოიყურება.
ამასთან ძალიან გაბედულ ადამიანებად მიმაჩნია ქალები, ვისთვისაც გარეგნობა არაა პირველხარისხოვანი. არც სილამაზის სალონებსა და ფიტნეს-კლუბებში სიარულით იკლავენ თავს, არც ახალი დიეტების ძიებითა და ძვირადღირებულ პარფიუმერიაში ფულის ხარჯვით. დიდად არ აწუხებთ თანდათან გაჩენილი ნაოჭები და ცელულიტი. საათობით არ იპრანჭებიან და საკუთარი გარეგნობითაც კმაყოფილები არიან. არა იმიტომ, რომ ეზარებათ ან დრო არ აქვთ. მათთვის მთავარია ვინ ხარ შინაგანად. ამგვარ ადამიანებს არ აღელვებთ, რომ გარეგნობის გამო ვინმეს არ მოეწონებიან ან ვინმეს გადაუყვარდებიან. იმიტომ რომ თუ ადამიანს უყვარხარ, პირველ რიგში უყვარს შენი შინაგანი სამყარო, უყვარს და ლამაზად მიაჩნია შენი გარეგნობა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ შეგცვლის ცხოვრება და ასაკი გარეგნულად. სულ არ არიან უბედურები იმის გამო, რომ მათი პარამეტრები იდეალური არაა და არც ამ პარამეტრებთან მიახლოებას ცდილობენ.
წარმოიდგინეთ, რამხელა შინაგანი ძალის პატრონები არიან მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა მედიისა და საზოგადოების მხრიდან. ხომ არსებობს დაუწერელი წესი, რომ ქალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს და მუდამ გარეგნობაზე ზრუნავდეს.
ორივე ტიპის ქალებისადმი ვერ ვმალავ ჩემს აღფრთოვანებას. და მაინც, რომელი უფრო გაბედული და სწორი ნაბიჯია: გარეგნობაზე ზრუნვისთვის არნახულ ძალებს ხარჯავდე, თუ მოქმედებდე პრინციპით "გარეგნობა არაა მთავარი"?





8 comments:
მაგ 2 გზას შორის არის შუალედი და მისი დაცვა რთული კია,მარა აუცილებელიცაა,ერთგვარად.
არ უნდა ცხოვრობდე სტერეოტიპებში: არ არსებობს სილამაზის სტანდარტები. ინდივიდუალურია.
ერთი ფილმია, ქალებზე, The Women, ასე ჰქვია. არცერთი კაცი არ ჩანს ამ ფილმში, უკანა პლანზეც კი. მთავარ პერსონაჟს თინეიჯერი შვილი ჰყავს, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს გარეკვა წონაზე. კითხულობს ჟურნალებს და ჰგონია, რომ ძალიან მსუქანია. ამბობს, ვერ ვიტან ჩემს სხეულსო. იცის, რამდენ "ქულიანია" სახლში გამომცხვარი პეჩენია. დედამისის დაქალს, რომელიც მისი დამღუპველი ჟურნალის რედაქტორია, ეუბნება, რომ იმ მოდელებისნაირი უნდა იყოს. ეს ქალი უხსნის, რომ თვითონ ის მოდელებიც არ არიან ისეთები. ბავშვს არ ესმის. ჟურნალმა თავის საქმე გააკეთა. :)
ბაბისა მართალია. ნამეტანი არაფერი ვარგა, არც ჭამა და არც ასკეტიზმი რაღაც იდეალების გულისთვის. რაღაც სტატიაში ეწერა, ბამბის ქულებს ყლაპავენ, რომ შიმშილის გრძნობა გაუქრეთო. აქ კომენტარი ზედმეტია. :)))
მე მოძრაობის, ფიზიკური აქტივობის, ვარჯიშის და ჯანსაღი კვების მომხრე ვარ. რამეს რომ შეჭამ და მერე წუხხარ, რამ მაჭამაო, ასე არ უნდა ქნა. იდეალური იქნებოდა ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, ოფისში ჯდომითი სამუშაოს საათების შემცირება და დანარჩენი დროის საკუთარი თავისთვის დათმობა...
სხვათაშორის, პირველად რომ სოფის ბლოგზე მოვხვდი და დავინტერესდი, ერთ–ერთი პირველი პოსტი ის იყო, ქალებზე და წონაზე. ძალიან გემრიელად ეწერა და გემრიელი ფოტოც ჰქონდა დართული.
ვიქტორია არ მომწონს, ძალიან ხელოვნურია. ალბათ, ძალიან იტანჯავს თავს, რომ ამდენი შვილების პატრონი თინეიჯერის წონა იყოს. ცოტა არაბუნებრივია, როცა ამხელა ქუსლები აცვია და ხელში პატარა უჭირავს. ერთ–ერთი ვიქთიმია მოდის. თანაც, იცის, რომ ღიმილი მაინცდამაინც ლამაზი არ აქვს და ამიტომ სულ პანაშვიდის სახით დადის, ესეც არაბუნებრივია. მთელ სტატიებს უძღვნიან მის გაუცინარ ხელმწიფეობას. (ვიქტორიას ფანებს ბოდიშს ვუხდი)მოდას რაღაც ფორმულასავით აღიქვამს და ხარკს უხდის.
ერთი ფილმი გამახსენდა კიდევ, ორი კაცი როა ქალად გადაცმული და ახალ დაქალებთან ერთად რომ შედიან გასახდელში კაბის მოსაზომებლად. გაოცებული რჩებიან ამ ქალების დაბალი თვითშეფასების გამო. როგორც კაცები, მათ ლამაზებად აღიქვამენ, ისინი კი მოსთქვამენ, ვაიმე, რას ვგავარ, როგორ არ მიხდება, რა მსუქანი ვარ და ა.შ. ამ დროს მშვენივრად გამოიყურებიან. :)))
თინიტას ვეთანხმები
მეც მოძრაობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ვარ, ასეც ვიქცევი და წონის პრობლემა არ მაქვს.
გარკვეულწილად შუალედი ვიპოვე მგონი, რა არის ჩემი სხეულისთვის უკეთესი, ვიცი და არ ვარ დამოკიდებული ჟურნალებიდან ნაკარნახევ ზომებზე.
თუმცა პრინციპული ვარ, როცა არსებულის გაფრთხილებას ეხება საქმე.
ახლა დავფიქრდი და არასდროს მიწუწუნია, ეს არ მიხდება, ის არ მიხდება–მეთქი. თუ რამეს ვყიდულობ, ე. ი. მომწონს კიდევ ჩემს ტანზე :)
ძალიან ბევრი ვილაპარაკე ჩემს თავზე, პრაქტიკულად ხმმაღალი ფიქრი იყო :)
მოკლედ, არ შეიძლება წონაზე ავადმყოფურად ჩაციკვლა, მაგრამ არც თავის მიშვებაა მოსაწონი. ყველა ქალი მოძებნის თავში ძალას, თუ სურს, რომ უარი თქვას ზედმეტ ულუფაზე და დღეში 1 საათი მაინც დაუთმოს თავს. ამისთვის სულაც არ არის ბევრი ფული საჭირო.
ანი, მეც ცოტა უცნაურად მომეჩვენა პოსტის ბოლოს შეკითხვა იმაზე, რომელია სწორი. ალბათ, ავტორს, უბრალოდ, მკითხველების დისკუსია აინტერესებდა.
თინიტა, ახლა გამახსენდა ის პოსტი, უნდა ვიპოვო ერთი :დ "დავის" სარეკლამო ქალების სურათი მედო, მგონი, თან, ტანიან–ჯანსაღების.
მთავარია, წონა ჯანმრთელობას არ ვნებდეს და თვითონ ადამიანი გრძნობდეს თავს კომფორტულად. უხაროდეს ტანსაცმლის ყიდვა, რადგან ტანზე კარგად ადგას და სხვებსაც სიამოვნებთ მისი დანახვა ყველანაირი ზედმეტი "გადმოსული" ქონების გამოჩენის გარეშე. რაც უნდა ვთქვათ, ყველა ქალს უნდა კარგად გამოიყურებოდეს here and there.
ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩემს "ორიგინალურ" წონაზე თითქმის 8 კილოთი მეტი ვარ ახლა. რადგან სასწაულად ბევრ ენერგიას ვხარჯავ მთელი დღე, დიეტის დაცვაზე ვერც ვფიქრობ, თორემ შეიძლება სადმე დავეცე ეზრას დევნაში, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ ნორმალური ზომის ტანსაცმელი მეტევა და მსუქნების განყოფილებაში არ მაგზავნიან, მშვიდად ვარ :ლოლ:
p.s. ბამბის ქულებს ყლაპავენ, რომ შიმშილის გრძნობა გაუქრეთო - ამან შემაშინა. როგორ ცუდად უნდა იყო, რომ ეს გააკეთო.
პოსტს რაც შეეხება, ნამდვილად დასაფასებელია ორივე – როცა ძალდაუტანებელია და ბედნიერების გრძნობა მოაქვს კონკრეტული ქალისთვის
სოფი, შენი პოსტები მომენატრა. მინდა, ეზრაზეც დაწერო და საერთოდ, ყველაფერზე :)
balansi mag or shoris.
Post a Comment