ხომ ამბობენ, ყველაფერი კარგიც ოდესმე სრულდებაო... ოღონდ იმ პირობით, რა თქმა უნდა, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი რაღაცები უნდა დაიწყოს (ჩემს ბლოგზეც და ჩემი საყვარელი ქართველი ბლოგერი ქალებისაც).
ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ პროექტში მონაწილეობისთვის.
აბსოლუტურად ყველას პოსტი მნიშვნელოვანი იყო და ყველა ავტორმა გამითბო გული, სულაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამხელა ენთუზიაზმით შემომიერთდნენ და საშუალება მომცეს, "ქალების ოთახის" იდეა განმეხორციელებინა.
დიდი მადლობა!!!
ყველას გიგზავნით დიდ სიყვარულს და გულიან ჩახუტებას!!! :)
შემაჯამებელ პოსტს, სავარაუდოდ, ცოტა მოგვიანებით დავწერ, დღეს კი ჩვენი "ქალების ოთახის" ციკლის უკანასკნელი პოსტი, რომელიც მთლად არ ჯდება ამ "ჩარჩოში", რადგანაც მისი ავტორი ქალების ოთახის მეორე მხარეს უფრო დგას :)))
ისიამოვნეთ!!!
ბედნიერ ზაფხულს და სასიამოვნო დასვენების დღეებს გისურვებთ!
სოფი
სხვანაირი ადამიანები
ადამიანების ცხოვრება სხვა ადამიანების ამოცნობა და შეცნობაა.
ქალები, ცდილობენ ჩაწვდნენ კაცების ქმედებებს და პირიქით. კაცები უფრო
მეტად ცდილობენ თუ ქალები? ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ წარმოიდგინეთ,
კიდევ რამდენიმე ბიოლოგიურად განპირობებული სქესი რომ არსებობდეს, როგორ
გართულდებოდა ცხოვრება.
ჩვენ დროშიც კი, გაგანია კვლევებისა და დამტკიცებული
ჭეშმარიტებების ხანაში, კაცები ცდილობენ ამოიცნონ საპირისპირო სქესი, ხოლო
ქალები იმის მცდელობაში არიან, გაიგონ, რას ითხოვენ მათგან მამრები.
გაუგებარი, ამოსაცნობი თუ ჩასაწვდომი კიდევ, სულაც არაფერია.
ვინც სქესს რაღაც უპირატესობად განიხილავს, მისთვის სხვა ყოველთვის
გაუგებარი იქნება. ეს არამხოლოდ სქესს ეხება, ნებისმიერი განსხვავებულობა
უპირატესის პოზიციიდან დანახული, იწვევს გაუგებრობას, ფობიებსა და
სტერეოტიპებს. ყველგან და ყველაფერში ასეა. რატომ არ უნდა შევხედოთ ყველა
ადამიანს, მხოლოდ ადამიანური პოზიციიდან და იმ შეგნებით, რომ ინდივიდი უკვე
თავისთავად გულისხმობს, რომ ის ჩვენგან განსხვავებულია და სხვა პირობით
განსხვავებულობებს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. თუკი ადამინთა რაღაც
რაოდენობას წითელი თმა აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთნაირები
არიან, ან თუკი ვიღაცები მარცხენა ხელით წერენ, რომ ისინი ყველანი
ერთნაირები იქნებიან.
ყველა, სუუულ, სულ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირები არიან.
წარმოიდგინეთ, მე ის უფრო მაბედნიერებს, რომ ჩემს ირგვლივ ამდენი
მრავალფეროვნება და განსხვავებულობა არსებობს. სამწუხაროდ, ადამიანები
ცდილობენ მსგავსის ძებნას და იქმნიან ილუზიურ გარემოს. სინამდვილეში ყველა
ხვდება, რომ შეუძლებელია მეორე შენნაირის პოვნა. სულიერება და განვითარება
მხოლოდ სუბიექტურია. ამიტომ ხდება, რომ შეიძლება ერთ დღესაც შენი საუკეთესო
მეგობარი უცხო აღმოჩნდეს, გზები გაიყოფა, მაგრამ ასევე აღმოაჩენ სხვას,
რომელთანაც იპოვი ასევე რაღაც საერთოს.
არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც მრავალფეროვნების
და განსხვავებების არ ესმის. არ მესმის იმათი, ვინც სამყაროს ქალებად და
კაცებად ყოფენ, ცუდებად და კარგებად, კეთილებად და ბოროტებად.
ყველა განსხვავებულობა, ჩვენი ინდივიდუალური უპირატესობაა. ქალად ყოფნა, კიდევ ერთი დამატებითი საგანძურია.
ქალები,
ბავშვობიდან ახდენდნენ ჩემზე გავლენას, განსაკუთრებით ხელოვნებაში. მე
ბევრი მისტიური ქალი მყავს (ზოგი ცოცხალი, ზოგიც გარდაცვლილი), რომლებიც
ჩემი სულის სხვადასხვა საფეხურებზე მოკალათებულები, შესაფერის მომენტსა და
დროს მახსენებენ თავს და მშველიან. მგონია, რომ ქალები სამყაროს მხსნელები
არიან, მათი არსებობის გარეშე ადამის მოდგმა მალევე განადგურდებოდა.
შეიძლება ძალიან ზოგადი ფრაზებით ვიმეტყველე, მაგრამ მე ხომ ვიცი, ამ პოსტის წამკვითხველებში რომელი სუბიექტები გამიგებთ უკეთ.
როდრიგო სანტორო იგივე ჰარეტონ ლინტონი – ჩემი უძველესი ბლოგომეგობარი, ჭკვიანი და უცნაური სისხლიანი პერფორმანსების მოყვარული




4 comments:
"შეიძლება ერთ დღესაც შენი საუკეთესო მეგობარი უცხო აღმოჩნდეს, გზები გაიყოფა, მაგრამ ასევე აღმოაჩენ სხვას, რომელთანაც იპოვი ასევე რაღაც საერთოს."
"ვინც სქესს რაღაც უპირატესობად განიხილავს, მისთვის სხვა ყოველთვის გაუგებარი იქნება."
მადლობა როდეს ამ სიტყვებისთვის და მისი მოქალაქეობრივი შეგნებისთვის.
მისტიკურ ქალებზეც ძალიან კარგად და ზუსტად თქვა...
რა შესანიშნავი და საჭირო დაგვირგვინება იყო პროექტის! :)
როდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ♥♥♥♥
ჰეჰეეეი გოგოებო <3
ვიცი, როდე, შენ რას გულისხმობ, მაგრამ მე მომწონს დაყოფილი სქესები, ანუ მომწონს, რომ არსებობენ ქალები და კაცები – ანუ სამყარო ამითაა მრავალფეროვანი და მხოლოდ ერთსქესიანი ადამიანები არ არიან.
ანუ ღმ–ერთმა იცოდა თავისი საქმე, როცა ადამი და ევა გააცალკევა ;)
ის კი არასოდეს მესმოდა და არც მინდა მესმოდეს, როცა ქალებს კაცებზე დაბლა აყენებენ ან პირიქით, "ყველა კაცი ერთნაირია"–ს ამბობენ – ასეთი ადამიანები ძალიან მაოცებენ, რომ მეტი თვალსაწიერი არ გააჩნიათ და ყველა "ერთნაირად" მიაჩნიათ.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ პოსტს ყველაზე მეტი მნახველი ჰყავდა. თინიტას რეკორდიც კი მოხსნა :)
Post a Comment