Thursday, July 4, 2013

"ქალების ოთახი" – მეათე პოსტი

 "ქალების ოთახის" ეს პოსტი, ჩემმა ერთგულმა მკითხველმა გამომიგზავნა, რომელიც ასევე დასავლეთ ევროპაში ცხოვრობს, ძალიან შორსაა ნებისმიერი მედიისგან, სამაგიეროდ ახლოს მედიცინასთან. სწორედ მან, 25 წლის ნინომ, გამომიგზავნა ეს ვიდეო, რომ ჩემი მკითხველისთვის გამეზიარებინა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიდეო ერთგვარად ეხმაურება წინა პოსტს: ცოტა სხვა კუთხიდან, მაგრამ აქაც ქალები არიან მსხვერპლნი, ზოგი უცოდინრობის, ზოგი – ძალადობის და ყველა მათგანი ერთად კი – საშინელი სიღარიბისა და უვარგისი სახელმწიფო სისტემის.



დიდი მადლობა! დაველოდები თქვენს შთაბეჭდილებასა და კომენტარებს აღნიშნული ვიდეოს თაობაზე. ასევე ორსულებსა და სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს, ვურჩევდი, თუ დარწმუნებულები არ არიან საკუთარ თავში, ვიდეოს არ უყურონ.

ნინო – SUNNY WORLD–ის ერთგული მკითხველი 2008 წლიდან

8 comments:

mzia said...

მაინტერესებს, მაგრამ ვერ ვბედავ ვიდეოს ნახვას. ძალიან სუსტი ნერვები არ მაქვს, მაგრამ არც რკინის :)

Sophie שרה Golden said...

@მზია, არადა, არც ისეთი საშიშია :დ
როგორც ჩანს, სხვებიც შეაცბუნა ამ ვიდეომ, რადგან კომენტარს არავინ ტოვებს :/

Tina Nadiradze said...

მე ვნახე და ძალიან დამაფიქრა. მართლა ესაა რეალური ცხოვრება და არა ის, რაც სხვებს ჰგონიათ. რომ იგონებენ რაღაცებს :) ძალიან ავსებს პროექტის თემატიკას!

ნინო said...

კი, რეალურია. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ლიბერიაში ცხოვრობს.
ტინიტა, რომელმა ადგილმა შეგაძრწუნა ყველაზე მეტად ამ ვიდეოში?

Tina Nadiradze said...

ნინო, არ ვიცი, ცრემლების გარეშე ვერცერთი კადრი ვერ ვნახე. ეს პატარა არსებები რომ გამოსრიალდებოდნენ და და მერე, ქსოვილში გახვეულები რომ კანკალებდნენ, ამაზე ვხდებოდი ცუდად, თან ისეთ გარემოში. ის ხნიერი მედდა მომეწონა, სადილზე რომ წაიყვანა. სულ მომწონდა აფრიკელი ქალების თავსაკრავები. რა კოხტად იკრავენ და რა ლამაზი ქსოვილები აქვთ.

Tina Nadiradze said...

ყველაფერი ერთმანეთის გვერდით ხდებოდაო, რომ ამბობს, რა პროზაულია ყველაფერი... still-born, healthy baby, abortion... ერთ ოთახში.

Sophie שרה Golden said...

ოხ, მე კიდევ იმან შემაძრწუნა, ის გოგო რომ მოკვდა, რაღაც ბალახით რომ ჰქონდა მუცელი მოშლილი :| ადამიანი ერთი წუთის წინ ცოცხალი იყო, მივიდა და ვერ გადაარჩინეს.

ისეთი შეგრძნება დამრჩა ამ ვიდეოს მერე, რომ ლიბერიაში ადამიანის სიცოცხლე საერთოდ არ ფასობს. ან შეიძლება ისიც იყოს, რომ ეს საავადმყოფო უფასოა და შესაბამისად, ძალიან გაჭირვებული და გაუბედურებული ქალები მიდიან, თვალებში სიცოცხლის სიხარულის ნატამალი რომ აღარ გააჩნიათ.

Tina Nadiradze said...

ყველა დროში, ყველა კულტურაში სულ ქალს უჩიჩხინებენ, სულ ქალს "ხვდება" ყველაზე მეტი. იგონებენ მექანიზმებს, როგორ შეზღუდონ ყოველი მხრიდან. ამით თვითონ აგებენ საბოლოოდ. სულ ნერვები მეშლება "ქალთა უფლებები" და მსგავსი ტერმინები რომ მესმის. თითქოს ქალი სრულფასოვანი ადამიანი არ იყოს, რაღაც სხვა "ჯიში" იყოს და თავის დამკვიდრებას ცდილობდეს. ძალიან არაბუნებრივია. ყველა საქმეში ყველაზე მეტ მონაწილეობას ქალი იღებს, უფრო მეტიც, ყველაფრის სათავე ქალია, შეუძლია, ყველაფერი მოასწროს, ყველაფერს გასწვდეს... რავიცი...კაცს თუ მხარდამჭერი და სტიმულის მიმცემი სჭირდება ქალის სახით, რომ წარმატებას მიაღწიოს, ქალი მარტოც ახერხებს ყველაფერს, თან ძალიან კარგად!... და ამ ყველაფრის შემდეგ თავის უფლებებზე ბრძოლა უხდება.