მინდა ამ კვირაში ყოველდღე დავწერო პოსტები, შაბათის გარდა. დღეიდან (ესე იგი, ორშაბათიდან) კვირის ჩათვლით.
მინდოდა, ჩემი საყვარელი მკითხველი ბლოგერებისთვისაც შემეთავაზებინა მსგავსი პროექტის გაკეთება. წარმოიდგინეთ, ამ კვირაში ყველა ბლოგერი თუ 6 პოსტს დაწერდა, ყოველდღე რამდენი საინტერესო საკითხავი გვექნებოდა და მეც უცხოურ ბლოგებს ცოტა ხნით მოვეშვებოდი, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ქართული რეალობისგან შორს არიან [მეც შორს ვარ, პრინციპში, მაგრამ ცოტა სხვანაირად] და მინდა მივწერო ხოლმე, ცოტა მეტად მადლიერები იყავით პირველი სამყაროს ქვეყნებში რომ ცხოვრობთ და უაზრო რაღაცებზე წუწუნებთ–მეთქი.
მოკლედ, ჩემო კარგო ბლოგერებო, ძალიან გამიხარდება, თუ სურვილი გაგიჩნდებათ და თქვენს ბლოგზეც ექვსდღიანი პოსტების კვირას განახორციელებთ.
წარმატებები ყველას, ჩემი ჩათვლით, რომ ეზრამ ნორმალურად დაიძინოს და წერა დამაცადოს! :)
პირველი დღე
ორშაბათი
სამუშაო კვირა ჩემთვის ყოველთვის სხვადასხვანაირად იწყება.
წუხელ, მაგალითად, ეზრას საშინლად ეძინა. მალე გაიღვიძა და მაშინვე ჩემთან მოუნდა გადმოძვრომა. მერე საშინლად ეძინა, ფეხები ხან თავზე დამაწყო, ხან – გულზე. მამამისმა რატომღაც იფიქრა, რომ გვციოდა და ეზრას თავისი თბილის საბანი დააფარა, რომელიც მერე ეზრამ მე დამაფარა და თვითონ ზემოდან იწვა. დილით გაწითლებულმა გავიღვიძე, ცალკე სიცხისგან და ცალკე – ბრაზისგან, რომ ვერ გამოვიძინე და თან ცალი გვერდი მტკიოდა.
არ ვიცი, როგორ მივაჩვიო თავის საწოლში დილამდე ძილს :/ რა ვქნა, ნატურალისტი კი ვარ და ყველაფერი ბუნებრივი მიყვარს: ძუძუს წოვება იქნება, ხელში ჭერა, ჩემთან დაწვენა, ბიოპროდუქცია... მაგრამ ხანდახან, როცა ასეთი რთული ღამეები გვაქვს, ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ ამიერიდან აღარ დავაწვინო ჩემთან. ოღონდ როგორ, არ ვიცი. არ მინდა შუაღამისას ვატირო და მეზობლებთან ერთად მეც გამოვფხიზლდე, ასე კიდევ ადვილია, გადმოძვრება ჩემთან და გვძინავს მშვიდად (მეტწილად).
აი, წლინახევრის გახდება და მერე მორჩა! (?)
ეს ბუნდოვან–არაფოკუსირებული ფოტოც ბონუსად, რატომღაც ამოიჩემა ეზრამ და თაროდან მაინცდამაინც "ულისეს" ჩამოაგდებს და ფურცლავს. მე ვერაფრით წამიკითხავს ბოლომდე და არა მგონია, ეზრას დიდად გამოადგეს.
ვინმეს წაგიკითხავთ, საერთოდ, ეს წიგნი? რაზეა ბოლოს და ბოლოს?
ორშაბათი შემდეგ მაღაზიებში წასვლით გრძელდება, სადაც უმეტესად ჰიგიენურ საშუალებებს ვყიდულობთ: პამპერსები (ეს პამპერსი ძალიან ზოგადი დასახელება გახდა, სინამდვილეში ადგილობრივ ბავშვის საფენებს "Babylove" ვყიდულობ, რომლებიც უფრო იაფია და ხარისხიანიც). ეს მიანიშნებს, რომ წლინახევრიდან სხვა დიადი გეგმები გვაქვს – პამპერსების გადაყრა და ქოთანზე დაჯდომა (ეს სულ სხვა თემაა კიდევ).
მაღაზიაში წასვლა უმეტესად ახალი ფრჩხილების ლაქის ყიდვით მთავრდება, რადგან ეზრა უკვე ვეღარ ძლებს "კალიასკაში", გადმოსვლა და სიარული უნდა; სახლში წასვლის დროა.
გზად მე ადამიანებს ვათვალიერებ, ეზრა – თითოეული ტრამვაის გავლაზე ჭყიპინებს და ხელებს უქნევს. სასწაულად უყვარს ტრამვაი. ადამიანებიც უყვარს, მაგრამ ჯერჯერობით ტრამვაი ურჩევნია.
მე – ადამიანები, მაინც :)
ხიდზე რომ გადმოვდივართ, იხვებს შევხედავთ ხოლმე და თუ პურის ნამცეცები დაგვრჩა, დავუყრით და გზას განვაგრძობთ...
კიდევ ლაიპციგში სასწაულად ბევრი ყვავი ცხოვრობს. ალბათ იმიტომ, რომ ვაკე ადგილია; შესაბამისად ქარი ხშირად ქრის და ყვავებს უნდა უყვარდეთ ასეთი კლიმატი (ჩემი დიადი ფრინველოლოგობის პრინციპით). ეზრას უყვარს როგორ ყვავიან და კარგადაც ბაძავს, ისე კარგად, რომ ზოგჯერ ახლოს მოფრინდებიან და გვიყურებენ ხოლმე
........
მთელი დრო ჩემია. თითქმის წელიწადნახევარია მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ეს ჩემი დრო ყველაფერში უნდა ვიპოვო. ეზრას დროც ჩემია და მთელი მსოფლიოს დრო ჩემია, თუ მინდა, ფილოსოფიურად ;)
ამ ასაკში და ამ მდგომარეობაში ჩემი დრო ჩემს ოჯახში და ინტერესებშია, თუნდაც ეს მხოლოდ წიგნების კითხვა, წერა და ფრჩხილების ლაქების შეგროვება იყოს.
ყველა ჩემი ნათესავი, ნაცნობი თუ მეგობარი წუხს იმაზე, თუ როგორი ნიჭიერი ვიყავი/ვარ, რამხელა პოტენციალი მქონდა/მაქვს და ამის მაგივრად სახლში ვზივარ ბავშვთან.
უჰმ.
ძალიან რომ მინდოდეს, ალბათ, ვიმუშავებდი. როცა რაღაც ძალიან მინდა და შესაბამისად ვცდილობ, გამომდის კიდეც, ღმ–ერთის დახმარებით და ამ მომენტში, სავარაუდოდ, ჩემი პოტენციალის გამოყენება მხოლოდ ოჯახში მინდა.
რატომ ვწერ ამ ყველაფერს?
არ ვიცი, იქნებ ქვეცნობიერად მინდოდეს კიდეც კარიერა მქონდეს (თანაც ისეთი, როგორიც მე მინდა, უფროსისა და სტრესის გარეშე ანუ არარეალური) და ამას ქმარ–შვილს და მანიკურ–მაკიაჟსაც ვუთავსებდე, როგორც თინიტას პოსტის გმირი.
ვინ იცის.
რა მნიშვნელობა აქვს.
უბრალოდ, ორშაბათმა დამაწერინა, რაც წაიკითხეთ და მგონი, კვირა კარგად დაიწყო. მთავარია, ვინ როგორ შეხედავს და რას დაინახავს.
ხვალამდე!!!



9 comments:
აუ, რაკაია სოფი, ყოველდღე რომ დაწერ პოსტებს! შენი არ იყოს და (ისევ შენი დახმრებით) მეც 1000 უცხოურ ბლოგში ვარ ჩაფლული - და გააკეთე ყველაფერი შენით, ტკბობა ყოველდღიურობაშია და ჭეშმარიტება პატარა დეტალებშია ინსპირაციებს ვიღებ!!
ჰოდა ეხლა, შენსას წავიკითხავ. მთელი დრო ჩვენია, კი. რა სისულელეა ეს - შენ თავს დრო უნდა დაუთმო და ის და ეს. მშვენიერი კარიერა გაქვს, არ დათმო, არ მოექცე საზოგადოების წნეხში (ცოტაში ალბათ უკვე ხარ, როგორც ყველა მარა ძალიან არ მოექცე).
<3 ანა.
აჰა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ყველა სოფის შევცქერით ხელებში :დ კიარადა პოსტებში :დდდ <3
vgrdznobdi rom mushaoba ubralod ar gindoda. me mushaobac midna, shvilebic minda...mokled kvelaferi ertad, magram ra tkma unda ar gamodis.
kvavebi berlinshic dzaaaaalian bevri arian. chemi frinvelebisadmi didi ,,sikvarulis" gamo , guli miskdeboda...kacebis simaglis kvavebi rom daabotebdnen...
სოფი, ძალიან გამიხარდა შენი ახალი წამოწყება, მეც გავაკეთებდი სიამოვნებით, და ვეცდები გავაკეთო : )
სამსახურს და დაკავებულობას არაფერი კარგი არ მოაქვს, ბოლო ორი წელია ამაში დავრწმუნდი. არასდროს არ ვარ ბედნიერი მაშინ, როცა ვმუშაობ. იმედი მაქვს ამ ამბავს მოვუვლი როგორმე და საკუთარ თავს გადავარჩენ : ))
მეც მაკლია საკითხავი და უცხოურ ბლოგებზე ვარ გადართული. ჰოდა ალბათ შემოერთებას ვერ შევძლებ, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავ ხოლმე.
სოფი,"ქალების ოთახის" შეჯამებას რომ დაგვპირდი? :) მეც, კუდას მსგავსად, ამჯერად წაკითხვით შემოვიფარგლები.
სოფი, მგონი კავშირი ვიპოვე რატომ მოსწონს ეზრას "ულისე" – მის ყდაზეც ხიდია და შეიძლება პოზიტიურ გასეირნებებს ახსენებს :)
მე ყოველდღე წერა არ შემიძლია:/
ახლა იმ პროექტში რომ ჩავერთე, იმასაც ძლივს ვართმევ თავს საკონკურსო რეჟიმის გამო...
პ.ს სამშაბათის პოსტი? ცოტაც და ამოიწურება ეს დღე:)
@ანუშკა, იმედია გამომივა, თორემ უკვე მეზარება ლამის.
მადლობა!!!
@როდე, მთავარია მოგეწონოთ :)
@თი, რა კარგია, რომ ყველაფერი გინდა... ჯერ მოიცა, რამდენიმე დღეში დავწერ იმაზეც, ხან როგორი ნერვული შეტევა მიპყრობს, რომ ამბიციები აღარ მაქვს ;)
ოქროს შუალედიო, რომ ამბობენ, ყველაზე კარგია, მაგრამ არსებობს რომ?..
@ნატალია, ეჰ... რა გითხრა. დაწერე რა. მიყვარს შენი კითხვა ძალიან.
@ნათია, ჰო, ეს უცხოური ბლოგები :|
@თიკო, ვიფიქრე და გადავიფიქრე იმ შეჯამების დაწერა, თორემ ბევრ სიმართლეს დავწერდი და არავისი წყენინება მინდოდა. სტატისტიკა კიდევ ისეთი რამეა, ხარისხს რომ არ ცნობს.
დაწერე რამე ახალი რა, ისე ველოდები შენს პოსტებს, ემოციებითა და მოგონებებით რომ აგავსებს და დიდხანს გიტოვებს დადებით ენერგიას.
@ქეთი, ჩემი განსაკუთრებული მკითხველი ხარ ნამდვილად. როგორ თბილად გამაღიმე. იქნებ მართლაც ასეა და ამიტომ მოსწონს ეზრას ეს წიგნი, რომ მისი ყდა ჩვენს სეირნობებს აგონებს. დიდი მადლობა!
ჩვენ ორი საათით უკან ვართ, ხომ იცი და სანამ მე კომპიუტერთან დაჯდომას მოვახერხებ, მანდ უკვე მომდევნო დღე გამოდის სამწუხაროდ.
სოფი :*
ჰო, დროზე კი არ მიფიქრია :)
Post a Comment