Sunday, September 15, 2013

სიბნელე, მორალი და კიდევ ათასი რამ

ჩემი სტუდენტობის დროინდელ "ფლეშკას" გადავაწყდი და ჩემი ისეთი შემოქმედება აღმოვაჩინე, რომელიც საერთოდ აღარ მახსოვდა. ვაიმე, ლექსებს ვწერდი... თითებზე, თმებზე, სულიერ ფათერაკზე, პასტერნაკის მოხიბლვასა და მერე მისთვის თოკის მოპარვაზე...


ასეთი ვიყავი 2008 წლის ზაფხულში – ენთუზიაზმით სავსე, გამხდარი და ბოშასავით ვერცხლის სამკაულასხმული

ისე გავიზარდე იმ წლების მერე.
დღეს ეზრა რომ დავაძინე და ჩემი ქმარი კოლელში გავუშვი [ტიპიური ცოლური ფრაზა] (სადაც ცოლიანი კაცები თალმუდს სწავლობენ), პლედში გავეხვიე და ჩაბნელებულ ოთახში ვიჯექი; იმის გარკვევას ვცდილობდი, ვინ ვარ და რა მინდა, რა მომწონს საერთოდ ამქვეყნიური. 
ამქვეყნიურში ვგულისხმობ ხელოვნებას: წიგნებს, მუსიკას, ფილმებს, მხატვრობას...
აღმოვაჩინე, რომ აღარაფერი მიზიდავს ისე, როგორც ადრე. წიგნებს ბოლომდე ვერ ვამთავრებ, იშვიათის გარდა (აი, ვირჯინია ვულფი და ჯეიმს ჯოისი წლებია შუაში მაქვს გაწყვეტილი); ახალი ფილმებიდან, დაასახელეთ ნებისმიერი, არცერთი მინახავს. მუსიკა? მაქსიმუმ, რეჯინა სპექტორის რაღაცები მქონდეს მოსმენილი და პინკის :დ

არაფერი მაინტერესებს. ყველაფერი ისეთი ამორალურია :/ მორალისტი და განმსჯელი არასოდეს ვყოფილვარ და ყოველთვის სასწაულად ლიბერალურ–ტოლერანტი ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია. როცა მე თვითონ დედა ვარ და პატარა ადამიანიდან დიდი უნდა აღვზარდო, არ შემიძლია. ფასეულობებს ვეღარაფერში ვხედავ.
თუ ვხედავ, ძალიან იშვიათში და იმასაც იოტისოდენას.

ყველაფერი რეკლამა და შეფუთვაა. ყველაფერი ბიზნესი და სექსია. ყველაფერი სარკაზმი და ძალადობაა.

ჰოდა, ამიტომ ვზივარ და პლედში ვეხვევი, ვითომ რომ არ დავინახო რეალობა, მაგრამ როცა მეზობელ ოთახში იმ პატარა ბიჭს სძინავს, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს და მერე იმეორებს, რასაც ხედავს, ვიცი, არც პლედი მიშველის და მით უმეტეს, სიბნელე. ამიტომ პლედს მოვისვრი, შუქს ვანთებ და ჩემს აღმოსავლურგერმანულ, მინიმალისტურ, სამზარეულოში გადავინაცვლებ ანტიკურ ლეპტოპთან და რძიან ყავასთან ერთად.

ასე ვაწყდები ჩემს ძველ მწვანე ლექსებს და მოთხრობებს მოგზაურ სანი–გოგოზე, რომელიც ბუნებრივია ჩემი პროტოტიპი იყო და ჩვენი ცხოვრებები სასწაულად დაემთხვა, დღემდე არ მჯერა. ისე ვწერდი, თითქოს წინასწარ ვიცოდი, სად წავიდოდი და როგორ ვიცხოვრებდი.


 მე 2013–ში, ედრიენ ბროდის გმირივით ამ ფილმში – ყველაფრისგან შორს!!!

{იმ დღეს კიდევ უგო ჩავესი გამახსენდა რაღაცაზე და გამეცინა. მერე უცებ გული დამწყდა, რომ ტყუილად გამახსენდა, რადგან აღარ არსებობს. რანაირად ხდება დედამიწაზე, რომ უცებ ადგებიან ადამიანები და შეწყვეტენ ცხოვრებას?..
რიტორიკული კითხვაა.}

..............................................................................

5 comments:

Keti said...

ჰო, როცა გვერდით პატარა ბიჭს სძინავს, რომელიც აღსაზრდელია, პლედი ცუდი არჩევანია. და კიდევ ჩემი აზრით ყველაფრის საქმის კურსში ყოფნაც აუცილებელია, რომ მოგვიანებით,
როდესაც შვილები სოციუმის უფრო აქტიური წევრები გახდებიან, მშობლები შვილების თაობას ძალიან არ დაშორდნენ

ფოტო ძალიან მომწონს :)

ნატა said...

მე მომწონს ჩემი რომ არ ხარ ავად და სხვა :) :)

ჩემს ისტორიულ მობილურში სხვათა შორის შენახულია სხვაც

Tina Nadiradze said...

მართლა რა ფოტოა!!! ცეცხლი თვალებში და თმაც ცეცხლისფერი :)) აქ არ ჩანს, მაგრამ მაინც ! :)) გარემო წინანდლისას გავს, არა?

მთლად ყველაფერს ნუ შეიძულებ, მერე ბავშვს ხომ უნდა ასწავლო, რომელი წიგნები და ფილმები გიყვარს? :) :) :)

Tina Nadiradze said...

კარგი ლექსები იქნებოდა, არ წაგვაკითხებ?

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, აუცილებელია ნამდვილად, მაგრამ ძალიან ინფორმაციულად დატვირთულობა ავადმყოფობად შეიძლება ადამიანს ექცეს. აი, ცოდნა სხვა რამეა.

მადლობა :)

@ნატა, ჰო, ვაიმე :/ :დ

@თიკო, კი, წინანდალია ზუსტად.
ხო, უნდა ვასწავლო, მაგრამ კლასიკა ხომ ვიცი ჯერჯერობით... =))
კი, აუცილებლად, დავდებ როდისმე.