ჩემთვის ქეით უინსლეთი ყოველთვის ყველაზე კარგი მსახიობი იყო, განსაკუთრებით იმ როლებში, სადაც ჟღალი თმა და ზედმეტი კილოგრამები აქვს (როგორ გვიყვარს "ჩვენი" მსგავსი ადამიანები).
დღეს მეც თბილი პულოვერი და თბილი ნაცრისფერი წინდები რომ ჩავიცვი, ვიგრძენი, ზამთარი მოდის.
ზამთარი ყოველთვის მიყვარდა (ალბათ იმიტომ უფრო, რომ ზამთარში ვარ დაბადებული) და მაშინებდა (სიცივე?..). დღესაც ასეთი შეგრძნება მაქვს და ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება.
იმდენი საქმე მაქვს!!!
ეზრას ზამთრის ტანსაცმელი არ აქვს.
ჩვენი ციცქნა ბინა უკვე ვეღარ გვიტევს. ეზრას საძინებელი აქვს დაკავებული და ჩვენ კიდევ – მოგზაურებივით გვძინავს სასტუმრო ოთახში. ისეთი ძნელია კარგი ბინის შოვნა, თანაც ამ რაიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
კიდევ ისიც ძნელია, მხოლოდ ერთი ადამიანი რომ მუშაობს ოჯახში და მართალია, მადლობა ღმ–ერთს, გვყოფნის, მაგრამ ზედმეტი რაღაცების შეძენისგან თავს ვიკავებთ. არადა, ზოგჯერ როგორ გინდა ადამიანს ეს "ზედმეტი" რაღაცები, უჰ.
შორენას აქვს მოცვისსურნელიანი პოსტი, თან ბოტები უნდა. მეც მჭირდება კარგი ბოტები.
ნათიკუდას ბლოგი მომწონს ყველაზე მეტად ამ ბოლო დროს. ყოველთვის მიყვარდა, ალბათ იმიტომ, რომ სასწაულად შემოქმედებითი (სიტყვა კრეატიული გაცვდა) გოგოა, ჩემგან განსხვავებით, და ლამაზ რაღაცებს აკეთებს ხოლმე.
ჩემი უძველესი მკითხველი და ძვირფასი ბლოგერი ქეთი საინტერესო პროექტში/კონკურსში მონაწილეობს და ყოველთვის საინტერესოა მისი წაკითხვა.
კიდევ ერთი ტეხასელი გოგოს ბლოგმა გამიტაცა, რომელიც ახალ ზელანდიაში თავის ქმართან და ორ ლამაზ შვილთან ერთად ცხოვრობს.
............................
ბედნიერი კვირა გქონოდეთ თავისი ორშაბათიანად, რომელიც ვითომ რთული დღეაო და ამ დროს, არც ისე რთულია, უფრო რთულებიც ხომ არსებობს.




7 comments:
სოფი <3
მე სულ მგონია ხოლმე, რომ ორშაბათზე მძიმე დღეები სხვებია :)
ბედნიერი კვირა გქონოდეს და სასურველი შენაძენების გაკეთებას გისურვებ ზამთრისათვის :)
ეზრას თბილი ტანსაცმელი უნდა <3
ეზრას რომ თბილი ტანსაცმელი უნდა ეს სიტუაცია მეცნო :) ზამთრის მოახლოების ცოტა შიში მეც მაქვს - მგონი ეს რაღაც ძალიან არქაული გადმონაშთი გვაქვს ტვინში, ისტორიული მეხსიერება თუ რაღაც ასეთი რომ ქვია.
სოფი, ეზრას რომ ცოტა წამოზრდი შენ მერეც არ იმუშავებ? ან ვთქვათ, სახლიდან რომ იმუშავო - წერა ხომ გამოგდის კარგად და რაიმე ონლაინ გამოცემებისთვის რომ მოამზადო პატარა ანალიტიკური ტექსტები. მგონი საინტერესო იქნებოდა.
ქეთი, შენც ასევე! დიდი მადლობა.
როდე, მეც მაგას არ ვამბობ! :დ
ანუშკა, ეგ უნდა იყოს, გამოქვაბულში რომ ვცხოვრობდით, იმ პერიოდიდან დარჩენილი შიში სიცივის.
ვფიქრობ ამაზე კაი ხანია... სახლიდან უკვე ვცადე მუშაობა და არ მომწონს.
ვნახოთ მომავალში.
dzalian dznelia ojaxshi mxolod erti admaiani rom mushaobs, magram male camogezrdebat bavshvi da ikneb shenc naxo samsaxuri.
binas rac sheexeba, martla mesmis. chven xuti celia vdilobdit sasurvel adgilze gvekirava bina da verafrit ver mvoaxerxet.
orshabats rac sheexeba, chemi sakvareli dega orshavbati. ar vici ratom an vin ambobs mdzime dgeao. chem realobashi kvelaze datvirtuli dge orhabatia (da paraskevi rom pacientebs kvelaferi movuscrot shabat kvirisatvis), magram rac ufro davirtuli var mit ufro meti energiis mozgvavebas vgrdnob xolme. narkotikivitaa.
ტომა, კი, ეგრეა.
ბინის შოვნა, გადასვლა, თავიდან მოწყობა და დალაგება ხომ კიდევ მეტი თავის ტკივილია კიდევ მერე :/
ზუსტად, გეთანხმები. რაც უფრო დატვირთული ხარ ადამიანი, მით მეტს ასწრებ და კარგად ორგანიზებულიც ხარ.
საყვარელი ეზრა :D
პოსტის კითხვას რომ მოვრჩი, მერე მივხვდი, რომ ხსენებული ნათიკუდა მე ვარ და ძალიან მესიამოვნა :* მადლობა, სოფი.
Post a Comment