კვირას ბერლინში ვიყავით მეგობრის ქორწილში. ბერლინში არ ვყოფილვარ უკვე 2 წელიწადზე მეტია და ეს ბედნიერი ამბავი რომ არა, სურვილიც არ მქონდა იქ წასვლის.
მძულს დიდი ქალაქები და მიხარია, ევროპაში პატარა ქალაქები რომ ჯობია დედაქალაქებს და საწყალი თბილისისგან განსხვავებით, იქ არ არის "დედამიწის ჭიპი". კაციშვილი არ "გაიმარიაჟებს" აქ, რომ ბერლინიდანაა :ლოლ: ყველას თავისი მხარე უყვარს და ეამაყება. ესაა კარგი ეკონომიკა და ცივილიზაცია, რომ სოფელში ცხოვრება უფრო პრესტიჟია, ვიდრე ქალაქში.
მოკლედ, ლაიპციგი იდეალური ადგილია. არც ძალიან დიდია და არც – პატარა. სუფთა ქუჩებით, გაწმენდილი ჰაერით, სასიამოვნო ადამიანებით და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმითაა ჩემთვის, რომ აქ გვქონდა ქორწილი, აქ არის ჩვენი სახლი და ეზრაც ამ ქალაქში დაიბადა.
ქორწილს რაც შეეხება.
ოჰ, ადრე ხომ იცით რამდენი მაქვს ნაამბობი თქვენთვის, ჩვენი ებრაული და განსაკუთრებით, "მიდრაშული" ქორწილების შესახებ: სასწაული სიმხიარულე, უშუალობა, ხტუნვა, ცეკვა–თამაში და ყველაფერი იმის საპირისპირო, რაც, საერთოდ, ქორწილების მოძულეებს ნერვებს უშლით.
მეც ერთერთი მათგანი ვიყავი თავის დროზე და ვინ იფიქრებდა, რომ ასე შემიყვარდებოდა ქორწილები.
მაზალ ტოვ!!!
ჩაცმა – ყველა ქალის პრობლემა, ქორწილსა და მსგავს დღესასწაულებზე წასვლისას.
მეც ყოველთვის მიჩნდება ხოლმე ეს საფიქრალი, მაგრამ ეს დღე გამონაკლისი იყო, რადგან ლამის ერთი თვის წინ ვიყიდე შესაბამისი სამოსი და კვირას რომ გამოვეწყვე, არ მეგონა, თუ ასეთი კმაყოფილი დავრჩებოდი.
ამ ტანსაცმლის არჩევისას შემდეგი პრინციპით ვმოქმედებდი, "მდიდარი არა ვარ, იაფი საქონელი ვიყიდო–მეთქი" და ნამდვილად გაამართლა. როცა კარგი ხარისხის ტანსაცმელს იყიდი და გრძნობ, როგორი რბილი და ნაზი ნაჭერი გაცვია, თანაც მოხერხებული და ელეგანტური, ესე იგი, სწორი არჩევანი გაგიკეთებია. მე კიდევ, გეტყვით, რომ ხშირად ვერ არ ვაკეთებ ასეთ არჩევანს, ზედმეტად სოციალისტური სულის ვარ.
ელეგანტურად რომ გამოვიყურებოდი, ეს ერთმა მეგობარმა მითხრა ბერლინში, ანუ მისი სიტყვებით, ახალგაზრდა რებეცინ რობერგს ვგავდი ასე გამოწყობილი და ეს კიდევ უმაღლესი კომპლიმენტია ჩემთვის.
ამ ძველ ფოტოზე (2011 წლის მარტი, მიდრაშელი მეგობრის ქორწილი) უკანა პლანზე არც ისე ელეგანტური დოინჯშემოყრილი მე და წინ – რებეცინ რობერგი, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, იდეალური მენტორი, ქალი, მეუღლე, დედა. ზუსტად ეს რებეცინ რობერგი, თავის დროზე ნაცისტების ოკუპირებულ ჰოლანდიაში გაიზარდა კათოლიკე გლეხების ოჯახში და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაიბრუნეს მშობლებმა (სისხლისგამყინავი ისტორიაა, რომ დაფიქრდე. წარმოიდგინეთ, რომ ვერ ეპოვნათ მშობლებს თავისი შვილი, ვგიჟდები ასეთ რამეს რომ წარმოვიდგენ და ვისაც შვილი ჰყავს, უფრო უკეთ გამიგებს ალბათ). ახლა 5 შვილის დედა და უთვალავი შვილიშვილისა და შვილთაშვილის ბებიაა, ისრაელს, ინგლისსა და გერმანიას შორის მოგზაურობაში ატარებს ცხოვრებას თავის ასევე უსაყვარლეს მეუღლესთან ერთად, ლექციებს კითხულობს და ყოველთვის აკიაფებს ვარსკვლავებს ჩემს თვალებში.
მგზავრობა – სულ რაღაც საათი და 20 წუთი უნდა ლაიპციგიდან ბერლინამდე მატარებელს, მაგრამ მაინც სასწაულად ვიღლები, არ ვიცი, რატომ.
ამჯერად ძალიან კარგი კლასის მატარებლით ვიმგზავრეთ, ბილეთები თვეების წინ ვიყიდეთ და იაფი დაგვიჯდა ამიტომ, მაგრამ ბერლინიდან დაბრუნებამ მაინც დამქანცა.
საზიზღარი ქალაქია, გეუბნებით – ბინძური, ხმაურიანი. ასე მეგონა, მთელი მტვერი და ნაგავი ზედ მომეწება და დავმძიმდი. ასევე თურქული მშობლიური ენასავით ისმის ბერლინის ქუჩებში, რაც უკვე დავიწყებული მქონდა (მადლობა ღმ–ერთს, 2 წელზე მეტია იქ აღარ ვცხოვრობ). თურქებს დიდად რომ არ ვწყალობ, უკვე ყველამ იცის და დამადანაშაულონ, რაშიც უნდათ – უმეტესობა, მე ვინც შემხვედრია, უზრდელი და უხეშია.
ვიცი, უცნაურად ჟღერს, შენ თვითონ უცხოელი იყო და ამ დროს სხვებს არ წყალობდე, მაგრამ გულწრფელი ვარ, ხომ იცით. სამაგიეროდ, აზიელები მიყვარს ძალიან – მშვიდი, თავაზიანი ხალხი, ირანელებიც მშვენიერი, განათლებული ადამიანები არიან... მიყვარს ადამიანები, მაგრამ ყველა არა, როგორც ვხვდები :დ
მიდრაშა – ოხ, ჩემი თაობის მიდრაშელები, როგორ მომნატრებიან! უმეტესობა უკვე გათხოვილია, შვილი ჰყავს და ზოგი უკვე "მეორე წრეზეც" წასულა. ჩემი ფორთოხლისფერი მეგობარი თუ გახსოვთ? ისეთი სასაცილო "პოსლიკა" ბიჭი ჰყავს, 10 თვის. ქორწილის ვახშამზეც წამოიყვანა და დედასთან ჩახუტებული ისე ცეკვავდა, წარბი არ შეუხრია და არც ხმაურიან მუსიკას შეუწუხებია.
ყველანი შეცვლილები და გაზრდილები არიან, ზოგი გასუქებული, ზოგი – გამხდარი, მაგრამ ყველა ახლობელი და საყვარელი ჩემთვის. იმდენ ხანს ვცხოვრობდით ერთად, ვსწავლობდით, ყოველდღე ვუყურებდით ერთმანეთს და დებივით ვხდებოდით. ძალიან კარგი იყო ყველას ნახვა, საერთოდ რაღაცნაირად არ მიყვარს reunion–ები, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევა იყო – ჩვენი საერთო მეგობრის ქორწილი – ამაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს.
ცეკვა – მე ვინც მიცნობს, იცის რა ფეთიანი მოცეკვავე ვარ და პირველივე ნოტზე საცეკვაოდ რომ გავრბივარ; ამ ქორწილზეც არავის დაუსწრია, მაგრამ მაინც ჩემნაირ დარბაისელ "ელეგანტურ" ქალს როგორც შეეფერებოდა, ზომიერად ვიცეკვე და სხვებს მეტად დავუთმე მოედანი :)))
რეზიუმე – მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ბერლინი, რაღაცნაირად მაკლია ახლა. ორშაბათს უკვე ძალიან მენატრებოდნენ ჩემი იქაური მეგობრები, მიდრაშა და ყველაფერი. იქ უფრო დიდი სამეგობრო წრე გვაქვს, ხშირია ქორწილები, ბავშვების დაბადებები, დღეობები და ლაიპციგში, სამწუხაროდ, სულ რამდენიმე ოჯახი ვართ, ვინც ერთად ვატარებთ დღესასწაულებს და ერთად ვიკრიბებით.
არაფერია ლხინზე კარგი და ღმ–ერთმა სულ კარგი ამბები გაგვაგონოს!!!
პ.ს. სამწუხაროდ, ქორწილზე ერთი სურათიც არ გადამიღია, მინდოდა მომენტით მესიამოვნა და ფოტოაპარატით არ მერბინა, როგორც ადრე ვიცოდი ხოლმე. მშვენივრად კი ვისიამოვნე, მაგრამ ახლა გული მწყდება, რომ ერთი ფოტოც არ მაქვს. როდის გამომიგზავნიან სხვები, უნდა ველოდო :/




7 comments:
საინტერესო და სასიამოვნო პოსტი იყო... სოფი, მე არ ვიცი რას ნიშნავს მიდრაშა ზუსტად, შენს ბლოგზე კი ხშირად ვხვდები ხოლმე, მაგრამ მეტის გაგება მინდა და რომელიმე წლის არქივებში წავიკითხავ ამის შესახებ შენთან? თუ გუგლს დავეკითხო? ))
@ბოლობლოგი, არქივში ნახე ჩემი ბლოგის მარჯვენა ზედა მხარესაა დამატებული, ჩაწერე მიდრაშა და გაჩვენებს :) ისე 2009–2011 წლებია.
უი, ეგ კი ვერ მოვიფიქე ))
მადლობა
sop aqau qorwilebze ras fiqrob?ar mogenatra?namdvilad ver carmomidgenia rodesme roca rame iqneba shen arunda iyo aaq?.icode eg dge tu dadgeba chemtan aq unda daercho rogorc ginda :P :* miyvarxaaaaar :*
nazikia fisko :*
მართლა როგორი სასიამოვნო პოსტი იყო. მიყვარს ასეთი ამბები :)
გვაჩვენე, რა, შენი კაბა! :)
ისრაელში არავინ გათხოვილა შენი მეგობრებიდან? :)
@ბოლობლოგი, არაფრის :)
@ნაზუ, "მარშუტკა და კალბასი" დამანახე და მანდ ვარ! :პ
@ქეთი, გამიხარდა, რომ მოგეწონა. მადლობა.
@თიკო, :/ რა კარგი თხოვნაა... შევეცდები :დ
უჰ, კი, რამდენიც გინდა. იქაური ქორწილები, საერთოდ, ძაააალიან luxurious-ებია, აქ ევროპაში ბევრად მინიმალისტური, just the way I like it :)
Post a Comment