Wednesday, October 30, 2013

"რა მინდა გამოვიდე"

ბოლო პერიოდში ჩემს რამდენიმე მეგობართან საუბრის შემდეგ, ასევე ჩემი საყვარელი ბლოგების კითხვისა და საკუთარი გამოცდილების დამატებით, მივხვდი, თუ რა მინდა "გამოვიდე", ეზრა რომ გაიზრდება :)

ყველაფერი ჯერ კიდევ იმ ვიდეოთი დაიწყო, რომელიც ჩემმა საყვარელმა მკითხველმა ნინომ "ქალების ოთახისთვის" მომაწოდა. მერე ჩვენი ბებიაქალი გოგოს სიმპათიით, რომელიც ეზრას დაბადების შემდეგ ორ თვეს მოდიოდა, მამხნევებდა, მამშვიდებდა, როგორც ახალ დედას, ჩემს ჯანმრთელობას ამოწმებდა და ეზრასაც, თუ როგორ იმატებდა წონაში და ვითარდებოდა (ეს ყველაფერი სასწაულად კარგად დალაგებული გერმანული ჯანდაცვის სისტემის ნაწილია). მოკლედ, ყოველთვის მზად იყო, მოსულიყო და ჩვენს შეკითხვებზე გაეცა პასუხი. მოვიდოდა თავისი ველოსიპედით და დიდი ჩანთით, სადაც ყველა საჭირო ნივთი ჰქონდა, ციფრული სასწორიდან დაწყებული, მელოგინე დედის ნერვებისდამამშვიდებელი ჩაით დამთავრებული, შემომხედავდა თავისი თბილი ცისფერი თვალებით და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არაფერზე ღირდა ნერვიულობა.
ჩემთვის ბევრ მეგობარზე ახლობელი და გამგები გახდა იმ პერიოდში. დედაჩემსაც კი მეგობრულად ესაუბრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის ენები საერთოდ არ ესმოდათ :)

სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ნებისმიერ სიტუაციაში მჭირდება გამხნევება და დადებითი ემოციები. არა მხოლოდ მიღება, გაცემაც, რადგან ვიცი, იმ მომენტში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის.

თუმცა, რამდენადაც ვხედავ/მინახავს, ექიმები ამ ემოციებს ნაკლებად, ან საერთოდ არ გასცემენ. დამეთანხმებით, რომ ექიმების 50% ამაყი და არათავაზიანია. ამის მაგალითად ჩემი საკუთარი ნათესავი ექიმები მყავს საქართველოში, რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები და სპეციალისტები არიან, მაგრამ პაციენტებთან ურთიერთობისას ხშირად ცივები არიან და თავიანთ თანასწორებად არ აღიქვამენ. ანუ ექიმების უმეტესობა ფიქრობს, რომ მან ყველაზე მეტი იცის და ამით უნდა იამაყოს კიდეც. ბუნებრივია, ასეა და სხვანაირად არც უნდა იყოს (ღმ–ერთმა დაიფაროს!), მაშინ როგორღა ვანდობდით მათ საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ უნდა ისედაც შეშინებულ ავადმყოფს ვიღაცამ ზემოდან დახედოს თავისი დიადი განათლებით? ან დამშვიდება–გამხნევების მაგივრად, პანიკაში ჩააგდოს და სხვა წუხილთან ერთად, გულიც გაუხეთქოს?
არა მგონია, ვინმეს უნდოდეს.

ამიტომაც, ბოლო ტენდენციების თანახმად, რასაც ვკითხულობ და ნაცნობებისგან მესმის, ძალიან ბევრი ქალი იწყებს ბებიაქალებთან კონსულტაციაზე (ბუნებრივია, ექიმიც ამოწმებს) სიარულს. თუ ყველაფერი კარგად მიდის, ორსულობა ჯანსაღად ვითარდება, დედა და ნაყოფი კარგად გრძნობენ თავს, ექოსკოპიური გამოკვლევები მინიმუმამდე დაჰყავთ და უფრო მეტი ყურადღება ქალის ფსიქოლოგიურ მომზადებას, სიმშვიდეში ყოფნასა და განტვირთვას ექცევა.
შესაბამისად, პირველი მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, ის ქალები, რომლებიც მსგავს კონსულტაციებს გადიოდნენ და მათ ბებიაქალები სტრესთან გამკლავებას ასწავლიდნენ, ბევრად ადვილად აჩენენ ბავშვებს და საკეისროების შემთხვევა, საერთოდ, თითქმის 1%–მდე დაეცა (საქართველოსთვის ეს შეიძლება "ტრაგედიად" ჩაითვალოს).


მოკლედ, ძალიან მინდა და მოვიფიქრე, ბებიაქალის სპეციალობა ვისწავლო.
გერმანიაში არცთუ ისე ადვილია სწავლა და მით უმეტეს, პროფესიის ასე რადიკალურად შეცვლა. ბევრად მარტივი იქნებოდა, ჩემი დიპლომით უნივერსიტეტში მივსულიყავი და ისევ ბითურული მედია ან მსგავსი ფილოსოფიური ბულშითოლოგიის სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ მორჩა!!! არცერთ პროფესიას აღარ ვთვლი სერიოზულად, გარდა მედიცინისა. [სულის მკურნალობაზე არაფერი გამაგონოთ, ვითომ სხვა რომანტიკული პროფესიები რომ კურნავენ ადამიანს, ამაზე აბსურდული არაფერი გამიგია, ფიზიკურ სამყაროში ვცხოვრობთ ბოლოს და ბოლოს, ვის ატყუებენ.]
ვიცი, ცოტა ცალსახა და ზედაპირული გამოსვლა გამომივიდა, მაგრამ ამჟამად ასე ვგრძნობ თავს და არაფრის სწავლა მაინტერესებს, რაც პირდაპირ არ არის დამოკიდებული ჯანმრთელობასთან და ცოცხალ ადამიანებთან, ბავშვებთან და ყველაფერ იმასთან, რაც ჩემს საყვარელ თემებს შეეხება. ჩემი საყვარელი თემების შესახებ კი, შეიტყობდით უკვე ამ წლინახევრის მანძილზე.

ძალიან მაინტერესებს და მინდა ვიცოდე, ჩემი მკითხველისთვის რამ განაპირობა მათი პროფესიის არჩევა და თუ შეიცვლიდნენ ოდესმე? მომენატრა თქვენთან საუბარი, არ დაიზაროთ, მომიყევით რა :)

ბედნიერ დღეებს გისურვებთ!!!

პ.ს. ახლა ამ პოსტს გადავაწყდი, სანდრაზე და გამახსენდა, მანაც რომ შეიცვალა პროფესია და მედდად მუშაობდა სამშობიაროში. თან, ყველაფერთან ერთად, სანდრაც 23 დეკემბერსაა დაბადებული ;) მოკლედ, ყოველთვის მომწონდა ეს ქალი და ახლა კიდევ უფრო, ერთნაირი ინტერესები რომ გვქონია.

22 comments:

ნატა said...

და საბავშვო ბაღი?

Sophie שרה Golden said...

ნატა, =)))) ეგ თავისთავად, ანუ პარალელურად :დ

Unknown said...

და ეგ რომ მოითხოვს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იყო ხელმისაწვდომი თუ "შენს" ორსულს მშობიარეოიბა დაეწყო? არვიცი კითხულობ თუ არა ამ ბლოგს-ალბათ, კი. კარგი პოსტია ზოგადად საკეისროზე და ბუნებრივ მშობიარობაზე, გამბედაობაზე, ბებიაქალებზე, და ა.შ. http://www.documentingdelight.com/2013/10/30/meeting-florin/

Keti said...

მშვენიერი არჩევანია, სოფი
პროფესიის შეცვლაზეც კარგი დამოკიდებულება მაქვს. მთავარია, ის პროფესია, რომელსაც დაეუფლები, შენი მოწოდება იყოს და შეძლო მომავალში საჭირო დროისა და ენერგიის დათმნობა

წარმატებებს გისურვებ! :*


პ.ს. მე ადრე მქონდა სურვილი, შემესწავლა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, მაგრამ მშობლების გამო საავადმყოფოებთან და ექიმებთან ურთიერთობამ ძალიან დამსტრესა, ახლაც ძალიან ცუდი გრძნობები მიჩნდება და აღარ მინდა რაიმე ვიცოდე

ბებიაქალობა კიდევ სულ სხვაა, რაღაცნაირი "თბილი" ჩანს ჩემი გადმოსახედიდან :)

Eliza Doollittle said...

სოფო, ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ აქტიური მკითხველი ვარ :)
როგორ მჭირდება შენნაირი მონდომების ადამიანი. ყველაზე მეტად მეშინია, რომ ექიმის და ბებიაქალის უხეშობას ვერ გავუძლებ და გამოვიქცევი მშობიარობის პროცესიდან :( ნეტავ ოდესმე აქაც გამოჩნდებოდეს მასეთი მონდომების ქალები, ვინც შემდგომ პერიოდშიც დაგვეხმარებოდნენ, როცა ქალი ყველაზე მეტად გაურკვევლობაშია და ღელავს. სიამოვნებით ვისწავლიდი მეც სამედიცინოზე, ეხლაც ვთვლი, რომ პროფესიის არჩევაში შემეშალა. უბრალოდ, შესაცვლელად ალბათ უკვე ასაკში ვარ :)

Rode said...

იცი, ხელოვნებათმცოდნე ვარ (თსუს ბაკალავრი :დ), ახლა ინგლისურს ვსწავლობ, სერთიფიკატები უნდა ავიღო და სადმე წავიდე უცხოეთის ქვეყნის მაგისტრატურაში [რომელიმე კუნძულოვან ქვეყანაში]. ოღონდ რა პორიფესიით? აი, ეს კი ჯერ არ გადამიწყვეტია :დ -_-

პ.ს.
სახელი შევიცვალე, როდე ვარ :)
და კიდე, ფბ-ზე გვერდის გაუქმების პროცესი დავიწყე და საბოლოოდ შენნაირი გავხდები :)

Toma said...

dzalian kai specialobaa. sofi, gaarkvie, ak sanam bebia qali gaxdebi namande unda iko ektani da mere xdeba vvicro specialoba.

dzlaian motxovnadi specialobaa chvensken, samcuxarod araa satanadod dafasebuli xelfasebis mxriv (iseve rogorc nebismieri sxva med personali eqimebis garda).

თორნიკე said...

საქართველოში ხან ფილოლოგიურზე ვსწავლობდი,მერე ჟურნალისტიკას და შეიძლება ითქვას არც ერთი არ დამიმთავრებია.წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი უნებისყოფობა და დეპრესიულობა იყო.ვფიქრობ,რომ ორივე პროფესია ძალიან საინტერესოა.თუმცა ჟურნალისტობას მეტი თავგანწირვა და დიდი შრომა სჭირდება.ამჟამად თურქულს ვსწავლობ.სამსუნში ვაპირებ ცხოვრებას და სწავლას.დღეს ჩემს არჩევანზე უფრო მეტად დასაქმების პერსპექტივა მოქმედებს,ვიდრე იდეალისტური მისწრაფებები.ენის კურსების გავლის შემდეგ მოსამზადებელია და მერე უნივერსიტეტი.ალბათ მენეჯმენტს ავირჩევ.უფრო კონკრეტულად ან ტურიზმის,ან სასტუმროს მენეჯმენტს. იმედია არჩევამდე მივაღწევ.:) შენც წარმატებები!

Sophie שרה Golden said...

@ანუშკა, საქმეც ეგაა, რომ მომწონს ეს ამბავი, "ჩემს" ორსულზე ზრუნვა :) მადლობა ლინკისთვის, არ მახსოვს ეს ბლოგი, შეიძლება ადრე კი მქონდეს წაკითხული.

@ქეთი, მადლობა გამხნევებისთვის.
მესმის შენი, ასეთი გამოცდილების შემდეგ, ნამდვილად აღარ გენდომებოდა მედიცინასთან საერთოდ რამე კავშირი გქონოდა :(

@ელიზა, ძალიან გამახარე შენი კომენტარით. შენი ბლოგი ვნახე და ვეღარ ვცილდები.
არ ვიცი მანდაური ბებიაქალების სიტუაცია, სამწუხაროდ, იმედი მაქვს, რომ ძალიან უხეშები არ უნდა იყვნენ. მაგალითად, მე მყავს ექთანი მეგობარი, რომელიც კარდიოლოგიურ კლინიკაში მუშაობს და მასზე საყვარელი, თბილი და გულისხმიერი ადამიანი არ მინახავს, ბევრ ექიმს ჯობია და ყველას უყვარს.
იქნებ, შენც ასეთი კარგი ექთნები და ბებიაქალები შეგხვდნენ, არასოდეს იცი, სიხარული სად გელის ადამიანს, ზოგჯერ იქ, სადაც არ ელოდები :)))

ხო, სამედიცინოსთვის მეც უკვე "ასაკში" ვარ, მაგრამ ამ სპეციალობის სწავლას, რაც მე მინდა ნაკლები დრო სჭირდება, თანაც ხვალვე კი ვერ დავიწყებ, ჯერ რაღაც ტესტები და გამოცდები უნდა ჩავაბარო, ეზრა "დავაბინავო" ბაღში და მერე შევუდგე რეალურად ამის განხორციელებას.

@ბექა-როდრიგო სანტორო-ჰარეტონ ლინტონ, რას მკადრებ, მე შენი ნამდვილი სახელი და გვარი და ყველა ყოფილი და არსებული "ნიკი" ვიცი და სხვებში არ შემეშლები :D
ძალიან კარგი იქნება, ასე თუ იზამ, არაფერი ჯობია უცხოეთში მიღებულ გამოცდილებას და განათლებასაც, რა თქმა უნდა, თუ ძალიან კარგად ისწავლი. კუნძულოვანი? მაინც, რომელი? ისლანდია ხომ არა?
პ.ს. მადლობა, როდე, კომპლიმენტია ფაქტიურად, "ჩემნაირი" რომ ხდები. მადლობა! მიხარია, როცა ადამიანები ფეისბუქის ტყვეობიდან თავს აღწევენ :)

@ტომა, მიხარია, რომ მოგწონს, შენ კარგად ერკვევი ამ ამბებში, ვიცი.
უნდა გავარკვიო ჯერ ბევრი რამე და ზემოთ როგორც დავწერე, ჯერ ბლომად ტესტები მაქვს ჩასაბარებელი, რომ სამედიცინო განხრაზე მივიდე საერთოდ. ფაქტიურად, თავიდან მომიწევს ყველაფრის დაწყება და ჯერ ისიც არ ვიცი, ზუსტად როდიდან შევძლებ ამით დავკავდე.
ხო, ეგ მართალია სამწუხაროდ. შენც არ ხარ კმაყოფილი ანაზღაურებით ხო?

Sophie שרה Golden said...

@თორნიკე, მადლობა შენი გამოცდილების გაზიარებისთვის. იქნებ სწავლის ხარისხი და პროცესი არ გაკმაყოფილებდა და ამიტომ ვერ დაასრულე სწავლა? ზოგჯერ და ხშირად, გარემო ფაქტორები სასწაულად მოქმედებენ ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, ახლა შემართება და მოტივაცია უფრო მეტად გექნება და აუცილებლად ისწავლი ბოლომდე, რომ კარგი სამსახური და ანაზღაურებაც შესაბამისი გქონდეს. წარმატებებს გისურვებ!!!

Rode said...

როგორ გამეცინე სოფ! :დდ
მართლა, რას გავს ჩემი სქციელი :დ ნეტა რას უნდა ნიშნავდეს? არა ვსო, ეს ცვლილება წესით საბოლოო უნდა იყოს :)

ისლანდიის გარდა, ავსტრალიას და ახალ ზელანდიასაც მოვიაზრებ. რაღაც ამ ბოლო დროს ახალი ზელანდიით ვარ მოხიბლული.

ფბ-სთან ყოველგვარ კავშირს ვწყვეტ და მეც მიხარია :)

Sophie שרה Golden said...

@როდე, ახალი ზელანდია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! წადი მანდ აუცილებლად. კაკ მინუმუმ, ავსტრალია იყოს, ამასაც არაუშავს. ძალიან კარგი ქვეყნებია და იმედი მაქვს, მეც მოვხვდები ოდესმე! მიყვარს უზომოდ ორივე, მანდაური ხალხიც საკაიფოა, ცოტა ცივები კი არიან თავიდან, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია კარგი ქვეყნებია და საერთო აზრის ადამიანების ნახვა ყველგან შეიძლება.
წარმატებებს გისურვებ!!! მიჰყევი ამ მიზანს აუცილებლად, არ მიატოვო და წადი, ქვეყანა ნახე! :)

Eliza Doollittle said...

ხო, სერტიფიკატი თუა მხოლოდ საკმარისი, უფრო ადვილი იქნება. მე დიაგნოსტიკა მიზიდავს ძალიან. თან, ვიწრო სფეროში არა, ზოგადად დიაგნოსტიკა, რაც რომ ვისწავლო ალბათ მართლა მთელი ცხოვრება დამჭირდება. წარმატებები :)
მიხარია რომ მოგეწონა ჩემი "ნაბოდვარები" :))

Tina Nadiradze said...

მეც სანდრა გამახსენდა, მანაც შენი მსგავსი მოტივით შეისწავლა ექთნობა და ბებიაქალობა. არაჩვეულებრივი ქალია, ნამდვილი მოქალაქე და ევროპელი.

წარმატებები! :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

აუ რა მაგარია სანი.

თუმცა ალბათ ბებიაქალობისთვის შენც უნდა შეცვალო და არა როგორც ახალი პროფესიოლოგი (რა მაგარი სიტყვა წარმოვშვი) არამედ როგორც შინაგანი შენ : )

აი შენ ბებიაქალი წარმომიდგენიხარ ისეთი ლბილი და სათნო რომ აი ძალიან ამამსუყებლად, ხოდა მგონია რომ ეგეთი ძალიანაც არ უნდ აიყო, ახლა რაც გკითხულობ სულ მასეთი ხარ და აბა როგორ ვიფიქრებ რომ სხვანაირი იქნები პროფესიის ცვლილებისას?? : ))

ხოდა რაც შეეხება ჩემს პროფესიას მე სულ ვფიქრობ მის ცვლილებაზე, თუმცა იმიტომ არა რომ არ მომწონს, მაგრამ არის რღაცეები რაც ასევე ძალიან მომწონს და ჩემს არსებულ ცოდნებში ვერაფრით ჯდება ხოდა სხვა რა დამრჩენია : )) ცვლილებაზე უნდა ვიფიქრო : ))

kuda said...

მშობლების რჩევით არქიტექტურაზე არ ჩავაბარე და მთელი ცხოვრება ვინანებ ამას. ახლა გვიანია პროფესიის შეცვლა, იმიტომ რომ ძნელია სხვაზე დამოკიდებული გახდე უცებ, როცა მეშვიდე კლასიდან მუშაობას ხარ მიჩვეული და შენი ფული გაქვს, როცა უზარმაზარი სესხი გაქვს წამოკიდებული.

Sophie שרה Golden said...

ელიზა, მადლობა!

თიკო, ნამდვილად. მადლობა.

ჩორვენ, რაღაც მომენტში მართალი ხარ, მომკალი და "სწერვოზულობა" არ მაქვს, არ შემიძლია, მთლად "ლბილი" და თბილიც არ მეთქმის ისე :დ
ცვლილებები მშვენიერია.

ნათია, ჰაჰა მე ჩემების რჩევით სამედიცინოზე არ ჩავაბარე და მეც ძალიან ვნანობ, მაგრამ პირიქით რომ მომხდარიყო, შეიძლება ისინი დამედანაშაულებინა, ვერასოდეს გაიგებ ადამიანი ცხოვრებისას.
მესმის, რთულია შენს შემთხვევაში. წარმატებები ვალის დაფარვაში, ყველაფერი კარგად იქნება, შენ სასწაულად მაგარი გოგო ხარ.

Toma said...

ar var kmayofili. sofi, samedicino sferoebshi eqimis specialobaa faqtiurad ertaderti sadac dzalin dnelia chabareba, rac ar unda kainishnebi gqondes. danarchenebze ar gagichrdeba tu kvela misageb motxovnas akmakofileb.

mere, es is specialobebia romlelsac xelfasis gamo ar virchevt. imitom virhevt rom shinagani scrafvaa, da piradi archvani. ratqmaunda kaia xelfasi rom magalia, magram gadacmkveti araa. mashin saertod unda davivickot es specialobebi (eqimis garda)

Toma said...

rac sheexeba profesiis shecvlas, aradrosaa gviani chemi azrit. eg chventanaa saqartveloshi rom skolis damtavrebidanve egreve abareben axalgazrdebi (naxevarze meti, mere archevanit araa kmakofili da profesiit ar mushaobs, shecvlisac eshinia). me mkavda jgufelebi 40 clis da metis, profesia rom sheivales.

mec 29 wlis asakSi shevicvale profesia, magram radikaluri cvlileba ar yofila.

Sophie שרה Golden said...

@ტომა, ხო, ეგ ცუდია, მაგრამ ნამდვილად გეთანხმები. ამ სპეციალობებს უმეტესად ზუსტად ამიტომ ვირჩევთ (თუ გადავირჩევთ), რა მიზეზიც შენ თქვი.
არასდროსაა გვიანი და მადლობა პოზიტიური კომენტარებისთვის.
ჩემმა ერთმა ახლობელმა ინგლისში, ზუსტად, 40 წლის ასაკში შეიცვალა პროფესია და ძალიან კმაყოფილია. უკვე 60 წლის ქალია, მუშაობს ახალი პროფესიით და მშვიდად მიდის პენსიისკენ, კმაყოფილი იმით, რომ როგორც იქნა იპოვა თავისი მოწოდება.

Anonymous said...

sainteresoa gadawyvetilebaa sof.me xom ici zaan gamixarda exla eg.ragaceebshi ar getanxmebi ro titqos civebic ariano eqimebio.ubralod civebi ufro xshirad amaxsovdebat pacientebs da danarchen atasobit sayvarel eqims iviwyeben rogor tbilat moeqcnen imitom rom chatvales rom amashi gasakviric arc araferia egrec unda iyoso.pirovnebazea damoakidebuli torem profesia naklebadaa mand damnashave.zalian damainteresa shenma gadacyvetilebam da tanac gamaxara ..........shen tu ara pacacuna rom gaizrdeba kai sipatiur eqimad tu aqcev kargi iqneba......sheni nazikuku :*

Sophie שרה Golden said...

ნაზუ–ფისკო, გამახარე, რომ მომწერე.
გეთანხმები, შეიძლება ასეცაა, მაგრამ შენ ჩემზე უკეთ იცნობ მაგ სფეროს და თქვი, მაინც ვინ უფრო უხეშია, ექიმები თუ მედდები? :დ რა მშვენიერი შეკითხვა კი გამომივიდა.
ჰაჰა, ვნახოთ, რა გამოვა, მთავარია სიმპათიური იყოს ხო? :დ