Sunday, October 27, 2013

Such a Perfect Day...

ლუ რიდი მოკვდა.

ცოტა უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, შავ ლაქს ისევ ვისვამდე ფრჩხილებზე და თითებიც ვერცხლის ბეჭდებით მქონდეს ასხმული, ალბათ უფრო სხვანაირ წერილს მივწერდი, მაგრამ ახლა აღარ გამომდის :|
მერე რა, რომ მოკვდა, მაინც მივწერდი. არაფერი ჯობია მკვდრებისთვის წერილის მიწერას. ვერ დაადანაშაულებ, რომ პასუხი არ დაგიბრუნეს.


ლუ რიდი 2005 წელს გავიცანი. ელიზაბეტ ვურცელის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან "პროზაკის თაობა".
მაშინ მეც ვურცელის გმირის მსგავსი პრობლემები მქონდა და სასწაულად ვაიგივებდი მასთან თავს.
გათენებამდე ვწერდი მეც და ლუ რიდს ვუსმენდი... ოღონდ ჩემთან არასოდეს მოსულა, როგორ ლიზისთან.
არც მე მიმიღწევია "როლინგ სტოუნამდე".
უბრალოდ, დღეს ავად ვარ და ეს perfect day კიდევ perfect–ად დასრულდა ლუ რიდის სიკვდილით.

მადლობა ყველაფრისთვის, ლუ!

არაფერს არაფერს არა აქვს მნიშვნელობა ამქვეყნად – მხოლოდ მუსიკა რჩება მაინც და დანარჩენები ყველანი სხვაგან მივდივართ.

3 comments:

Toma said...

გული დამწყდა ამ ადამინზე.

პერფექტ დეი კიდევ ჩემი ცხოვრების ჰიმნია.

Keti said...

გული დამწყდა ძალიან:/

Sophie שרה Golden said...

ტომა, :(
მართლა? რა საინტერესოა.

ქეთი, :/