Monday, October 7, 2013

6 დღე კვირაში – ორშაბათი

მეექვსე დღე – ბოლო პოსტი


(თუ სწორად მახსოვს, ეს სურათი ერთ დროს ქეთის ბლოგიდან უნდა მქონდეს შენახული)


ორშაბათი
В грозы, в бури,
В житейскую стынь,
При тяжелых утратах
И когда тебе грустно,
Казаться улыбчивым и простым -
Самое высшее в мире искусство...
 
სერგეი ესენინი "შავი ადამიანი" 
 
 
გუშინ სტუმრები გვყავდა მთელი დღე და საღამოსაც ვერ მოვიცალე.
სამაგიეროდ, წინა ორშაბათს დავიწყე ეს პროექტი და დღეს დავასრულებ, უკეთესიცაა.

დილას მილიონი აზრი მომდიოდა თავში და ახლა, როცა საწერად დავჯექი, ერთიც კი აღარ დამრჩა.

დღეს ქათმის ბულიონი რომ მოვხარშე და გადავწურე, ჩემი მეგობარი ნატას სიტყვები გამახსენდა, რომელმაც ჩემს წერილზე მიპასუხა, ვაიმე, ნევროზი ხომ არ გაქვს, ყველას პირდაპირ რომ ეუბნები, რასაც მათზე ფიქრობო.
ჰოდა, რაღაც დონით, მგონი, მაქვს ნევროზი :|
ნევროზი იმის, რომ ინტელექტუალურად თითქმის არ "ვმოძრაობ" და ხანდახან ძალიან ცუდად ვგრძნობ ამის გამო თავს. ერთ პოსტში ვწერდი, არ მინდა მუშაობა, ალბათ–მეთქი, მაგრამ აქ საქმე მუშაობას არ ეხება, გონებრივ აქტიურობაზე ვსაუბრობ.
იმის ნევროზი, რომ დედაჩემი მენატრება სასწაულად.
კიდევ მრავალმხრივი ნევროზი ამქვეყნიური ცხოვრებისა...

რამდენადაც მზიანი ადამიანი ვარ, იმდენად უფრო მეტი დემონი მყავს, რომლებსაც ხან მე ვაფრთხობ და ხანაც – ისინი შემომიტევენ, ესენინის "შავი ადამიანისა" არ იყოს. რომელი გენიოსი პოეტი მე ვარ, მაგრამ ასეა.

Казаться улыбчивой и простой... 

7 comments:

Anonymous said...

რატომ ბოლო? განაგრძე რა.

ყველას გვაქვს ნერვოზი თუ ნევროზი...ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველას დედამიწაზე.

მუშაობა ეს უკვე რაღაც ვაიმე თემაა ჩემთვის. აი დღეს ზუსტად, დამირეკეს ერთი სამსახურიდან სადაც გასაუბრებაზე ვიყავი და მომილოცეს რომ ამიყვანეს. იცი, ხვალ წავალ. საერთოდაც 1 თვე ვივლი, ვნახავ როგორ შევძლებ. ძალიან მეთანაღრება გული და ვნერვიულობ ჩემს შვილზე. პირდაპირი მნიშვნელობით მიწებებული ვარ. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს დრო არასდროს დამთავრდება. მერე სკოლა, მერე ეს მერე ის, და მერე მივხვდები რომ მას თავის ცხოვრება აქვს და მე ცოტა ზედმეტი ვიქნები ჩემი ყურადღებით. თუმცა, ფაქტია ეხლა არ ვარ მზად და არც არავინ მყავს რომ დავტოვო ესე. თუმცა, მაინც მივდივარ. მივდივარ და არ ვიცი რა იქნება. ხანდახან ესე ,,ვთამაშობ")))) ხანდახან ფული ძალიან მჭირდება და ა.შ

მოკლედ...

Sophie שרה Golden said...

@თი, ამ პროექტისთვის ბოლო პოსტი, თორემ ისე განვაგრძობ, სად წავალ :დ

ნევროზი უნდა იყოს სწორი, რამდენადაც მახსოვს :)

ძალიან კარგია და იმუშავე აუცილებლად, იმიტომ რომ გონებას გაამოძრავებ, კარგი გაგებით, გარეთ გახვალ, ადამიანებს ნახავ, ისინიც მოგიშლიან ნერვებს, მაგრამ უფრო მეტად გაგახალისებენ, ასე ჯობია ბევრად.
მესმის, რომ ნერვიულობ ბავშვზე, მეც ასე ვარ, როგორ გამოვტოვო მისი ცხოვრების წუთები და სხვამ ნახოს, ახალ რამეებს რომ სწავლობს, და მსგავსი აზრები მაწუხებს ხოლმე.

მოკლედ, წარმატებები სამსახურში. ნახე, ყველაფერი რა კარგად წავა.

Keti said...

კი, მქონდა ეს სურათი ჩემს გამოფენაზე და ძალიან მომწონს, მადლობა! :)

სოფი, იქნებ ჯერჯერობით ონლაინ სამუშაო გამოჩნდეს? მართალია შენი რეჟიმისთვის მეტი დატვირთვა იქნება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თუნდაც რამდენიმე საათი სამსახურის საქმეზე კონცენტრირება ეხმარება ადამიანებს, სხვა დატვირთვებს გაუძლონ.

რაც შეეხება წუთების გამოტოვებას, სხვებისგანაც მსმენია
და ჩემი აზრი ასეთა
ამ ლოგიკით 3 და მეტი წლის ბავსვის წუთებიც არაა გამოსატოვებელი
ნებისმიერ ასაკში საინტერესოა მისი აქტივობები და გამოდის ქალები ბავსვების გაჩენის შემდეგ სამსახურებზე უარს უნდა ამბობდნენ საერთოდ.

ჰოდა, რამდენიმე საათით ერთმაქნეთისგან დამოუკიდებლობა ორივე მხარისთვის კარგია.. სადღაც 2 წლიდან ალბათ შეიძლება ამ "დამოუკიდებლობის" დაშვება, ჩემი აზრით :)

:*

Keti said...

* რამდენი კორექტურა გამეპარა...

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ნამდვილად. აუცილებელია სხვა რაღაცაზე განტვირთვა, რაც დედისთვისაც სასარგებლოა და ბავშვისთვისაც.
ვიმედოვნებ, 2 წლიდან ეზრა ბაღში წავა და ნელ–ნელა მივეჩვევი "წუთების გამოტოვებას" :))

Anonymous said...

sopiii dzaan momconxar...xshirad vkitxulob shens blogs...mec patara mkavs da saerto ragacebs vpoulob shens blogze,xandaxan titqos chems gulshi zixar...:)nervozs rac sheexeba mgoni kvela saxlshi mkop dedas aqvs..:)tan roca damxmare aravin gkavs dzaan dznelia..xandaxan gantvirtva aucilebeliaa...

Sophie שרה Golden said...

ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდა კიდევ ერთი დედა რომ კითხულობს ჩემს ბლოგს. ჰო, ეს ნევროზი საერთოდ, ხან როგორ იცის შემოტევა. მაგრამ ყველაფერი მაინც უკეთესობისკენ მიდის, რაც ბავშვი იზრდება და ჩვენც დედობას ვეგუებით.
ნამდვილად აუცილებელია განტვირთვა და ზოგჯერ მხოლოდ საკუთარ თავთან დარჩენა და იმის გაკეთება, რაც შენ გსიამოვნებს.