Wednesday, December 18, 2013

დეკემბრის 5 ფავორიტი

როგორც იქნა მოვახერხე ამ თვეში 5 ფავორიტის აღმოჩენა და სიამოვნებით გაგიზიარებთ. სამწუხაროდ, არავის უნდა შემომიერთდეს ამ პროექტში, ისევე როგორც, როდეს არავინ შეუერთდა ჯერჯერობით XX საუკუნის ადამიანებში (როდე, ძალიან შევეცდები, როგორმე, 2013 წელს დავწერო ჩემი გავლენიანი ადამიანების შესახებ).


მაშ, ასე:
1. ხელის კრემი

Dove-ის პროდუქციის უმეტესობა ძალიან მომწონს, ხარისხი ყოველთვის შეესაბამება ფასს. კარგ ხელის კრემს კი უკვე დიდი ხანია ვეძებდი, განსაკუთრებით ზამთარში მჭირდება გემრიელად დამატენიანებელი, რადგან კანი სწრაფად შრება.



2. ზოლიანი სვიტერები, მაისურები...

ძალიან მიყვარს ზოლიანი ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტალური ზოლები წონას მმატებს. მაგრამ როდის იყო მე ზედმეტი წონა მაშინებდა? ნამდვილი ქალი ხომ შორიდან უნდა ჩანდეს, შესაბამისად, ესეც ჩემი ბოლო შენაძენი H&M–ში 7 ევროდ :)



3. სარეცხის კონდიციონერი/დამარბილებელი/კარგისუნისმიმცემი

ამაზე მთელი ცალკე პოსტის დაწერა შემიძლია, იმდენად საშინელი მანიაკი ვარ სარეცხის რეცხვის და კონდიციონერების ექსპერიმენტატორი. ყოველთვე ვცვლი კონდიციონერების ფირმას სურნელების მიხედვით, ბუნებრივია. გემოვნება სურნელებში კიდევ ქალებს მხოლოდ სეზონის კი არა, თვის განმავლობაში მილიონჯერ გვეცვლება. ყოველ შემთხვევაში, მე.


4. ხილი

სარეცხის კონდიციონერების გარდა, ყოველი სეზონისთვის შესაბამისი საყვარელი ხილი მაქვს ხოლმე. ზამთარში განსაკუთრებულად კარალიოკი და ფორთოხალი მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს მივხვდი, ბროწეულს არაფერი მირჩევნია.
ეზრას ბებიამ თავის მეზობლად იპოვა პატარა ხილის მაღაზია, სადაც უგემრიელეს ბროწეულს ყიდიან იაფად და როცა სტუმრად მოდის, ყოველთვის მოაქვს ბროწეული.
ეზრასთვის - ყურძენი, რომელიც მისი ამ ეტაპის საყვარელი ხილია და შეუძლია უზომოდ ჭამოს, თუმცა ჩემნაირი დედა რისთვის ჰყავს, საზღვრები რომ არ ასწავლოს ;)


5. ბლოგი

ამ თვის საყვარელი, არა, უსაყვარლესი ბლოგი. ამერიკელებზე დიდად არ ვგიჟდები (გლასების ოჯახის გამოკლებით), მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებიც მყავს იქ და ყველაფერი. მაინც ვთვლი, რომ დიდად არ გადმოსდით ინტელექტი, თუმცა, როგორც ყოველთვის, სტერეოტიპებით ცხოვრება საშინელებაა და სანამ ჩემს ახალ ფავორიტს "გავლინკავ", აქვე სივრცეში მოფრიალე თამთას ეს პოსტიც უნდა მოექცეს ყურადღების ქვეშ, რადგან ძალიან საინტერესო თემას შეეხო და უფრო მეტი დრო რომ მქონდეს, ცალკე პოსტად უნდა დამეწერა გენდერული ამბები.

რაც შეეხება თავად თვის ფავორტ ბლოგს, რომელსაც ქაღალდის წვიმის წვეთები ჰქვია, ვერაფრით ვცილდები და ამ ლამაზი, ნიჭიერი გოგოსი ყველაფერი მომწონს, განსაკუთრებით ეს პროექტი, რომელიც, წესით, თქვენც ძალიან უნდა მოგეწონოთ.



ბედნიერ კვირის დასასრულს გისურვებთ, აწ უკვე (ცოტა) დასვენებული დედა :D

10 comments:

Natalia said...

მე ვაპირებ დავწერო მე-20 ს.-ის ადამიანებზე, მაგრამ როგორც ამ ბოლო დროს მჭირს, თავს ვერ ვაბამ ვერაფერს :/
რაც შეეხება 5 ფავორიტს, ეგ იდეა მეორე ბლოგისთვის მომწონს და იქნებ ამ შაბათ-კვირას გავაკეთო რამე :)

ზოლიანი ზედები მეც ძალიან მომწონს, მაგრამ მგონი ჯერჯერობით არაფერი მაქვს :დ

Tina Nadiradze said...

http://cupcakesandcashmere.com/series-stories/five-things-152#feed=/tag/five-things am blogzea msgavsi proeqti, five things.

zoliani zedebis partiashi mec chamceret!!! :)

am sezonze komshze vikavi gagijebuli :))

Sophie שרה Golden said...

@ნატალია, უჰ, შენ და თავს ვერ ვაბამ აღარ გამაგონო, გაბრაზებული ვარ შენზე. იმხელა ინტელექტუალური რესურსი გაქვს და უნდა გამოფინო ბლოგზე აუცილებლად!!!!!!!!! :) მშვენიერი კომპლიმენტი გამომივიდა, რესურსი, რა არაადამიანური სიტყვაა, უფ :/

@თიკო, ვნახო აბა.
ხო, ბევრ ბლოგზე მინახავს 5 ფავორიტი, 7 კადრი და მსგავსი რაღაცები.
კომში!!! ოჰ, რამდენი ხანია არ მიჭამია, მე განსაკუთრებით კომშის მურაბა მიყვარს, გავგიჟდები, მომენატრა ახლა :D

Anonymous said...

სარეცხის ბალზამი მე აქ აღმოვაჩინე :D დედაჩემი არ იყენებს ხოლმე და წარმოდგენაც არ მქონდა მის შესახებ, მაგრამ ახლა მის გარეშე ვეღარ ვრთავ მანქანას :)))

და კიდევ, ძალიან მიხარია ბოლო დროს ხშირად რომ ვილინკები შენს ბლოგზე... მოტივაციას მიმაღლებ <3

babisa said...

ბროწეული მეც მიყვარს, მხოლოდ გარჩეული :)))) მისი გამომარცვლა ისე მეზარება ხოლმე,სულ აღარ ვჭამ.წვენს ვსვამ ხოლმე :)

Toma said...

:D :d Cemi favoriti 5 rame rom chamovcero meechveba statistkur metodebs da kompiuterul programebs gascdes am etapze :D: D



sheidleba sadem erti shokoladic shemoerios :D

Sophie שרה Golden said...

@ბოლობლოგი, ხო, მეც ვერ წარმომიდგენია მაგის გარეშე.
სიამოვნებით, მიყვარს შენი პოსტები.

@ბაბისა, აუ ხო, მერე თითები მთელი კვირა გაშავებული მაქვს :(

@ტომა, დაწერე, იქნებ ვინმეს გამოადგეს :D აბა, შოკოლადებზეც დაწერე, მე ძალიანაც მაინტერესებს.

Keti said...

მომეწონა ეს იდეა, 5 ფავორიტი
და ძალიან მომეწონა კიდევ ბლოგი, რომელიც დალინკე. და როგორ მინდა ბევრი ასეთი ქართული ბლოგი არსებობდეს – ფოტოებით და ყოველდღიური ამბებით.
ნახატებიანი პროექტი ძალიან კარგი აქვს :)

Eliza Doollittle said...

ჩემი ზოლიანი ზედები უკვე სახუმარო თემაც გახდა. ჩემი მეგობარი მეუბნება, შენი შვილი ზოლიანი დაიბადებაო :))))

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, მეც მინდა და ძალიან მაკლია ასეთი ბლოგები. ძალიან კარგი პროექტია, როგორი თბილი.

@ელიზა, ჰაჰა მესმის შენი. ეზრას, მაგალითად, სულ ზოლიანი ტანსაცმელი აქვს თითქმის და ჩემს ქმარს უკვე აღარ შეუძლია :დ