არ ვიცი, უცხოური ბლოგების გარეშე რა მეშველებოდა.
ან ბლოგი რომ არ მქონდეს, რა უნდა მექნა.
ან ბლოგი რომ არ მქონდეს, რა უნდა მექნა.
წინა პოსტის კომენტარში ბაბისამ მომწერა, რა კარგი დედა ხარ, ასე სენტიმენტალურ–რომანტიკულად
რომ აღიქვამ ყველაფერსო. თან გამიხარდა, თან გამეცინა, იმიტომ, რომ ხან ისე
ვიღლები, მგონია, მეტი აღარ შემიძლია, ხშირად ისიც მგონია, რომ არ ფასდება ჩემი
შრომა, უფრო მეტს გავცემ, ვიდრე ვიღებ (პრინციპში, როგორც ყველა დედა). ხშირად
ვბრაზდები, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ მრჩება, სამი თვის წინ დაწყებული
წიგნი ჯერ არ დამიმთავრებია და ერთი პოსტის დაწერას სამ დღეს ვუნდები, რადგან
სანამ მოვიფიქრებ, აზრებს დავალაგებ, დავწერ, მერე გავასწორებ და გამოვაქვეყნებ,
შუალედში უნდა მოვასწრო სახლის დალაგება, სადილის მომზადება, ეზრას გასეირნება,
დაძინება, ქმრისთვის ყურადღების მიქცევა, სარეცხი მანქანის გატენვა–დაცლა, გაფენა,
გაუთოება...
მეგობრებს წერილებზე ვერ ვპასუხობ, რადგან მთელი დღის დაღლილს,
საღამოს გონება აღარ მყოფნის, დალაგებული და ინტელექტუალური პასუხები გავცე,
განსაკუთრებით ისეთ მეგობარს, განსაკუთრებით რომ მიყვარს და მაკლია.
ბოლოს, ეს ბლოგი მრჩება, როგორც ერთგვარი მოტივაცია, რომ რაღაცები დავწერო, სხვა დედები და არადედები გავამხიარულო, გავამხნევო და ალბათ, პირველ რიგში საკუთარი თავი [მო]ვიპოვო :)
ადრე ერთმა მეგობარმა მითხრა, გათხოვილი ქალები მოსაწყენები
არიან, ოღონდ შენ არ გეწყინოსო. რამდენჯერაც ერთ დაქალთან მივალ, რომელსაც ორი
პატარა ბავშვი ჰყავს, ჩემთვის ვერასოდეს იცლის, დასდევს ბავშვებს, სულ საქმე აქვს
და ნერვებს მიშლისო :/ მივახალე, ადექი და მიეხმარე, თუ მიდიხარ, შენც მასთან
ერთად ირბინე და თუ არ გინდა, მაშინ სულ ნუ მიხვალ–მეთქი.
ამის შემდეგ მე და ის მეგობარი აღარ/ვეღარ ვურთიერთობთ.
ამიტომაც მიყვარს უცხოელი დედების ბლოგები, განსაკუთრებით
მრავალშვილიანების, იმიტომ, რომ არასოდეს განგსჯიან, კეთილ რჩევებს მოგცემენ, გაგამხნევებენ;
ყველაფერი გაივლის, მიუხედავად იმისა, რომ რთულია დედობა, ძალიან რთული, რადგან
ყველა ბავშვი განსხვავებულია, თუ ერთ ქალს მშვიდი, ანგელოზი ბავშვი ჰყავს, მეორეს
(იხ: მე) – მოუსვენარი და ძილის მოძულე, მესამეს – მტირალა და ჭირვეული. ამიტომაც
არ არსებობს დედობის ერთი მეთოდი, სამაგიეროდ არსებობს ერთი მხარდაჭერა და
ყურადღება, რომელიც ყველა დედას სჭირდება და რაღაც ეტაპზე ძალიან აკლია.
ზუსტად ამიტომ ვწერ მეც დღემდე.
ამიტომ ვკითხულობ უცხოურ ბლოგებს, თუნდაც ზოგჯერ მაკვირვებდეს, როგორ
გასცემენ ადამიანები ამდენ პირადულ ინფორმაციას, სასწაულად ინტიმურ ფოტოებს (მშობიარობის,
მაგალითად) აზიარებენ და ყველაფერზე წერენ. მერე ვხვდები, რომ მე და ისინი ძალიან
განსხვავებული კულტურისა და მენტალიტეტის შვილები ვართ და მშვიდად ვაგრძელებ
კითხვას. ბოლოს და ბოლოს, განსხვავებულობა და დივერსია ძალიან ლამაზია, მთავარია
ერთნაირი მორალური ცნებები ჰქონდეთ ადამიანებს.
ამ ქალებისა და ჩემი კი, შეიძლება ყველა ცნება (ანდაც მცნება ;) ) არ
ემთხვეოდეს, მაგრამ ჩემი დედობის პერიოდში ისინი უფრო მეტად დამხმარებიან და
გავუმხნევებივარ, ვიდრე ნაცნობ–მეგობრებს. ბუნებრივია, არავის განვსჯი, ყველას
თავისი ცხოვრება, ინტერესები და გამოცდილებები აქვს.
მინდა, ქართველი დედების ბლოგებიც იყოს (ამჟამად სულ ერთი–ორია ასეთი), ისინიც წერდნენ, გამოთქვამდნენ თავიანთ ფიქრებს, დაღლას, გულისტკივილს და ვკითხულობდეთ, კომენტარებს ვუწერდეთ და ერთმანეთს ვამხნევებდეთ.
მხოლოდ დედებისაც არა, ქალების ბლოგები, რომლებიც წერენ და სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ.
ბედნიერ კვირას გისურვებთ!



6 comments:
სოფი მინდა ბედნიერი იყო და ყოველთვის წერო და წერო! რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გადატრიალდეს - ეს ბლოგი და მისი მკითხველები ყოველთვის აქ ვიქნებით და მცირე წვლილს შევიტანთ შენს გამხნევებაში!
rogor minda mec vcerde. principshi,a rc maqvs imaze fiqris dro tu rato ar cver an ver an raghac.. bunebrivi timeout. me, shengan nascavli blogebi dzlaianmiyvars da vertgulob xolme :) shengan nascavlebs martla "sxva" gemo aqvs.
gamxnevdi Sophie, dzalian akrgi xar.
sofii :*
:მხნევ: :მხნევ: :)
სოფი, რა უცნაურია, ეხლა წავიკითხე ეს პოსტი, არადა დღისით გამოვაქვეყნე ახალი ბლოგი ზუსტად ამ თემით. მაინტერესებს როგორ შევხედავ მას სხვა გადასახედიდან, სხვა პერიოდში, წლების შემდეგ. როგორ შიცვლება ჩემი გადასახედები, შეგრძნებები და განცდები. რას ვისწავლი, რა გამოცდილებას მივიღებ. სპეციალურად დედობისთვის განკუთვნილი ბლოგია და მე თვითონაც არ ვიცი რა გამოვა...
დარწმუნებული ვარ ფანტასტიური დედა ხარ <3 მე ესე ვგრძნობ :) <3
ბექა, მადლობა!!! რა კარგი ხარ.
ანუშკა, მეც მინდა და მაკლია შენი წერა :( მადლობა, მიხარია.
თი, :*
ნათია, :გახლავართ:
ელიზა, ვნახე შენი ახალი წამოწყება და ძალიან მომეწონა. ჩემი ერთი საყვარელი ავსტრალიელი ბლოგომეგობარი წერდა მსგავს წერილებს თავის შვილს, ძალიან მაგარი იდეაა. წარმატებები!
უჰ, მადლობა, ხან საშინელ დედად ვგრძნობ თავს და შენს სიტყვებს გავიხსენებ ამის შემდეგ :)
Post a Comment