Monday, January 20, 2014

3 რაღაც, რაზეც არ ღირს ნერვიულობა

გუშინ ერთ საინტერესო ლექციას დავესწარი და ამის შთაგონებით, ვიფიქრე შემდეგი პოსტი დამეწერა. ზოგი რაღაც ექსკლუზიურად ჩემი იდეაა და ზოგიც, ჩემი მეგობრის დედის, რომელმაც წაიკითხა ზემოთ ნახსენები ლექცია.

1. ბავშვობა

საკუთარ რთულ ან თუნდაც უბრალოდ ბავშვობაზე მხოლოდ ისინი განიცდიან, ვისაც გაზრდა და პასუხისმგებლობა აშინებს.
მშობლებსაც მხოლოდ სუსტი ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებსაც თავად განძრევა (ტვინისაც და ერთი ადგილისაც) ეზარებათ და დაუჩემებიათ, მშობლებმა ის დამაკლეს, ან პირიქით, გადააჭარბეს და ახლა მე ვარ ასეთი მოუქნელიო.
ადამიანს ცხოვრებაში არჩევანის საშუალება ეძლევა, მშობლებისა და საკუთარი გარეგნობის გარდა. ეს იმიტომ, რომ მშობლები და გარეგნობაა ის ფაქტორები, რაც ადამიანის პიროვნების განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს, ქვეცნობიერად იქნება თუ "ზეცნობიერად".
ამიტომ ადამიანი დგები და აკვირდები შენს მშობლებს, სწავლობ მათგან, პატივს სცემ, შეცდომებსაც ამჩნევ, ყველაფერს, მაგრამ ქვას კი არ ესვრი, ცდილობ, შენ უკეთესი იყო და ის სირთულეები, რაც ბავშვობაში გქონია, ისე გააანალიზო და აწონო, რომ მიხვდე, ყველაფერი შენს სასიკეთოდ ყოფილა, შენი პიროვნების გასაძლიერებლად.
მერწმუნეთ, 95% სიძნელეებისა მხოლოდ სიკეთის მომტანია.
პირად მაგალითზე გეტყვით, იყო დრო განვიცდიდი ბავშვობიდან რაღაცების დანაკლისებს, მაგრამ ახლა ვხვდები, ყველაფერი ის რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი. როგორი ასეთი, მიზანმიმართული, ნებისყოფიანი და პოზიტიური :)


2. ფული

ჰაჰა :D
ეს ისეთი რამეა, ან გაქვს, ან - არა. ყოველ შემთხვევაში, საკმარისი არასოდეს გაქვს.
იუდაიზმში ამბობენ, ადამიანის ფინანსურ შემოსავალს ღმ-ერთი განსაზღვრავს 100%-ითო და სასწაულად ვეთანხმები.
ჩემზე უნიჭო ადამიანი ფულის შოვნაში არ არსებობს. არიან ადამიანები, ყველაფრიდან რაღაცას გამოადნობენ და მე კიდევ მხოლოდ ენთუზიაზმის დედამშობელი ვარ.
მთავარია ჯანმრთელობა და ბედნიერება, მაკბუქი კიდევ მექნება ოდესმე, მაშინ მაინც, როცა მოხუცი სოციალისტისთვის სირცხვილად აღარ ჩაითვლება იმპერიალიზმის ნაყოფით ტკბობა :P

3. გარეგნობა

პირველ პუნქტში ვწერდი გარეგნობაზე, რომელსაც არასოდეს ვირჩევთ და აქ განვავრცობ, რამდენადაც შევძლებ.
გინახავთ ვინმე ბოლომდე ბედნიერი და კმაყოფილი თავისი გარეგნობით? არც მე.
უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად, თავდაჯერებულობა გემატება ადამიანს და რაზეც ადრე განიცდიდი, ახლა უკვე დიდად აღარ დარდობ. მე საკუთარ თავზე ვწერ ახლა და არა ბოტოქსის მონებსა და დიეტაზე დაფეთებულებზე.
ერთ ქართულ ბლოგს "შევეჩეხე", სადაც აიშვარია რაის და რამდენიმე გემრიელ, ჯანსაღ ქალს აკრიტიკებდნენ ჩონჩხი თვალებგამოშტერებული გოგოები და წარმოვიდგინე, ჩემზე რას იტყოდნენ, ქუჩაში მათ წინ რომ გამევლო ან კაფეში მათ გვერდით ვმჯდარიყავი (თუმცა საეჭვოა ერთ კაფეში მოვხვედრილიყავით).
მოკლედ, იმის თქმა მინდა, საკუთარი გარეგნობით კმაყოფილება და მადლიერება იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი თავდაჯერებულია, ბედნიერი და იმას ცვლის, რაც თვითონ უნდა; სხვებს არ ადარებს თავს, განსაკუთრებით ქალის თანამედროვე იმიჯებს.


ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრები ამ პუნქტებთან დაკავშირებით. რაზე ნერვიულობთ და განიცდით? რა მოგწონთ, რა არა.
დიდი მადლობა თქვენი აზრების გამოხატვისთვის!!!
მეკამათეთ კიდეც და არ დამეთანხმოთ, ეს კიდევ უფრო საინტერესოა, მთავარია აიშვარიასნაირ ქალებს ნუ გაჭორავთ :D


ბედნიერი სამუშაო კვირა გქონოდეთ!!!


P.S. დღეს ფავორიტი ლინკების გარეშე აღარ წავალ:

ჩემი საყვარელი მწერალი თამთა და ამას ხუმრობით არ ვამბობ. მისი ბოლო პოსტი მართლა მოთხრობასავით იყო და მეგონა, ფილმს ვნახულობდი და მუსიკაც კი შევურჩიე, რომელსაც მისი პოსტის კომენტარში დავტოვებ.

ნატას ერთადერთი და განუმეორებელი პოსტი უელბეკზე, რომელიც არასოდეს წამიკითხავს და არ ვიცი, თუ წავიკითხავ, მაგრამ მისი პოსტების შემდეგ, სასწაული სისავსის განცდა მრჩება, რაც არც ისე ხშირია..

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დათოს ბლოგზე ყველაზე ლამაზი ფოტოები თავსდება და სასწაულად ნიჭიერი ადამიანი უნდა იყოს. მიხარია, მამაკაცი ბლოგერებიც რომ არსებობენ.

პიტნიანი ლიმონათის ეს პოსტი კიდევ როგორი მყუდროა, მე ვერაფრით გავიხსენე ჩემი საყვარელი ფილმური სახლი და იქნებ თქვენ მომეხმაროთ.

10 comments:

Anonymous said...

სოფი, სოფი, სოფი - რა გული გამიძლებს, რომ კომენტარის წერა პოსტის ბოლოდან არ დავიწყო და მადლობა არ გადაგიხადო... (დანარჩენი იქ, ჩემს ბლოგზე)... ახლა რაც შეეხება ძირითად თემას:
1. რეალურად, მშობელს მართლა დიდი როლი აქვს ადამიანის ჩამოყალიბებაში. თუნდაც, ისევ ჩემს პოსტში, რა მაგალითიც მქონდა მოყვანილი კერიზე, იმას რომ დავეყრდნოთ... თუმცა, აქ როგორც ვხვდები, ასეთ რადიკალურ გავლენებზე არაა საუბარი და ამაში გეთანხმები. ხანდახან ზუსტად ის დანაკლისები გავსებს... მაგრამ აქაც მთავარია, თავად იყო გონიერი და სწორად მიმართო შენი აზროვნება, რომ რაღაც კომპლექსებით დატანჯულ და ამის გამო სხვების (თუნდაც, შენივე საკუთარი შვილების) მტანჯველად არ იქცე...

2. მეც ეგრე მგონია, რომ ერთი უბრალო ფრაზა "მადა ჭამაში მოდის" სწორედ ფულზეა ნათქვამი. მაგალითად, ერთ დაბადების დრეზე მამამ 1 000 ლარი მაჩუქა და, რაღაც მომენტში, იცი ვიფიქრე, მაინც რა ცოტაა ეს ფული, არაფერში არ მყოფნის მეთქი (ოღონდ ისე არ გაიგო, თითქოს მამაჩემისგან მოვითხოვე მეტი) - უბრალოდ, ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რაც კიდევ გენდომება... აი, მილიარდელების შემთხვევაში კი ეგ რაღაც, ალბათ, სწორედაც რომ ჯანმრთელობა და ბედნიერებაა. ყველას ვუსურვებ ამ ორ რაღაცას და + სიყვარულს :P

3. აქაც გეთანხმები. ალბათ, მსოფლიოს ულამაზეს ქალებს (და კაცებსაც) აქვთ რაღაც "ნაკლი", მაგრამ საქმე მართლა თავდაჯერებულებაშია. როცა თვითონ მოგწონს საკუთარი თავი, როცა იცი როგორ წარმოაჩინო, სხვებსაც მოსწონხარ... და თუ არ მოსწონხარ კიდევ, იყვნენ და იჭორაონ.

ჰო, აქვე, ბოდიშს მოვუხდი წინა პოსტში "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობ მამაკაცებს, მათი გარეგნობა რომ შევაფასე. მართლა არ მიყვარს ხოლმე ასეთი რამეები... ცოტა უნდა ივარჯიშონ, უბრალოდ და ეგაა :P

მორჩა, წავედი, თორემ სხვა კომენტარებისთვის ადგილი აღარ დავტოვე, მგონი :)

Natalia said...

გარეგნობაზე ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს, მთავარია იცოდე, რა გაქვს კარგი და ამ კარგზე გააკეთო აქცენტი :)

აიშვარიას რაც შეეხება, გამხდარი იმდენად კარგი იყო, რომ ასეთს ვერ ვეგუები :/ თან არ ვიცოდი, თუ მოიმატა. თუმცა გაჭორვას არ დავიწყებ :პ

ბავშვობა ყოველთვის კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანების თბილისში გავიზარდე : ))

Rode said...

კი ეგრეა ყველაფერი ნამდვილად.

აიშვარია რაი, კიდევ ნატალიას ვეთანხმები, უკვე რომ ვიცით თავიდან როგორი იყო, ახლა რაღაცნაირად ჩანს :დ

მზია said...

საინტერესოა, როგორ დაემთხვა ეს პოსტი ჩემს გადაწყვეტილებას მოვრჩე წარსულის ანალიზს და ბევრი რამის წარსულისთვის გადაბრალებას :) დროა ერთი ადგილი ავ(ს) წიო და ძველებური ენერგიით შევუდგე ცხოვრებას!
რაც შეეხება წონას და გარეგნობას, მგონი ზედმეტ ყურადღებას ვუთმობ (არადა ერთი შეხედვით არ მეტყობა :) ) ასი გრამი რომ მოვიმატო, ხასიათი მიფუჭდება, არაფერს ვამბობ საშობაოდ მომატებულ ორ კილოზე! მგონი წონა ერთადერთია რისი კონტროლიც შემიძლია ცხოვრებაში და შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებ (თუ მაკონტროლებს). იმედია მალე დადგება დღე, როცა ერთი ნაჭერი ჩიზქეიქის შესანსვლის გამო სინდისი დიდად არ შემაწუხებს ))

Toma said...

1. mSoblebs marTla ver airchev. maT rame shecdoma Tu daushves chvens agzrdashi, mere ra? adamians tavi iistvis abia rom es kvelaferi ganalizos da igive agar gaimeoros tavis shvilebtan mimartebashi.

2. sakmarisi fuli arasdros araa, amitom fuli ki ar unda gekos, aramed shen unda eko :D rogorc itkvian sabani sanamdec gagcvdeba fexi manamde da cota metze unda gako. tumca motivacia fulis shovisa, arasdrosaa cudi. fuli shovnis gzebs gaachnia ubralod.

3. imas rom garegnobas adamamiani ar irchevs ar getanxmebi. tanamedrove plasikuri emdicina, sxva araferia tu ara garegnobis archevis sashualeba. tvitkmakofili admaianebi minaxavs. isetebic minaxavs unaklobi rom arian garegnulad da tavi bayayi rom goniat.

me piradad ar var kmakofili chemi garegnobit. dzelia, roca saidagac 16 kilo movmate ert celshi. tansacmeli araferi meteva da yvelafertan ertad janmrtelobistvis sashishia zedmeti cona. shesabamisad varjishi davicke. dietobas ar vapireb :D

aishvaria rai etkoba orsuladaa da mitom moimata, an albat ame rolistvis emzadeba. :D

Anonymous said...

სოფი როგორ ხარ?

კარგი პოსტია ძალიან მომეწონა.

ისე , ძირითადად არ მინახავს ადამიანი რომელიც ბავსობაზე ნერვიულობს , ტრამვირებული და იშვიათი გამონაკლისი თუ არ არის, ძირითადად ყველას უყვარს თავის ბავშვობა.
ფულზე არასოდეს ვნერვიულობ. თუმცა "წინააღმდეგი არ ვარ"ბევრი ფული მქონდეს :)) მჭირდება:)
ბოლოს რაც შეეხება ეგ ის თემაა რომელზეც გამუდმებით ვნერვიულობ. წონას მუდამ ვაკონტროლებ და ძალიან ძალიან განვიცდი თუკი ვიმატებ. ჩემი განწყობა , იმასთან თუ როგორ გამოვიურები პირდაპირ კავშირშია! :))))))))))))))

Sophie שרה Golden said...

@თამთა, რა ჯობია ამხელა კომენტარი რომ დაგხვდება შენს პოსტზე ადამიანს, ესე იგი ყურადღებით წაუკითხავთ, რაც დაგიწერია. დიდი მადლობა.
გეთანხმები ნამდვილად. ჩემს შემთხვევაში პატარ-პატარა დანაკლისებს ვგულისხმობდი, ბუნებრივია, თორემ იმ ადამიანებს, რომლებზეც მშობლები ძალადობდნენ ან ჩაგრავდნენ, ასე ადვილად ვერ ვიტყვი, წავიდნენ და დაივიწყონ-მეთქი.

ჯანმრთელობა ყველაფერს ჯობია ამქვეყნად და მერე ბედნიერება, შესაბამისად სიყვარული, ერთი და იგივე მგონია ეს ორი ცნება :)

ნამდვილად!

ჰაჰა არაუშავს. მე კიდევ ნინას დედამთილს და თინას, რომლებიც ახლა ცოტათი მომწონან კიდეც უკვე :D

@ნატალია, გეთანხმები.
რა ვიცი, მე ყველანაირი მომწონს აიშვარია, ისეთი თვალები აქვს.

შენ ალბათ მაინც პატარა იყავი, აი მე ზუსტად 90-ში მივედი სკოლაში და 91-92-ებში ტროლეიბუსები და ავტობუსები არ დადიოდა, თუ დადიოდა და გატენილი, ახალგაზრდა ბიჭები უკან ეკიდებოდნენ ხოლმე ტროლეიბუსს, ეს სავარაუდოდ არ გემახსოვრება შენ, ჰოდა ჩემთვის დღემდე ტრავმაა. საშინელი პერიოდი იყო :(((

@ბექა, ზუსტად :P მიყვარს შენი მოკლე პასუხები :D

@მზია, ძალიან მიხარია, თუ ეს პოსტი ოდნავ მაინც დაგეხმარა და სტიმული მოგცა.
წონა მართლა ისაა, რასაც ადამიანები ნამდვილად ვაკონტროლებთ, რადგან პირდაპირ ჩვენს ხელშია, შევჭამთ თუ არა კიდევ ერთ ნაჭერ ტორტს. 100%-ით გეთანხმები, ზუსტად ის დაწერე, რაზეც ხშირად მიფიქრია. მადლობა.

@ტომა, კი, მართალი ხარ, მაგრამ გარეგნობას ბავშვობაში ხომ ვერ შეიცვლი და ოპერაციას ვერ გაიკეთებ (იმედია, ამის უფლებას არსად აძლევენ არასრულწლოვნებს), მერე დიდობაში კიდევ უკვე მოხდენილი აქვს გარკვეული ზეგავლენა, რაც უნდა ლამაზი ცხვირი გქონდეს უკვე და მკვრივი მკერდი :D
აიშვარიამ მშობიარობის შემდეგ მოიმატა ასე და ახლა, მგონი, უკვე ნელ-ნელა ხდება :)

@თი, დიდი მადლობა. კარგად, ეზრას დედურად :D შენ როგორ ხარ? იმედია, ყველაფერი კარგად მიდის და თავს სავსედ გრძნობ ისევ.
ბავშვობა ყველას უყვარს, მაგრამ მე განვიცდიდი დიდხანს ძალიან ჩემი მშობლების გაყრას, მაგალითად, მერე სხვა რაღაცებს და კაი ხანი დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდებოდა.
წონა საშინელი რამეა მართლაც, როგორ მოქმედებს ჩვენზე, რაც უნდა ვიძახო არა-მეთქი, მეც კი ცუდ ხასიათზე მაყენებს ზედმეტი კილოგრამები, როცა ვერ ჩამიცვამს ის, რაც მომწონს და გარდერობში მიკიდია უკვე სამი წელია :D

Rode said...

შენ იდეალური ხარ, ვერაფერში შეგეწინააღმდეგები :დდ <3

Sophie שרה Golden said...

@ბექა, დიდი მადლობა! ახლა ამ შენს კომენტარს წავაკითხებ ყველას, ვისაც აქამდე ჩემს იდეალურობაში ეჭვი ეპარებოდა :P უჰ, ათასობით ადამიანს, ესე იგი :D

Rode said...

კიბატონო, დაე, ყველამ გაიგოს!

შენ ხარ სოფი მწვანე გოლდენ იდეალური ეზრას დედა <3