ბევრი ბლოგების კითხვას უნდა მოვეშვა და ჩემი ვწერო.
მეზარება წერა. მეზარება ლაპარაკიც. ადამიანებთან ურთიერთობები. ლამის ავდგე და ყველას ვუთხრა, რასაც მათზე ვფიქრობ, როგორი გაუნათლებლები არიან და უტვინოები. იმიტომ, რომ არაფერი ახარებთ, უმადურები არიან და სილამაზეს ვერაფერში ხედავენ. მეც ნერვებს მიშლიან და საკუთარ თავსაც.
მაინც რას ვიშლი მე ნერვებს, ვერ გამიგია :/ მაგრამ ამ ქალური ჰორმონების კონტროლი რა ძნელია, ხომ იცით. ყველაზე ფემინისტებიც კი ემოციებს ჰყვებიან ბოლოს.
გახსენებაზე, დღეს სიმონ დე ბუვუარის დაბადების დღე ყოფილა. დიდი მორალით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მისი ფილოსოფიიდან შეიძლება ორი მარცვალი სიმართლის პოვნა.
რაც მთავარია, ქალი იყო და თანაც ფემინისტი, თანაც თხის რქა და ამის გამო მივაგებ პატივს და ვულოცავ დაბადების დღეს! :)
უცნაური ზამთარია, თბილა სასწაულად და საერთოდ არ ჰგავს იანვარს.
კვირის მოწონებული პოსტები მინდოდა დამელინკა და მეზარება, ორი ადამიანის გარდა მადლობასაც არავინ მიხდის ამის გამო და ცხოვრებაში არ მომიკითხავენ, მერე რა, რომ ბლოგია და ონლაინ ნაცნობობა, თავაზიანობა ხომ მაინც თავაზიანობად რჩება.
მოკლედ, გადამივლის და სხვა დროს იყოს :D
-----------------
არ შემიძლია ერთი რაღაც არ გითხრათ, თუმცა რელიგიური განხრით არ მინდა საუბარი, რადგან ყველაზე ნაკლებად ამქვეყნად რელიგის გარჩევა მსიამოვნებს, მით უმეტეს სხვისი. ჩემსაზე თავისუფლად მაინც შემიძლია ვისაუბრო და სხვებისას კი მხოლოდ პატივი უნდა ვცე - ასეთია ჩემი პრინციპი.
უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ სანამ კარგად არ გაეცნობი საკუთარ რელიგიას, ანუ არ წაიკითხავ ბიბლიას/ძველ აღთქმას და საერთოდ, თუ ძირითადი წესები არ გეცოდინება, წერე/ილაპარაკე და იყავი.
ის ტოლერანტობა და თავისუფლება კიდევ, რაზეც გულანთებულები საუბრობენ და ქრისტე ხომ სიყვარულიაო, გაიძახიან, საქმე ისაა, სიყვარული ამორალურობას არ ნიშნავს!!! არცერთ რელიგიაში.
ღია/თავისუფალი სექსუალური ურთიერთობები მრუშობაა, ჰომოსექსუალიზმი და ერთსქესიანი ქორწინება საერთოდ სოდომის ცოდვა. მოგვწონს თუ არა, აბორტიც ცოდვაა (იუდაიზმში გამონაკლისი არსებობს, როცა ნაყოფი დედის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ორსულობის შეწყვეტა, რადგან დედის სიცოცხლე დაუბადებელ ნაყოფზე მნიშვნელოვნად ითვლება)...
არის ბევრი აკრძალვა ყველა რელიგიაში, რომლებსაც ან იღებ, ან - არა!
რელიგიური წესები კიდევ რთულია, რადგან ცხოვრებაა რთული, ადამიანობაა რთული და სწორი არჩევანის გაკეთებაც. თუ ადამიანმა ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გინდა, ადამიანი აღარ იქნები და რელიგიებიც ზუსტად ამას ამბობენ - არსებობს ლიმიტები, რომ ადამიანმა თავისი ცხოველური ინსტინქტები გააკონტროლოს, არსებობს მცნებები, რომ ადამიანმა სხვა ადამიანზეც იფიქროს, არსებობს აკრძალვები, რომლებიც ადამიანის სულს აძლიერებს და მხოლოდ ამის შედეგადაა შესაძლებელი ხორცის გაწმენდაც და გაძლიერებაც.
მართლმადიდებელი ქრისტიანობა კი მე ძალიან ჰუმანურად მეჩვენება და ადამიანი ძალიან ზარმაცი ზომბი უნდა იყოს, რომ წაკითხვა და განათლების მიღება დაგეზაროს, როცა ბევრ რამეზე გაქვს პრეტენზია.
თუ არ მოგწონს კიდევ, კაციშვილი არაფერს გაძალებს, ჩემთვის ცხოვრებაში არ დაუძალებიათ და რელიგიაც არავის მოუჩეჩებია ძალით, მე თვითონ ავირჩიე ის ცხოვრება, როგორიც ახლა მაქვს.
გინდა, მიიღე, არ გინდა - ნუ მიიღებ, მაგრამ სხვა ადამიანებს ნუ უფუჭებ განწყობას და სიხარულს!
მოკლედ, დათა თუთაშხია რომ ვარ მთელი ცხოვრება, ხომ ვიცით, ვითომ არ მინდა ჩარევა და მაინც ვერ ვითმენ.
ამიტომ ვცემ პატივს ყველა რელიგიას, რადგან ყველა რელიგიის ძირითადი არსი სიკეთესა და სიყვარულშია, უბრალოდ მერე ადამიანები იმის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ, რაც არასოდეს წაუკითხავთ, ან მხოლოდ ინტერნეტში გადაუხედავთ და სჯერათ, რომ კარგად ერკვევიან.
არც მე ვარ თეოლოგი, მაგრამ საკუთარი რელიგიის შესწავლის და სხვა რელიგიების მეტ-ნაკლებად გაცნობის შემდეგ შემიძლია თავს უფლება მივცე ის დასკვნა გამოვიტანო, რაც ზემოთ დავწერე.
ბედნიერები იყავით!
მთავარია მთელი გულით და სულით გწამდეს ადამიანს ღმერთის არსებობის და იმას მნიშვნელობა არა აქვს, დამატებით უკვე მისი შვილისაც გწამს, მისი მოციქულის თუ საერთოდ სხვა სფეროების.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



11 comments:
რა კარგი გოგო ხარ, სოფი.
დაწერე ხშირად პოსტები. მართლა ყოველ დღე შემოვდიოდი, რომ მენახა რამე ხომ არ გეწერა.
მე გიხდი მადლობას და იმედია იმ ორ ადამიანში შემიყვანე :))))))))))))))) ეს ხუმრობით.
წერა მეც მეზარება ამ ბოლო დროს ძალიან/. ეხლა დროც აღარ მაქვს. სამსახური, ბავშვი, ქმარი, ორსულობა და მენარება ის დრო, სახლში რომ ვიჯექი და ჩემი თავისთვის 2 საათი მაინც ვიცლიდი.
რელიგია და მაგ თემებზე დავა, იმდენად ყელშია უკვე , რომ გუშინ მორიგ სტატუსზე გამოხმაუურების მერე ჩემი პროფილიდან სურათები ავიღე, ყველაფერი წავშალე და გაუბედურებული ვიჯექი და ვფიქრობდი რომ ნერვოზი მაქვს და ეს ყველას ბრალია:)))
მგონი აპოკალიფსია! ამდენი რელიგიური თემები აღარ შემიძლია. პოლიტიკაც აღარ შემიძლია. მაგიტომ მენატრება ბერლინი. მშვიდად ვხოვრობდი. არც პოლიტიკა მეხებოდა და არც რელიგია.:)
ძალიან მაღიზიანებს უკვე ეს რელიგიური თემა. თან განსაკუთრებით ამნ ბოლო დღეებში – ისტერიაა ფბ–ზე
მე მარტო ის მინდა, რომ ადამიანები არ დასცინოდნენ ერთმანეთს და დაცინვა წინწასულობის ილუზიას არ უქმნიდეთ; კიდევ , როგორც შენ თქვი,
ერთმანეთის რელიგიებს პატივს სცემდნენ
რა "ისტიც" არ უნდა იყო, პირველ რიგში, ძალიან საღი ადამიანი ხარ და ეს ნამდვილად ბედნიერებაა ))
მომეწონა მომეწონა ^_^
პ.ს. სწორედ ჰუმანიზმი ნიშნავს იმას, რომ სწავლით გაგაბედნიეროს. სხვანაირად ცხოვრება ძალიან უინტერესოა. მე არ მესმის იმ ჰუმანურობისა როდეს ასეთ დიდ "გრეხზე" თვალს ხუჭავს რაღაცეების ხათრით :(
პ.ს.ს. სულ ორი კვირის წინ გადავაწყდი შენს ბლოგს და მგონი სულ პირველი შემთხვევაა რაც ბლოგომანი გავხდი
სოფი, შენ ხარ ოქრო. აი მე რომ მგონია, მართლა ისეთი ოქრო ხარ <3
თამთა, მადლობა :)
თი, ზუსტად შენ ხარ იმ ორი ადამიანიდან ერთერთი, რისთვისაც მადლობა შენ :))) რა ბედნიერი ვარ, უკვე ორი წელია ფეისბუქი რომ აღარ მაქვს.
ქეთი, როგორ მესმის შენი და წარმომიდგენია ეგ ისტერია :(
მარი, მადლობა. იმედია :დ
გიორგი, ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის და ბლოგის მოწონებისთვის.
სრულიად გეთანხმები, რასაც ჰუმანიზმზე ამბობ.
ელიზა, დიდი მადლობა, ასე რომ ფიქრობ.
amboben kargad agzrdili admainia or Temaze cdilosb tavi aaridos saubarso - politika da religia, imitom rom sheudlebelia am temebze shetanxmebao. ai chventan sakartveloshi, politikac da religiac kvelaze aktualuri temebia.
bevri satkmeli makvs am bolo dros religiastan dakvshirebul sakitxebze da xalxis reakciaze, magram ubralod tavs shevikaveb imitom rom azri ar akvs saubars.
ra ucnauria xom albat, da aralogikuri, sakutars rom ar scemen ase pativs. ase rom dascinian da fexqvesh igeben : ) mere rogor unda moitxovo tolerantoba da shemcynarebloba.
mokled, Sophie. aq gaanalizeba ezareba yvelas.
ისეთი გადაზლილია აქ ყველაფერი,რა როდის დაიწმინდება და დალაგდება, არ ვიცი.
ტომა, ხო ჩემი გერმანულის მასწავლებელი მესამესაც ამატებდა, ფეხბურთზე არ უნდა იკამათოო :ლოლ:
ანუშკა, ჩემთვის უფრო საწყენია ადამიანების ასე გადარევა,, თორემ არალოგიკურობა არ მაკვირვებს, მეც ქართველი არ ვარ? :D
ბაბისა, უჰ! არ ვიცი, ღმ-ერთმა ქნას, მალე.
Post a Comment