Sunday, April 27, 2014

დედის ქრონიკისთვის

რამდენიმე დღის წინ სერიოზული აზრები მომდიოდა პოსტისთვის, მაგრამ ბუნებრივია არ მეცალა. ახლა, როცა ცოტა დავისვენე და მოვიცალე, საერთოდ ვეღარაფერს ვიხსენებ და სავარაუდოდ, ისევ დედური პოსტი გამომივა :D

მაშ ასე, დედური ქრონიკა:

ეზრა როგორი ჯიუტად დამხმარე პირველი შვილია, ჩემმა მკითხველებმა კარგად იცით. ვიცი, გაინტერესებთ, პატარა ბებიკი აარონი როგორიღაა.
[მე ცოტა ეზრასთან შედარებაც მაინტერესებდა და გადავხედე ძველ პოსტს, სადაც ეზრა თითქმის აარონის ასაკისაა და მივხვდი, რომ საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.]

  • აარონს მუქი ფერის თმა და ღია ლურჯი თვალები აქვს, რომლებიც შეიძლება ჯერ კიდევ ბევრჯერ შეეცვალოს, რადგან ეზრასაც იმ ასაკში მოლურჯო თვალები ჰქონდა და ახლა თაფლისფერ-მწვანე გაუხდა.
  • ეზრასგან განსხვავებით, აარონმა ლამის დაბადებიდან დაიწყო სიცილი, მაშინ როცა სერიოზული ეზრა მხოლოდ მამას უღიმოდა თვენახევრიდან და დანარჩენებს არც გვამჩნევდა :D
  • რამდენადაც მზიანი და მოცინარია, აარონს ტირილიც ასეთივე ძლიერი აქვს და მის ატირებას ყველაფერი ჯობია, მთელ გულ-მუცელს ამოგიტრიალებს თავისი ხმით.
  • ის ყბადაღებული კენგურუ BabyBjörn, რომელზეც სულ ცუდად ვსაუბრობდი, აარონს ძალიან მოსწონს და საათობით შეგვიძლია სეირნობა, სძინავს ჩემზე ასე ჩამოკიდებულს, სანამ მე ბეჭები არ მომწყდება.
  • ეზრას თუ თავისი გაქუცული ცუგას ყურება უყვარდა, უმცროს ძმას ახლა თავისი აქტიური უფროსი ძმა ართობს და შესაბამისად, აარონი სულ ეზრას უყურებს და უცინის. მუცელშიც როცა მეჯდა, ეზრას ხმაზე ყოველთვის განსაკუთრებულად რეაგირებდა და მოძრაობას იწყებდა. 
  • ის ტანსაცმელი, რაც ეზრას 3-4 თვისას ეცვა, 2,5 თვის აარონს ახლა აცვია, ბუნებრივია, სულ ეზრას ტანსაცმელი (99,5% - პესახისთვის ახალი "კოსტიუმი" ვუყიდეთ, რომ მთლად დაჩაგრულად არ ეგრძნო თავი :ლოლ: ), ჩემნაირი მინიმალისტი და სოციალისტი დედა რომ ტანსაცმელში ფულს არ გადაყრის, ხომ იცით. თანაც რა ჯობია, როცა უფროსი ძმის ტანსაცმელი უმცროსს რჩება; ისეთი თბილი გრძნობაა, თითქოს ყველაფერი თავიდან მეორდება და ზემო თაროზე შენახულ პატარა შარვლებსა და პერანგებს ახალი ბურთულა ბებიკი ხმარობს.
  • ეზრას 6 თვემდე ანგელოზივით ეძინა თავის საწოლში, აარონი კი ზუსტად იმ ლომის ბოკვერივითაა, ბლოგის მარჯვენა მხარეს მასვე რომ აღნიშნავს, სულ ჩემზე მოკრული. გამთენიისას ეზრაც შემოვარდება ოთახში და ზუსტად ასეთი სურათი წარმოგიდგებათ, ოღონდ ერთი შრეკუნიათი ნაკლები :D



დიდი მადლობა, ვისაც ამ პოსტის წაკითხვა არ დაეზარება, კეთილად გაეღიმება და იტყვის, ბედნიერები და ჯანმრთელად იყავითო, იმიტომ რომ მე ზუსტად ამას ვუსურვებ ჩემს კეთილ და თბილ მკითხველებს.

სასიამოვნო კვირადღე გქონოდეთ!!!

11 comments:

vasasi said...

ვაიმეეე..

კიდევ ერთი პატარა თახვუნა გყავს? <3 <3 <3

გილოცავ, სოფ.. ჯანმრთელი გაგიზარდოს ღმერთმა.. <3 :**

Natalia said...

პატარა ბებიკი <3

სოფი, როგორი კარგი ბიჭები გყავს, "დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა"-ს ბავშვებს მაგონებენ, ისე მიყვარდნენ ისინი და ეს ლომის ბოკვერებიც მიყვარს <3

Keti said...

ვაიმე, სულ ეზრას უყურებსო, ლომის ბოკვერებიო და უცებ ორივე ფოტო შევამჩნიე, დედიკო ლომთან ერთად, ჰოდა, როგორ შეიძლება მთელი გულით გაღიმებული არ დავრჩე! სოფი, ისეთი სითბოთი მავსებს შენი პოსტები. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე გაქვს ამ ქვეყანაზე – შენი ლამაზი ოჯახი.
ბედნიერ დღეებს გისურვებ! <3 :*

ჩორვენი said...

au zalian awww postia : )

erti is menaneba xolme fotoebs rom ar deb <3 me xom fotomaniaki var da sxvisi fotoebis tvalierebas araferi mirchevnia : )

Linda said...

გილოცავ!! მრავალ ბედნიერ დღეს გისურვებთ!!!

თითქოს წარმოსახვაში დავხატე აარონი როგორი უნდა იყოს <33

Mzia said...

<3

Unknown said...

bednierebas gisurvebt! Ezras da Patara Bebiks didi virtualuri kocna :)

kuda said...

<3

babisa said...

ძაან მაინტერესებს შენი ბურთულები, ცუდია, ფბ-ზეც რომ აღარ ხარ და აქაც ვერ შევავლე თვალი რაიმე ფოტოს :))

Anonymous said...

რა მაგარია, სოფი, სულ ბედნიერების ღიმილით ჩავიკითხე პოსტი :) ბედნიერი ბიჭები გაიზარდონ ეზრა და აარონი

Sophie שרה Golden said...

ვასასიკო, ხო. დიდი მადლობა :-*

ნატალია, რა კარგი რამე გაიხსენე <3 მადლობა შედარებისთვის :)

ქეთი, ნამდვილად. დიდი მადლობა! ბედნიერ მაისს გისურვებ!

ჩორვენ, აუ ხო :ლოლ: სათნოც ხო? :0) ფოტოებს ხო იცი, დედაჩემის და ჩემი ქმრის თხოვნით არ ვდებ. Something's got to give :D

ლინდა, დიდი მადლობა, ჩემო კარგო. :)

მზია, მზია <3

ანუშკა, მადლობა :) ჩვენგან კიდევ დიდი სიყვარული და კოცნები შენს ლამაზთვალება დუდას.

კუდა, :-*


ბაბისა, მე კიდევ შენი საყვარელი გოგოს (ქრისტინე ჰქვია ხო? იმედია, სწორად მახსოვს) ნახვა მინდა, ეზრაზე ზუსტად ერთი წლით პატარასი, რა მაგარია :) ფეისბუქი რაც არ მაქვს, ბევრი რამე გამოვტოვე და გული მწყდება ხან, მაგრამ not going back!!! :D

მარი, დიდი მადლობა. ძალიან მახარებს შენი კომენტარები, ასე მგონია, ზუსტად გესმის ჩემი და მიხარია :) ასევე ბედნიერება და სიხარული შენს ლეას (oh, როგორ მიყვარს ეს სახელი, მეყოლება გოგო ოდესმე? :D )