Monday, June 16, 2014

თურქული ყავა ძველ აივანზე - 2

ირინას ბლოგი, ზუსტად არ მახსოვს, როგორ აღმოვაჩინე, სავარაუდოდ მისი კომენტარის ლინკიდან გადავედი და იმის მერე დიდი ინტერესით ვკითხულობ. ვფიქრობ, საკმაოდ გამოირჩევა სხვა ბლოგერებისგან და ისეთ თემებსა თუ ადამიანებზე წერს, რომლებიც ქართულ რეალობასთან ძალიან გაახლოებს და ტკივილს კარგად შეგაგრძნობინებს. მისი ეს პოსტი, განსაკუთრებით სევდიანი და ამ დროს თბილი და კეთილი იყო, თუ რამხელა სითბოსა და პოზიტიურ ენერგიას ასხივებს ირინას მეგობარი.


ესეც ზაფხულის პროექტის მეორე პოსტი (ეს პროექტის შესავალი და პირველი პოსტები):




თურქული ყავა ძველ აივანზე



1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

 მეგობრის რჩევით ბლოგი 2009 წელს შევქმენი, მას, თავად ქონდა ახალი გაკეთებული, სადაც მის, ძალიან დიდ გატაცებას, ფოტოგრაფიას უთმობდა დროს  (ოღონდ ახლა ,აღარ ვიცი, ეს უფროა მისი გატაცება თუ მისი ნამდვილი პროფესია ქცა ჰობად) სიახლის აყოლა ძალიან მიყვარს, მაშინ ეს ჩემთვის სიახლე იყო , საერთოდაც, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ინტერენეტ სივრცე რასაც მთავაზობდა ყველაფერზე ვრეგისტრირდებოდი და ბოლოს, როცა google-ის საძიებო ველმა ჩემი სახელი და გვარი ძალიან ,,შინაურულადამოაგდო მივხვდი, ამ ჩვევაზე უარი უნდა მეთქვა. 
  საკუთარ თავზე საუბარი ყველას სიამოვნებსბლოგის მთავარი ღირსებაც ესაარომ გიწევს შენი ცხოვრების შესახებ მოყვედაწყებული ყოველდღიურობიდანდამთავრებული უფრო მნიშვნელოვანი თემებით.რაღაც დროის შემდეგ ვეღარ შევძელი შესვლა ჩემს ახალ შექმნილ ბლოგზე, რისთვისაც ბევრი აღარ მიწვალია და თავიდან დავრეგისტრირდი, უკვე იქ გავაგრძელე წერა. არც ვიცოდი თუ ვინმე კითხულობდა ერთი-ორი ჩემი მეგობრის გარდა, არც ახლა ვიცი ეს და როცა ვწერ მაგაზე არ ვფიქრობ.


 2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

წერა, საოცრად სასიამოვნო პროცესია ჩემთვის.
     სანამ ბლოგი იქნებოდა, მანამდე იყო უნივერსიტეტის ჟურნალი ,, გზა", რომელსაც გზა უნდა გაეკვალა ჩვენთვის, დიდ ჟურნალისტიკაში. გაზეთი - რეპორტიორის ცოტა მცდელობით. თუმცა , პერიოდული გამოცემები დრომ წაიღო ...
    დღიურში მაინც ვინიშნავდი ჩემს ყოველდღიურ ამბებს ან პატარ- პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი, რომელიც არავის წასაკითხი არ იყო, მხოლოდ ჩემი ფიქრების განსატვირთად მჭირდებოდა, ხოლო აქ კი ყველა ნახავდა.
     თავიდან ჩანაწერებს ვაგროვებდი ფურცელზე და მხოლოდ მერე ვბეჭდავდი, ძალიან შებოჭილი ვიყავი არ ვიხსნებოდი,  ბოლომდეც არ ვამბობდი სათქმელს,  დრო რომ გავიდა  შევატყვე წერის დროს, უფრო გულწრფელი, რომ  გავხდი.. გადმოვცემდი ჩემ ყოველდღიურ ამბებ , ფიქრებ, საკითხებ, რომლებიც მაწუხებდა და საერთოდ ეს ,, სიტყვებთან თამაში " უფრო სასიამოვნო გახდა. 
ახლაც ვაგრძელებ, რადგან მგონია, რომ ამით საკუთარ თავს არ ვკარგავ, პირიქით მეხმარება ყოველ ჯერზე ვიპოვო ჩემი პიროვნული მე.
     
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?


ახლა რატომღაც ვფიქრობ სტამბოლზე...
     ჩემს აივანზე თურქულ ყავას ვსვამ, წყალთან ერთად, ძალიან ,, ასწორებს". საღამოს ტრადიციად მექცა, ამ დროს მარტო ვარ, ქუჩას ვადევნებ თვალს და მეზობლების ხმაური მესმის. ჩემი სახლი ქალქის ძველ უბანში დგას, თვითნაც 1812 წელსა აშენებული, აივანი კი ქვაფენილიან ქუჩას დაჰყურებს, ხშირად შემინიშნავს უცხოელები, ჩემ სახლს,  ობიექტივებს, რომ უმიზნებენ ფირზე აღსაბეჭდად. ალბათ იზიდავთ მისი სიძველე. მიყვარს ძველი ქალაქები.
    მინდა სტამბოლში წავიდე და ვიარო მის ქუჩებში, როგორც იქაურმა. ჭრელა -ჭრულა ბაზარი ვნახო, ბოსფორის სრუტ გადავხედ სანაპიროდან.
  ნამყოფი, მხოლოდ მოსკოვში ვარ. საუკეთესო დასვენება ჩემთვის ხალხთმრავალ ადგილებში ყოფნაა და უცხო ქალქების ნახვა. ამ დროს უდიდეს სიამოვნებას განვიცდი. 
    საყვარელი ადგილი საქართველოში? საერთოდ დავფიქრდი საყვარელ ადგილზე სამყაროში და მივხვდი, რომ ეს ადგილი იქაა, სადაც ჩემი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთი არსებობით ბედნიერებას მანიჭებენ.



4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

არ ვარ ის ადამიანი პირად ამბებს, რომ მალავს ( ისე, უფრო ვერ ვმალავ) თუ მიყვარს ხმამაღლა ვყვირი, რომ მიყვარს. თუ არ მიყვარს ესეც მეტყობა.
ახლა არავინ ჩანს ჩემს ცხოვრებაში. ეს მედარდება.
არა, გამომიცდია, ვყოფილვარ ...
მიფიქრია, არა ახლაც ვფიქრობ , რომ გულწრფელი ადამიანი აუცილებალდ შეძლებს შეგაყვაროს თავი, საერთოდ რა დიდი თვისებაა ეს, კიდე სიყვარულის ნიჭი, კიდე სულგრძელობა, პატიების უნარი , ღმერთო, რამდენი კარგი თვისებაა ადამიანში თავმოყრილი და რა ლამაზია, როცა ყველაფერს ამას აღმოაჩენ იმ ერთად- ერთში, ასე რომ გჯერა, შენთვის შექმნა უფალმა.

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.



ზოგჯერ ფოტოებს ვიღებ, არც ისე კარგი გამოდის, მაგრამ ვხვდები, რომ ასეთი გატაცებები უნდა აღმოაჩინო შენს თავში, რომ მერე ამით მიიღო სიამოვნება და ცხოვრება გაილამაზო. დრო კი ყოველთვის უნდა გამონახო, შენი ცხოვრების გასალამაზებლად. შეგროვება დავიწყე ჩემი ქალქის ძველი სახლების ფოტოების, რომელაც ძალიან ლამაზი კარებები, საერთოდ ღიობები, აივნები, ჩუქრთმები აქვთ.



ეს ფოტოები თქვენთვის, ჩემი პატარა კოლექციიდან.
ირინა ჭოხონელიძე
სპეციალურად
სოფის ბლოგისთვის J

4 comments:

Sophie שרה Golden said...

ირი, ძალიან დიდი მადლობა შენ ამ ბლიც-ინტერვიუსთვის და დადებითი მუხტისთვის, რაც ჩემს ბლოგს კიდევ უფრო შეჰმატე შენი სტუმრობით.

Anonymous said...

აი, კიდევ ერთი ახალი ბლოგი აღმოვაჩინე :)

სტამბულზე მეც ხშირად მეფიქრება <3

Anonymous said...

კარგი სურათებია. ქუთაისია ხომ ეს ქალაქი, სადაც ირინა ცხოვრობს? რა ძნელია ესეთი ადამიანის პოვნა, რომელშიც ყველა კარგი თვისება იქნება თავმოყრილი, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ არასდროს მე ასე მჯერა.

ელენე

irina iri said...

მადლობა პირიქით სოფი, ვისიამოვნე ამ ყველაფრით. მეც მიყვარს ახალი ბლოგების აღმოჩენა, ჩემი ქალაქი კი ქუთაისია. :)