Wednesday, June 18, 2014

ოქსფორდიდან ოქსფორდამდე და განსაკუთრებული სიყვარული - 3

    ჩემი ბლოგის დღევანდელი სტუმარი ჩემთვის ძალიან საყვარელი და ერთგვარად მისაბაძი ახალგაზრდა ქალია, საოცნებო მეუღლე, ორი შვილის დედა და დარწმუნებული ვარ, ასეთივე კარგი პროფესიონალი თავის საქმეში.


ჩვენი პირველი გაცნობა წელიწადზე მეტი ხნის წინ შედგა, ონლაინ ბუნებრივია :-)



ეს კი მისი თავმდაბალი ბლოგია, სადაც ბევრ ჟურნალისტსა თუ მწერალზე უკეთ გამოხატავს თავის შეგრძნებებსა თუ გამოცდილებებს.



(პროექტის შესავალი




ოქსფორდიდან ოქსფორდამდე და განსაკუთრებული სიყვარული


ესეც თის პასუხები:

1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?

2011 წლის იანვარი იყო. ძალიან მოვიწყინე. ცხოვრებაში ახალ ეტაპს ვიწყებდი, საოცრად ვნერვიულობდი და არ ვიცოდი რა მელოდა. დიდი ხნის მანძილზე რამოდენიმე ქართველ ბლოგერს ვკითხულობდი და სულ მქონდა სურვილი მეც გამეკეთებინა ბლოგი.
სადღაც 1 წელი მარტო ვწერდი და მკითხველიც კი არ მყავდა. სიმართლე გითხრათ, არც მანაღვლებდა. პირიქით, მომწონდა კიდეც. ჩემთვის ბლოგს ის დატვირთვა ჰქონდა მაშინაც და ახლაც, რომ ფურცლებიდან რომელზეც გამუდმებით ვწერდი, ელექტრონულად იქცა,  სამუდამოდ შეინახება და თანაც ვერავინ წაიკითხავს ჩუმად. ვგულისხმობ ოჯახის ცნობისმოყვარე წევრი და ა.შ 

  2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?

ცალსახად ჩემი შვილებისთვის. ძალიან ძალიან მინდა, ერთ დღესაც, მე სადღაც 40 წელს მიტანებულმა ან შეიძლება უფრო ასაკოვანმაც, ჩემს შვილებს გადავუგზვნო ლინკი და ვაჩვენო მათი დედა რას განიცდიდა, რაც წერდა, რას გრძნობდა. სიმართლე გითხრათ მე დიდი სიამოვნებით ველი მაგ დღეს. ღმერთო ჩემო დავჯდები და ყოველი დღის ემოცია თვალწინ დამიდგება და შეიძლება გავგიჟდე. აი ხომ ყვებიან დედები, შენ ამ ასაკში ესე შვებოდი, ან მე იმ დროს ასე ვაკეთბდი, ნეტა რომელი თვე იყო, ან რომელი წელი იყო. წარმოიდგინეთ, წკაპ და სულ ზეპირად ვიცი ყველაფერი. ზუსტად ვიცი, არც ერთი ჩემი ჩანაწერი მომავალში არ მომეწონება, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი ჩემი შვილებისთვის ძალიან ძვირფასი რამე იქნება.

3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად წახვიდოდი სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენებდი, როგორც წარმოგიდგენია?

თემაა. საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილია ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქუჩა 108. მეოთხე სართული. იქ ყველგან მე, ბაბუ და ბებო დავდივართ. ყველა ოთახში ვხსედვართ, შუქი არ გვაქვს, საშინელი წლებია, ცივა მაგრამ იმდენი სიყვარულია და ისეთი იდილიაა ღმერთო, დღემდე რომ მომყვება და არასოდეს დამტოვებს. იქ იმდენად სავსეა თითოეული კუთხე მოგონებებით რომ ვერ ვლაპარაკობ, მარტო დავდივარ და გონებაში ფრაგმენტები ტრიალებს. ერთადერთი ადგილია სადაც ბედნიერი ვარ.
რაც შეეხება საზღვარ-გარეთს. :) ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს ეცოდინება რომ ინგლისის ერთი პატარა ქალაქ ოქსფორდი არის ის ადგილი სადაც ზემოთ ხსენებული ადგილის შემდეგ ყველაზე ბედნიერი ვარ. ბევრ ქალაქში ვყოფილვარ და ბევრი ქვეყანაც მინახავს, მაგრამ ინგლისი არის ის ადგილი, სადაც დიდი სიამოვნებით დავიმარხებოდი.ღმერთს ისე ვუყვარვარ რომ უკვე 2 ჯერ , რამოდენიმე თვით თანაც ოქსფორდში ვცხოვრობდი. ღმერთო, უკანასკნელად 2011 წელის ვიყავი და უბრალოდ მიჭირს იმ ივნის-ივლისის გადმოცემა რაც იქ დავყავი. ყოველ დღე, მე ვიყავი ბედნიერი. ყოველ დღე, მე ვგრძნობდი რომ წინა ცხოვრებაში იქ ვცხოვრობდი, ყოველ დღე მე ვიყავი აღფრთოვანებული და ყოველი დღის ბოლოს ვგრძნობდი რომ ჩემი ბედნიერება მთავრდებოდა. ეხლა ვარსებობ იმით, რომ ისევ წავალ ოქსფორდში რამოდენიმე წელიწადში. ის პაუზები, ოქსფორდიდან ოქსფორდამდე არსებობაა...არ ვიცი როგორ მოახერხებენ, რას იზამენ, მაგრამ ჩემს შვილებს აუცილებლად დავუბარებ ანდერძს: დამმარხონ ოქსფორდში.
პ.ს ეხლა ივლისში პარიზში მივდივარ, მხოლოდ იმიტომ რომ ინგლისი მერამდენედ უნდა ვნახო.თორემ, მე რომ მკითხოთ სად წახვალ? ღმერთო ჩემო , რა თქმა უნდა ოქსფორდში!

4.  პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობების მასაზრდოებელი წყარო, თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?

მყავს მეუღლე. ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, არაჩვეულებრივად მაღალი სულიერებით. მე მასთან შედარებით, სულიერ ასპექტში ვარ ჭიაღუა. ადრე ვიღაცამ თქვა ეს თავის ქმარზე და კარგად დავიმახსოვრე, რადგან ზუსტად ისაა რასაც ამდენი ხანი ვფიქრობდი. საერთოდ არ მაინტერესებს მისი სხვა არაფერი. უბრალოდ ის ვიცი რომ არის იმდენად ძვირფასი ადამიანი, იმდენად მაღალი სულიერებით რომ სხვა დეტალები ჩემი და მისი ურთიერთობის, ჩხუბები, ლანძღვა, ზოგჯერ გინებაც J ძალიან weak point არის. ვაჩენ შვილებ და მინდა კიდევ ბევრი გავაჩინო, რადგან მინდა გამრავლდეს. მინდა მისი მთელი ეს სიმდიდრე სულიერი, რაღაც პროცენტით ვინმემ გაიზიაროს. მოკლედ იშვიათი ადამიანობით გამორჩეული ადამიანია. გულია. ცარიელი გულია.

მიყვარს უნიკალურად. ვხლობ მისით.

5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს

მინდა ვთქვა რომ ეს პროექტი მომწონს. საერთოდ ვგიჟდები დიალოგებზე. მიყვარს ბლიც კითხვებიც. სიამოვნებით ვიქნებოდი რესპოდენტი, ერთი ესაა, ვის აინტერსებს ჩემი ბოდვა. მადლობა სოფის. საერთოდ მადლობა, იმისთვის რომ ამ ინიციატივებით არ იღლება , ცდილობს გააცოცხლოს ძალიან მკვდარი ბლოგსფერო.
ბედნიერი დღე შენ სოფი!
ბედნიერი დღე შენ ანუშკა! (საერთოდ იმ დღეს დარწმუნებული ვარ რომ შენ იყავი. ძალიან ძალიან შორიდან დაგინახე , მაგრამ შენ იყავი. არ შევცდები)

ბედნიერი დღე ნასტასიას! (რომლის ბლოგი ჩემთვის წიგნია)

ბედნიერი დღე ყველას დედამიწაზე!

წარმატებები!

8 comments:

Unknown said...

haha <3 neta rodis daminaxe T :)) gamixarda sheni pasuxebis cakitxva! da diaxac, me mainteresebs! :)

Anonymous said...

მადლობა რომ გაინტერესებს. ველი შენს პასუხებს.

Sophie שרה Golden said...

თი, რა კარგი პასუხებია და მშვენიერი რესპონდენტი ხარ.

დაჯი said...
This comment has been removed by the author.
დაჯი said...

ვიცნობ ამ ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალბატონის ოჯახს და მის ბლოგს. მსიამოვნებს იქ გამეფებული სიმყუდროვე და მიუხედავად ბევრი ტკივილისა, რომელიც ზოგიერთ მის სიტყვას არის ხოლმე ამოფარებული, მაინც ძალიან თვალშისაცემი და გადამდებია მისი პოზიტივი, ოპტიმიზმი, სითბო და სიმტკიცე. თითქოს თავში გიკაკუნებს ხოლმე, რომ იცით , ბევრი რამ არის ისეთი, რომელსაც უბრალოდ ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ ცხოვრება სწორედ ამისთვის ღირს! ხოდა,მადლობა მას იმისთვის, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლე ამ მცირე ხნის განმავლობაში.

Anonymous said...

დიიდ მადლობა La Maga Rayela და სოფი შენ.

სოფი ის რა კომენტარი ეწერა რომ წაშალე, სამწუხაროდ ვერ მოვუსწარი, იმედია ვინმე არ მლანძღავდა:)))

Sophie שרה Golden said...

თი, არა, აღარც მახსოვს, მე თუ მაგას ერთი კომენტარი ორჯერ დაგვეწერინა და ისინი წავშალე :)

დაჯი said...

მე დამეწერა ორჯერ, მაპატიეთ, აქ სულ ასე მემერთება :(
)))