ძალიან, ძალიან მიყვარს ნატალია. ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და თან არ ვიცნობ.
ყოველთვის მაინტერესებს მისი ამბები და ხან მეჩვენება, რომ ჩემი "დაკარგული" უმცროსი დაა, როგორც ჯერუშა ებოტი იტყოდა და ძალიან მინდა ყველაფერი კარგად ჰქონდეს. მინდა, ქორწილში დამპატიჟოს, როცა ექნება და მერე თავის შვილებზე მიამბოს ხოლმე, როცა ეყოლება, no pressure though :-D
ნატალიას აქვს ლამაზი თვალები და თმები.
ნატალია, ჩემთვის, ჰგავს კირა ნაითლის.
ნატალიას უყვარს ეს მომენტი ჩემი საყვარელი ფილმიდან და მეც ისე მიყვარს, ამხელა დარბაისელ ქალსაც კი თვალები მეცრემლება.
აქ კი ჩემი საყვარელი ნატალიას პასუხები საზაფხულო კითხვებზე:
To Me You Are Perfect - ქიმია
1. როდის შექმენი ბლოგი და რა იყო ამის მიზეზი?
ბლოგი 2009 წელს გავაკეთე, მარტში. მანამდე აქტიურად ვკითხულობდი სხვა ბლოგებს, რომლებიც იმ დროისთვის საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ ხშირად და ბევრს წერდნენ. რატომ გავაკეთე ბლოგი - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. მინდოდა წერა, თან ბლოგი ახალი ხილი იყო და ყველას გვაინტერესებდა.
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
დღემდე ვწერ, მაგრამ იშვიათად. ხშირად წერასაც არაფერი უდგას წინ, მაგრამ მგონია რომ ერთ ადგილს დავტკეპნი და ყველა პოსტი ერთმანეთის მსგავსი იქნება. ამიტომ, მირჩევნია მაშინ დავწერო, როცა ძალიან მენდომება. წერას კი იგივე მიზეზით განვაგრძობ, რითიც დავიწყე - მინდა ჩემი მოსაზრებები სხვებს გავუზიარო, ან უბრალოდ, წლები რომ გავა, ჩემთვის მქონდეს შემონახული ძველი ამბები და გავიხსენო, ვინ ვიყავი და ვინ გავხდი.
ზოგადად კი, უცნობი ქალაქების აღმოჩენა (არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ) ჩემთვის მის ქუჩებში ხეტიალით იწყება და შეიძლება იქვე მთავრდება. მუზეუმები და სხვა ღირშესანიშნაობები უბრალოდ დამატებითი საქმიანობაა.ბლოგი 2009 წელს გავაკეთე, მარტში. მანამდე აქტიურად ვკითხულობდი სხვა ბლოგებს, რომლებიც იმ დროისთვის საკმაოდ მცირე იყო, მაგრამ ხშირად და ბევრს წერდნენ. რატომ გავაკეთე ბლოგი - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. მინდოდა წერა, თან ბლოგი ახალი ხილი იყო და ყველას გვაინტერესებდა.
2. რისთვის/ვისთვის განაგრძობ დღემდე წერას?
დღემდე ვწერ, მაგრამ იშვიათად. ხშირად წერასაც არაფერი უდგას წინ, მაგრამ მგონია რომ ერთ ადგილს დავტკეპნი და ყველა პოსტი ერთმანეთის მსგავსი იქნება. ამიტომ, მირჩევნია მაშინ დავწერო, როცა ძალიან მენდომება. წერას კი იგივე მიზეზით განვაგრძობ, რითიც დავიწყე - მინდა ჩემი მოსაზრებები სხვებს გავუზიარო, ან უბრალოდ, წლები რომ გავა, ჩემთვის მქონდეს შემონახული ძველი ამბები და გავიხსენო, ვინ ვიყავი და ვინ გავხდი.
3. შენი საყვარელი ადგილი საქართველოში, საზღვარგარეთ და მერე, სად გინდა წახვიდე სამოგზაუროდ და ზუსტად ისე დაისვენო, როგორც წარმოგიდგენია? :D
ასარჩევად რომ მქონდეს, პირველ რიგში სვანეთსა და რაჭაში წავიდოდი. ჩემს საყვარელ ადგილებს რაც შეეხება, ერთი ჩემი სოფელია. ჩემი თავშესაფარი. მეორე - ბათუმი. ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, იცის ჩემი და ამ ქალაქის ურთიერთობის შესახებ. ბათუმში ბევრი კარგი რამე მოხდა და ამიტომ სამუდამო ძაფებით დავუკავშირდი მას. ეს ძაფები ხშირად მეწევა იქეთ, მაგრამ უმეტესად ვერ ვახერხებ ჩასვლას, ამის გამო სულ მენატრება იქაურობა, სულ.
ასარჩევად რომ მქონდეს, პირველ რიგში სვანეთსა და რაჭაში წავიდოდი. ჩემს საყვარელ ადგილს რაც შეეხება, ჩემი სოფელია. ჩემი თავშესაფარი.
საზღვარგარეთ ერთი საყვარელი ადგილი მაქვს - სტამბული. მართალია, მხოლოდ სტამბულში ვარ ნამყოფი, მაგრამ რომ მითხრან, ბარგი ჩაალაგე და სადაც გინდა წადიო, პირველ რიგში სტამბულში წავიდოდი ისევ. რაღაცნაირი ქალაქია, უკან დაბრუნებას მოგანდომებს. ვინც ნამყოფია, ისინი გამიგებენ, რას ვგულისხმობ.
ისე კი, ალპების სოფლებში წავიდოდი, აუტანელ სიმწვანეში. ამ ეტაპზე ეგ მაქვს აკვიატებული. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილი მაქვს გონებაში ჩაჭედილი.მუდმივი აკვიატება კი კიდევ 2 ქალაქია. ბრიუგე - ამ ქალაქში თუ წავედი, ეს აუცილებლად წინასაშობაო პერიოდში იქნება. ზაფხულში კი დუბროვნიკი მაქვს შეგულებული, სამოთხის ნაგლეჯი.
4. პირადული შეკითხვა, გყავს თუ არა მეგობარი ბიჭი/გოგო/ქმარი/ცოლი და რა არის თქვენი ურთიერთობის მასაზრდოებელი წყარო, ან თუ თავისუფალი ხარ, როგორია შენი კრიტერიუმი (ჰაჰა, მგონი, საკაიფო პუნქტ-შეკითხვაა, ცოტა "საპაემნოს" ჰგავს)?
ჩვენი ურთიერთობა 1 წლის გახდა ახლახან. მთავარი ძალა, რის გამოც ის (ურთიერთობა) კვლავ გრძელდება, ქიმიაა. ეს ქიმია პირველივე შეხედვაზე გაჩნდა და დღემდე გვამოძრავებს ერთმანეთის მიმართულებით. თუმცა, ამ თემაზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს და თავს რაღაცნაირად, უხერხულად ვგრძნობ. 5. აქ კი შეგიძლია ის დაწერო, რისი თქმაც გინდა, რაც გაწუხებს, ან უბრალოდ, არაფერი დაწერო და ბედნიერი დღე უსურვო ჩვენს მკითხველს.




7 comments:
დღეს წავიკითხე მისი პოსტი ჩოგბურთით გატაცებაზე და უკვე მომოწონს :)
ნატალია კარგი გოგოა :) გრეის ანატომია და სტამბული უყვარს (ეს რაც მე ვიცი) და კიდევ ჯული და ჯულია :))
სოფი, ჩემს ქორწილში დაგპატიჟებ და ჩამოსვლა შენზე იყოს :))
ისეთი შესავალი იყო, ყოველდღე უნდა შემოვიდე და წავიკითხო, დადებითი ენერგია რომ მომეცეს :)
მიყვარს ნატალიაც და მისი ქიმიური რეაქციების ობიექტიც <3
ოჰ, ნატალია, რა კარგი იქნებოდა.
<3
ძალიან საყვარელი ადამიანია <3
არანაირი კირა, ვერ ვიტან კირას.
მია არის კოპიო ესპანელი <3 <3
სადღაც კარმენის მოცეკვავე, სადღაც პენელოპე კლუსი და სადღაც სარა კარბონერო, რომელსაც ძალიან უყვარს იკერ კასილასი.
ჩემს რიდერში მიას "ჩემი სიმშვიდე" ერქვა დიდი ხნის მანძილზე. მერე გადავარქვი და "მია"-დ ჩავწერე, რადგან "ჩემი" ადამიანია და თითქმის სულ "მიას"-ს ვეძახი ხოლმე.
ვაიმე, ქეით, გული გამითბა ახლა, მახსოვს ადრე რომ მითხარი ეგ, შენზე სიმშვიდე მიწერიაო და ისე გამიხარდა :)
კირა ნაითლი მე ძალიან მიყვარს ხომ იცი და ეგ ამბავი ძალიან გამიხარდა სოფისგან : ))
Post a Comment