Sunday, October 5, 2014

დილა მშვიდობისა!

დილა მშვიდობისა! 

ჩვენთან 8-ს აკლია 20 წუთი და არ მჯერა, რომ ეზრას დავასწარი ადგომა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ტოროლა ბავშვია დაბადებიდან. წუხელ ცუდად ეძინა და ამიტომ დაეძინა ახლა ალბათ. აარონი კიდევ ე.წ. მანეჟში კოტრიალობს და ღუღუნებს თავისთვის. ჰაჰა, არადა სასწაულია ასეთი რამეები-მეთქი, წინა პოსტში ვამბობდი.
ბავშვები, ბავშვები, ბავშვები... 


ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ ყველას, სიმშვიდესა და სიხარულს!
როგორც ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა ადრე, ცხოვრება ისედაც რთულია და ადამიანებმა ერთმანეთს რამენაირად უნდა გავუხალისოთ დღეებიო. ჰოდა, თუკი ერთი ადამიანის გახარება მაინც გამოგვივა, ამას რა ჯობია.


2 comments:

Natalia said...

ადამიანებს ყველაზე კარგად შეუძლიათ ერთმანეთის ცხოვრების გახალისება და გაფუჭებაც : ))


ბედნიერი კვირა დღე თქვენც, სოფი <3

Sophie שרה Golden said...

ნატალია, ეგრეა ეგრე. კი არ გეთანხმები ხოლმე ვითომ და ანა ფრანკს ვიხსენებ, მაგრამ მართალი ხარ. მ ა გ რ ა მ ----- :დ მაინც გამხალისებლები მეტია, ვიდრე გამფუჭებლები!!!
აწ უკვე ბედნიერი სამუშო კვირა გქონდეს, ნატალია!