ეს ბლოგი როცა გავხსენი 2008 წელს, რას ვიფიქრებდი, რომ 30 წელს მივაღწევდი და ისევ დავწერდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს აზროვნებაში ბევრი რამე რადიკალურად შეიცვლებოდა.
ვერც იმას დავიჯერებდი, რომ ოდესმე ცომს მოვზელდი და პურს გამოვაცხობდი.
ან კიდევ ერთ დღეში გავაკეთებდი სადილს ოჯახისთვის, პატარა ბავშვებისთვის, გამოვაცხობდი სახანუკო სუფგანიებს, დავალაგებდი და ამ დროს ვიცეკვებდი კიდეც.
ა, ხო, შუალედებში ტუშს წავისვამდი და საყურეების გაკეთებაც არ დამავიწყდებოდა, იმიტომ რომ ჩემი ქმარი, შვილები და ადამიანები, ვისაც ჩემი დანახვა უნდა და უხარია, იმსახურებენ, ლამაზს და მხიარულს მხედავდნენ.
ყველა ადამიანი იმსახურებს სხვებს მხიარულს ხედავდეს, რადგან როცა სხვას ხედავს ბედნიერს, შენც გედება მისი აურა და კმაყოფილი ხდები. ზუსტად ისე, როგორც "მიმინოშია", ხომ გახსოვთ? :-)
ასე, 30 წლისაც გავხდი და გადავედი სხვა თაობაში, ასაკში, რაც გინდა დაარქვით.
It's CRAZY!!!
მადლობა ღმ-ერთს ყველაფრისათვის!!!
დედაჩემს, რომელმაც 35 წლის ასაკში გამაჩინა და მომცა ყველაფერი, რაც ჰქონდა.
მადლობა ჩემს ქმარს და შვილებს, რომლებსაც ასე უყვართ თავისი bossy fussy Mama Sophie.
მადლობა ყველას, ვისაც ვიცნობ, ან არ ვიცნობ, მაგრამ მაინც ჰქონია ჩემზე გავლენა.
როგორც ჩემს ბოლო ლექციაში მქონდა საუბარი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი და ყველა მომენტი, რაც კი ჩვენს ცხოვრებაში ხდება, განსაკუთრებული მიზეზით ხდება, რადგან არ არსებობს შემთხვევითობა ცხოვრებაში. უბრალოდ, არ არსებობს!
დილით გაიღვიძე, ღილი აგიწყდა, გაუთოებულ ბოლოკაბაზე ყავა გადაისხი, ორივე ბავშვმა ერთდროულად გაიღვიძა, ერთად მოუნდათ ჭამა, დალევა, პირის დაბანა, ტუალეტში, ამ დროს შენ შეხვედრაზე გეჩქარება...
უცებ კარზე ზარის ხმა ისმის და შენი მეგობარი მოდის, რომელიც ადრე გამოუშვეს ლექციებიდან და გადაწყვიტა შემოევლო და შენი შვილები სასეირნოდ წაეყვანა.
არაფერი იყო შემთხვევით-მეთქი, გეუბნებით. საბოლოოდ, ყველაფერი პოზიტიურია, ნეგატიური შემთხვევებიც კი, რადგან მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის ისე შემოაბრუნებს მოვლენებს, რომ მისგან კარგი გაკვეთილი მიიღოს და მომავალში გამოიყენოს: სული დაიმშვიდოს და იცოდეს, რომ მარტო არ არის და არასოდეს იქნება.
არა, ეს რატომ ჩავურთე ჩემს სადაბადებისდღეო პოსტში, არ ვიცი :დ ჯუდი ებოტივით, ერთი წერა თუ დავიწყე, მერე კალამი თავისით დარბის ფურცელზეო, ზუსტად ისე არ ვარ? :-)
ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ - ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებასა და იმის დაჯერებას, რომ არაფერია შემთხვევითი ჩვენს ცხოვრებაში, ყველას და ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი.





15 comments:
სოფიეე გილოცავ ჩემო კარგო იუბილეს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, წინსვლა, წარმატება, მოკლედ ყოველივე საუკეთესო შენს საყვარელ ოჯახთან და ადამიანებთან ერათად :* და რაც მთავარია ბევრი, შენთვის დამახასიათებელი, საინტერესო ბლოგ-პოსტიი :)
გილოცავ ჩემო უმწვანესო სოფი დედი!
გისურვებ ასევე წარმატებით გაგეგრძელებინოს ბლოგინგი და შენ ოჯახთან ერთად ულევ სიხარულსა და ბედნიერებას.
შენი პოზიტივი ჩემი დიდი მშველელია, აგერ, უკვე რამდენი წელია.
დიდი მადლობა ყველაფრისათვის.
4 წელში მეც შემოუერთდები შენს კლუბს <3
სოფი, სოფი <3
გილოცავ დაბადების დღეს... შენ ხომ ყოველივე საუკეთესოს გისურვებ და ჩემთვისაც ვისურვებ, რომ ხშირ-ხშირად დამხვდეს შენი მზიანი პოსტები რიდერში :)
Sofi, gilocav dabadebis dges!
ixare da idgegrdzele shen lamaz ojaxtan ertad!
Happy 30 ^_^
ჯერ ყველაფერი წინ არის ^_^
სოფი ბედნიერებას გისურვებ მუდამ , რაც ქალს აბედნიერებს სწორედ ესაა ჯანმრთელი შვილები და საყვარელი მეუღლე გვერდით.
წინააღმდეგობების კი ძლიერ ადამიანებს არ ეშინიათ სწორედ, გეთანხმები.
Happy birthday, Mamma Sophie :) Have a blessed, happiest, adventurous one!
სოფი, გილოცავ! სულ მზიანი განწყობა გქონოდეს და გასცემდე იგივეს. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, მრავალს დაესწარი შენს ლამაზ ოჯახთან ერთად :* :)
დაბადების დღეს გილოცავ სოფი :) ყველაფერს ულამაზესს გისურვებ :)
ჩემო საყვარელო მკითხველებო, ბლოგერებო, გოგოებო, ბიჭებო, დიდი მადლობა მოლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის!!!
თქვენი კეთილი სურვილები ასევე აგხდენოდეთ და ბედნიერები, ჯანმრთელები ყოფილიყავით!!!
მე სულ მინდა რო მაგისი მჯეროდეს:)) ხან მჯერა, ხნაც არა, საბოლოო ჯამშ ალბათ კი :) საინტერესო იქნებოდა ეგ ლექცია, ფრიად :)
პ.ს გილოცავ და ყველაფერ მმმაგარს გისურვებ <3
Kiwi, მთელი ცხოვრება წინ გ(ვ)აქვს ამის გასაგებად :დ
დიდი მადლობა!
ლამაზო და ჭკვიანო სოფი, ადრეც შემოვიხედე შენთან, მაგრამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიყავი და ვერ დაგიტოვე ჩემი გულთბილი მოლოცვა...
ახლა კი გილოცავ, მსიამოვნებს რომ ვირტუალურად მაინც ვიცნობ ასეთ ჭკვიან, ლამაზ, მოსიყვარულე ქალებს. დიდ სილამაზეს და ბედნიერებას გისურვებ შენს პატარა ტკბილეულობა ბურთებთან ერთად <3
ეცხოვროთ შენთან ერთად კიდევ დიდდხანს მშვიდ და კეთილ სამყაროში ...<3
საყვარელო მაგა, დიდი მადლობა!!! როგორ გამახარე ასეთი თბილი სიტყვებით.
მეც ძალიან მიხარია, რომ ვირტუალურად ამდენ ჭკვიან ახალგაზრდა გოგოებს და ბიჭებს ვეცნობი :-)
ოოოო რა წესია, მე ახლა გავიგე ეს ამბავი :(
გილოცავ, ბედნიერებას გისურვებ. ძალიან მიყვარხარ <3
Post a Comment