ოღონდ სხვების ფაცი-ფუცთან :დ
მე და სამზარეულო ოდესღაც ძალიან შორს ვიყავით ერთმანეთისგან, ამიტომ სანამ დედა, დეიდები, დეიდაშვილები საახალწლოდ ხარშავდნენ და ხრაკავდნენ გემრიელობებს, მე ვიჯექი და წიგნებს ვკითხულობდი, ან ფილმებს ვუყურებდი.
ვისაც კიდევ გაქვთ ამის "ფუფუნება", მოიდგით დიდი ფინჯნით რძიანი ყავა, კაკაო, სულაც ლიმონიანი ჩაი და ამოარჩიეთ საახალწლო ფილმები ჩემთან ერთად. ან სულაც თქვენი დაამატეთ კომენტარებში, ან საკუთარ ბლოგზე.
1. "სანამ შენ გეძინა"
სანდრა ბულოკი ჩემი უსაყვარლესი მსახიობი იყო თავის დროზე. გამოიცანით, რატომ? :დ იმიტომ, რომ ჩემნაირი ფეხები ჰქონდა. ჩემი მეგობრები სულ დამცინოდნენ, რომ მსახიობებს ფეხების მიხედვით ვარჩევდი, მაგრამ რა ვქნა, სანდრა ბულოკს მართლა ჩემნაირი კუნთიანი ფეხები აქვს.
მაგრამ ფილმი ამას არ ეხება.
დიდი მორალითაც არ გამოირჩევა, მაგრამ საახალწლოდ ამას ვინ უყურებს. მთავარია მსუბუქი, თბილი და კეთილდასასრულიანი სურათია.
2. 3. 4. აქ შემიძლია მეგ რაიანის ტროლოგია ჩავსვა:
"თქვენთან წერილია" - წარმოუდგენელია ეს ფილმი ვინმეს არ უყვარდეს.
"უძინარნი სიეტლში" - წინა ფილმზე ცოტა სუსტია, მაგრამ მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი ისეთი შესაფერისი წყვილია, რომელიც ჰოლივუდს, სავარაუდოდ, აღარ ეყოლება.
"როცა ჰარი შეხვდა სალის" - ვფიქრობ, ამ ფილმს ცუდად აფასებენ, ანუ მხოლოდ იმ ცნობილი სცენით კაფეში, სადაც მეგ რაიანი და ბილი კრისტალი სხედან.
არადა, მანამდეც და შემდეგაც იმდენი სასაცილო, გონივრული და კარგად მოფიქრებული ფრაზა გვხვდება. თანაც მეგ რაიანი ისეთი ახალგაზრდა და ლამაზია, არ შეიძლება საახალწლოდ ამის გამოტოვება.
5. ბედის ირონია და მისი გაგრძელება
1984 წლის ბოლოს დავიბადე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი უკვე სულს ღაფავდა, მაგრამ მაინც არსებობდა. ამიტომ მიყვარს ძველი საბჭოთა ფილმები, არა მხოლოდ რიაზანოვის.
მიუხედავად იმისა, რომ "ბედის ირონია - გაგრძელება" მობილური კომპანიის მოსიარულე (მოძრავი) რეკლამა გამოუვიდათ, მაინც თბილი და სადღესასწაულო ფილმია. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ "ბედის ირონიის" აწ უკვე ასაკოვანი მეგობრები გვხვდებიან.
იმაზე, რომ სერგეი ბეზრუკოვი აბსოლუტურად ყველა ახალ რუსულ ფილმში თამაშობს, უკვე ანეკდოტებს ჰყვებიან, მაგრამ მე ხელს არ მიშლის ძველ სიყვარულს მახსენებდეს და სიამოვნებით ვუსმენდე მის ხმას.
ნადეჟდა ნადეჟდოვნაც მშვენიერი გოგოა ლიზა ბოიარსკაიას შესრულებით.
ბედნიერ ახალ წელს და შობას ვუსურვებ ყველა ჩემს მკითხველს!!!









7 comments:
ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ შენს ლომის ბოკვერებთან ერთად!
gilocav sofi!
mravals daescari shen sakvarel ojaxtan ertad.
სოფი, გილოცავ ახალ წელს, ბედნიერი დღეები არ მოგკლებოდეთ შენ და შენს საყვარელ ოჯახის წევრებს :*
გილოცავ :) მართკაც კარგი ფილმებია, განსაკუთრებით "თქვენთვის წერილია"
მე არ მაქვს ასეთი must see საახალწლო ფილმები. თუმცა ტვ-ში რომ გადის ხოლმე და შემხვდება, ხანდახან ვუყურებ.
ნუ, მაგალითად home alone და ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მგონი ისე გადავვარდი ამ ცალკე ცხოვრების თემაში, რომ მაგ ფილმშიც წელს ზუსტად ის "მორალი" დავინახე, რაზეც ჩემს ბოლო პოსტში ვსაუბრობდით მე და შენ )))
როდე, დიდი მადლობა!!!
ტომა, მადლობა.
ქეთი, დიდი მადლობა, ჩემო კარგო, გამახარე.
Kiwi, მადლობა. ნამდვილად.
თამთა, მეგ რაიანის ეს ფილმები მხოლოდ საახალწლო კი არა, all year round ფილმებია, ყველა სეზონს შეეფერება.
აი, ყოველთვის ასეა, იმიტომ რომ ახლა რაც გვაწუხებს, იმას ვაქცევთ ყველგან ყურადღებას. მეც ასე ვარ ხოლმე, მილიონჯერ მაქვს რაღაც ნანახი ან წაკითხული და ყოველ ჯერზე სხვადასხვა "მორალს" ვპოულობ :-)
როგორ ემთხვევა ჩვენი საყვარელი ფიმები :)მეგი და ტომ საუკეთესო წყვილია და სხვა არავინ მირჩევნია მათ დუეტს :)
https://kushichka.wordpress.com/2013/02/15/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1/
საიმტერესოა შენ რომელი გმირი იქნებოდი :)
პ.ს. შენი სოციალური ქსელების ლინკებს ხომ არ მომაწოდებდი, თუ სურვილი გაქვს რა თქმა უნდა :)
მეორე დღეა შენს ძველ პოსტებს ვკითხულობ და რა საინტერესო ვინმე ხარ, პირდაპირ ვერ გამოვხატავ...
Post a Comment