მერე ის მკითხველები მახსენდება, რომლებიც მწერენ და კითხვებს მისვამენ, უბრალოდ დადებით რაღაცებს მეუბნებიან და მინდა ხოლმე, მათთვის მაინც დავწერო, რამე შთამაგონებელი და გამამხნევებელი, მაგრამ არ გამომდის.
უბრალოდ, ამ პოსტში მინდა ჩემი კლასელი რამაზ მოსახლიშვილი გავიხსენო, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა კიბოთი.
ახალგაზრდა ქვრივი დარჩა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
რამაზი ერთადერთი ბიჭი იყო, მთელი კლასის გოგოებისთვის რომ დაკრეფდა ხოლმე ყვავილებს სარვამარტოდ და მერე დანარჩენ ბიჭებს ურიგებდა, რომ ჩვენთვის ეჩუქებინათ.
მეშვიდე-მერვეკლასელ ბავშვს უკვე ეტყობოდა, როგორი კეთილი და გულისხმიერი იყო, ყველანაირი ეგოიზმისგან შორს. არადა, ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა, ტკივილით, მარტოობითა და სიცივით სავსე.
ღმერთმა აცხონოს რამაზი და მასთან ერთად ყველა ახალგაზრდა ადამიანი, რომელთა წასვლის ტკივილიც არასოდეს განელდება, უბრალოდ გაყუჩდება დროის სვლასთან ერთად.
ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეს მის ცოლ-შვილს!!!
ბედნიერ 8 მარტს ვუსურვებ ჩემს მკითხველ ქალებს, ყველაზე ძლიერ, ლამაზ, ბრძენ და რთულად გასაგებ სქესს!




9 comments:
ყველა დღესასწაულზე ყოველთვის ასეთი სევდის მომგვრელი ადამიანებიდა მათი ისტორიები მახსენდება და სულ მერიდება, გუშინაც აი ამეკვიატა ერთი ჩემი გარდავლილი მეგიბარი და ვფიქრობდი მე დღეს ყველა მილოცავს, მეფერება და ის კიდევ ...
მოკლედ შემოვედი შენთან და აჰაა, მგი გულში მეჯექი...
გილოცავ 8 მარტს დაგვიანებით, შენ კი იცი ჩემი პოსტი ქალებზე და როგორ მიხარია რომ ქალი ვარ და დედა ვარ :) შენი ბლოგი კიდევ მთელ სწორედ ქალობის და დედობის სიდიადეზეა თითქმის და ამიტომაც მიყვარს აქ შემოცუნცულება :) წერეეე წერეეე წერეეე ყველაფერზეც და არაფერზეც :)
ვერა, ხო, რა ძნელია მართლაც.
მადლობა!!! შენც ასევე. შენს ბლოგზე კიდევ ხომ სულ გემრიელი სურნელი ტრიალებს და მიყვარს შემოხედვა. ბედნიერება და სიხარული შენს ოჯახთან ერთად!
8 მარტს გილოცავ სოფი, ბედნიერი ქალი ყოფილიყავი მარად :)
მეც გილოცავ!
ბედნიერებას გისურვებ <3
დაგვიანებით გილოცავ, სოფი!
იმედი მაქვს, შენ მაინც არ შეელევი შენს არაჩვეულებრივ ბლოგს. მიყვარს შენთან შემოხედვა <3
სოფი,
შენი პოსტები მომენატრა.
come back :)
თამთა, როგორ გამახარე, რომ გახსოვარ.
ესე იგი, შემოვალ ბლოგზე, რამე დავწერო და სურვილი მიქრება ორ წუთში, ჯერ პოსტის ველი გახსნილიც არ მაქვს. ბლოგოკრიზისია, რას ვიზამ :დ
sopiii rogor momenatra sheni deduri postebi da saertod sheni sakvareli postebi,rato agar cer?sikvarulit gvanca
გვანცა, მადლობა, რომ გახსოვარ ისევ. რა ვიცი, აღარ გამომდის, შემოვალ, ვუყურებ ვუყურებ ბლოგს და ვეღარაფერს ვწერ :-(
Post a Comment